რჩევა ახალგაზრდა მშობლებს

Authors

ყარამან ფაღავა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Keywords:

ფსიქოლოგია, პედიატრია

რეზიუმე

    წიგნში პოპულარულადაა გადმოცემული  ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების, მოვლისა და აღზრდის ძირითადი საკითხები, იგი ახალგაზრდა  მშობლებისთვისაა  განკუთვნილი.

ერის  გონიერებისა  და შორსმჭვრეტელობის შესანიშნავი  საზომია ბავშვისადმი მზრუნველობა.  ამ  მხრივ ქართველ ხალხს უძველესი და მტკიცე ტრადიციები  გააჩნია.

    ყველას უნდა, რომ  მომავალი თაობა იყოს ჯანმრთელი, გონიერი, მტკიცე   ნებისყოფის,   ხელმარჯვე,  მაღალი   ზნეობითა   და   ნატიფი გემოვნებით  შემკული.  მცირე  ერის  წარმომადგენელისათვის  კი  ეს თვისებები  სასიცოცხლო  მნიშვნელობისაა.

     ჩვენი   დიდი  კულტურა,   რომლის   მიღწევებით  წარსულშიც   და ახლაც   სამართლიანად   ვამაყობთ,   ბავშვთა  მოვლაშიც   სათანადოდ უნდა აისახოს.  ნუ  დავაკლებთ ნორჩს დედის ძუძუს,  მზესა და ჰაერს, ლაღად  განვითარერების  შესაძლებლობას,  ქართველთ  ბუნებას  ასე რომ  შეშვენის.  ვუმღეროთ მშობლიური  იავნანა, ჩვენებური  საალერსო   სიტყვებით   მოვეფეროთ,   აქედანვე   შთავუნერგოთ   დედისა   და სამშობლოს  სიყვარული.

    პიროვნების  ჩამოყალიბებაში,  მის  აღზრდაში  სიცოცხლის  პირველი  წელი  უდიდესი მნიშვნელობისაა.  მხოლოდ  სითბო  და  ალერსი, საღი  აზრი  და  თუნდაც  ბავშვთა  ექიმის-პედიატრის  ეპიზოდური კონსულტაციები  საკმარისი  არაა.  მშობლებს  უნდა  შეეძლოთ  ფიზიკური   და   ფსიქიკური  განვითარებისა   და  ზოგადი  მდგომარეობის შეფასება,  თვით  უმნიშვნელო  გადახრების  დროული  აღნუსხვა  და პირველი   დახმარების   გაწევა,   უნდა   იცნობდნენ   სწორი   კვების, ზოგადი ჰიგიენისა და ნერვულ ფსიქიკური განვითარების, ხელშეწყობის  ძირითადი პრინციპებს.

     ვიმედოვნებ,  რომ  წარმოდგენილი  ნაშრომი  ახალგაზრდა მშობლებს აღნიშნული საკითხების გარკვევაში  დაეხმარება.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

January 28, 2023