ბავშვს რომ კარგი ჩვევები ჰქონდეს

Authors

ყარამან ფაღავა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0003-1733-961X
ირაკლი ფაღავა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0003-0962-6221

Keywords:

ფსიქოლოგია, პედიატრია

რეზიუმე

ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ზრდიდნენ მას ბავშვობაში; იმაზე, თუ რა ჩვევები ჩაენერგა, რას მიაჩვიეს. კარგი ჩვევები ჯანმრთელობის საწინდარია, საწინდარი იმისა, რომ პიროვნება შეძლებს თავისი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას და იცხოვრებს ბედნიერად.

    მოცემული  ბროშურაც,  რომლის  შესავალსაც  თქვენ  ახლა  კითხულობთ, სწორედ სასარგებლო ჩვევების განვითარების პრობლემისადმია მიძღვნილი. ბავშვს ბევრი რამე უნდა ვასწავლოთ და ჩავუნერგოთ, თუმცა ეს ძალიან ადვილი არ არის. ძირითადად საკვანძო საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა, როგორც ვფიქრობთ, ყველაზე რთულია.

    ჩვენი აზრით, ესენია, მაგალითად, წესიერების,  სისუფთავისა და სისალუქისადმი ბავშვის მიჩვევა. ანდა, პირველი შეხედვით თითქოსდა ისეთი საკმაოდ  მარტივი პრობლემა, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა.  ტექსტის საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს ქოთნის ტუალეტის გამოყენების სწავლებასა და შარდის ბუშტის კონტროლს. არანაკლებ  მნიშვნელობას  ვანიჭებთ  საკითხს,  რომელსაც,  ვფიქრობთ, მშობლების დიდი ნაწილი მეტად არასწორედ უდგება. ეს არის სწორი კვება და კბილების მოვლა. უნდა ითქვას, რომ ყურადღება ამ თავის სახელწოდების  მეორე  ნახევრით  აღნიშნულ პრობლემაზეა  გამახვილებული.  ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისთვის დღის რეჟიმის დაცვა მეტად მნიშვნელოვანია. დააგვეთანხმებით იმაშიც, რომ ბავშვის დაძინება ხანდახან გვიჭირს. უნდა ვეცადოთ მივაჩვიოთ ბავშვი ვარჯიშს, სუფთა ჰაერსა და გაკაჟებას. ძალიან საჭიროდ მიგვაჩნია თავი თავისუფალი დროის გონიერი გამოყენება,  ცოდნისმოყვარეობა,  მშვენიერების  აღქმა.  შემდეგ  საუბარი გვაქვს ქცევის წესებზე, და ბოლოს კი - დამოუკიდებლობასა და გულზეარობაზე, საბავშვო ბაღზე. ბოლოსიტყვაობის სახით შეჯამებულად პატარაზე ზემოქმედების მეთოდებს ვახასიათებთ.

    მშობლებისთვის  განკუთვნილი  ეს  ბროშურა  ძირითადად  სკოლამდელი ასაკისა და უმცროსკლასელ ბავშვებს ეხება. ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

January 28, 2023