ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის "Georgian Vitae rimas XXI" ტექნოლოგია
რეზიუმე
ადამიანის ორგანიზმში, თითოეული უჯრედი ყოველდღე საჭიროებს 600-დან 650-მდე სხვადასხვა სახის საკვებ ნივთიერებას- ნუტრიენტებს, რომელთა უმრავლესობა შეუცვლელია და ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება. ადამიანის კვების რაციონში აუცილებელია შედიოდეს დაახლოებით 32 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი, 15-ზე მეტი ვიტამინი და 20-ზე მეტი მიკროელემენტი, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია არსებობა.
ამ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა 1927 წელს შექმნილი ნატურალური ინგრედიენტებისგან დაბალანსებული პროდუქტი, რომელმაც ოფიციალურად დაიმკვიდრა ტერმინი „ბიოლოგიურად აქტიური დანამატი“ (ინგ. food supplements), შემდგომში ბად-ი.
ბად-ების გამოყენება, რომელთა მნიშვნელობა უდაოდ დიდია, განაპირობებს: 1. ადამიანისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტის სწრაფ ლიკვიდაციას; 2. საკვების მაქსიმალურად მორგებას თითოეულ ინდივიდზე; 3. ზრდის ორგანიზმის გამძლეობას არახელსაყრელი პირობების მიმართ ორგანიზმის უჯრედების ფერმენტული დაცვის ხარჯზე; 4. აძლიერებს და აჩქარებს არასასურველი ნივთიერებების შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა ახალი, ყურძნისეული წარმოშობის ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი, მეცნიერულად დასაბუთებული ბად-ის დამზადების ტექნოლოგია. მოხდა ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების იდენტიფიკაცია:
- საფერავის ყურძნის წვენში პირველად იდენტიფიცირდა ზოგიერთი სტილბენოიდური გლუკოზიდი: ტრანს-რეზვერატროლის გლუკოზიდი ტრანს-პიცეიდი (4’,5-დიჰიდროქსისტილბენ-3-O-b-D-გლუკოპირანოზიდი) (პოლიდატინი). ტრანს-პიცეიდის კონცენტრაცია ყურძნის წვენში შეადგენს 12,4 მგ/ლ, ხოლო ვაკუუმ-ტკბილში 35,5 მგ/ლ. საფერავის ყურძნის წვენში დაფიქსირდა ε-ვინიფერინის გლუკოზიდის არსებობაც.
- საფერავის ყურძნის კლერტში პირველად იდენტიფიცირდა ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნივთიერება აცეტოვანილონი (პონიცინი), რომლის კონცენტრაციაც საფერავის კლერტის წყალ-სპირტიან ექსტრაქტში შეადგენს 5,2 მგ/ლ. აცეტოვანილონის ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენს 33%.
- მიღებულია ვაზის ერთწლიანი ყლორტიდან სტილბენოიდებშემცველი კონცენტრატი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანს-რეზვერატროლს, ε-ვინიფერინს, სტილბენოიდურ ტეტრამერებს. სტილბენოიდებშემცველ კონცენტრატში იდენტიფიცირდა ლიგნანი α-კონიდენდრინი 3,3 მგ/ლ რაოდენობით. α-კონიდენდრინის ანტიოქსიდანტური აქტოვობა შეადგენს 35%.
- თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მოკრეფილი ბეგქონდარას (THYMUS SERPYLLUM) მიწისზედა ნაწილების წყალ-სპირტიან ექსტრაქტში განისაზღვრა არომატწარმომქმნელი ნივთიერებები: α-პინენის, მირცენის, ლიმონენის, ტერპინოლენის, ლინალოოლის, კარვაკროლის, თიმოლის, ციტრონელონის და სხვათა სახით, რომელთა შორის დომინანტია α-პინენი. ამავდროულად, არომატიზატორში დაფიქსირდა ბიოლოგიურად აქტიური ფორმონონეტინის და ცინაროზიდის (ლუთეოლინის გლუკოპირანიზიდის) შემცველობა. ფორმონონეტინის ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენს 21%, ხოლო ცინაროზიდის - 54%.
- შემუშავებულია ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური უალკოჰოლო კვებითი დანამატის „Georgian Vitae rimas XXI“ დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს საფერავის ყურძნის ვაკუუმ-ტკბილის, სტილბენოიდებშემცველი ფენოლური კონცენტრატის, მცენარეული არომატიზატორის და ასკორბინის მჟავის გამოყენებას.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
ბეჟუაშვილი მ. გ., ელანიძე ლ. დ., კობაიძე თ. ა., ჯავახიშვილი მ. ლ. (2011) - ფუნქციური დანიშნულების ყურძნისეული კვებითი დანამატების წარმოების პერსპექტივები. მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენციის შრომების კრებული, “ბიოუსაფრთხო კვების პროდუქტთა პრობლემები, ახალი ტექნოლოგიები და ბიზნეს გარემო“, ქუთაისი, შრომების კრებული, გვ. 152-157
ელანიძე ლ. (2012) - ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და დღევანდელობა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა 70-ე სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თელავი, 30 მაისი.
Эланидзе Л. Д., Бежуашвили М. Г., Окруашвили Д.Ш. Биологически активные стильбеноиды и лигнаны в экстракте обрезков виноградной лозы. Georgian Engineering News, No. 2 (vol. 62), 2012, pp. 115-1184..
Bezhuashvili MG., Elanidze L.D.‚ Okruasvili D. Sh. Identification of some stilbenoid glucoside from Saperavi grape juice (vitis vinifera L.). Georgian Engineering News, No. 1 (vol. 65), 2013, pp. 158-164
Эланидзе Л.Д., Бежуашвили М. Г., Окруашвили Д. Ш. (2013) Исследование химического состава водно-спиртового экстракта чабреца (THYMUS SERPYLLUM). «Пищевая наука и технология». № 1 (22), с. 70-73
L. D. Elanidze, M. G. Bezhuashvili , D. Sh. Okruasvili. (2013) Identifikation of acetovanillone (apocynin) from waterethanol extract of the stem of saperavi vine variety. "Annals of Agrarian Science II, vol 11, No 2, pp 71-74
Эланидзе Л.Д., Бежуашвили М. Г., Окруашвили Д. Ш. (2013) Фенольные источники биологически активного пищевого добавка “GEORGIAN VITAE RIMAS XXI”. «Пищевая наука и технология». № 2(23). 46-48
ელანიძე ლ., ბეჟუაშვილი მ.(2013)- ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის “GEORGIAN VITAE RIMAS XXI”. წარმოების ხერხი. სასარგებლო მოდელის პატენტი, დადებითი გადაწყვეტილება - საიდენტიფიკაციო N: 12450/02. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი“.
M.Bezhuashvili, N.Vepkhishvili, L.Elanidze (2014) - — New biologically active nutritive products containing vine stilbenoids. (Poster Abstracts) International Conference on Food and Biotechnology, ICFB‚11 — 12 September, Agricultural University of Georgia, Tbilisi, Georgia Annals of Agrarian science. Book of abstracts, pp. 35
M.G.Bezhuashvili, P.N.Vashakidze, N.G.Vepkhishvili, L.D.Elanidze (2014) TRANSFORMATION OF BIOLOGICALLY ACTIVE STILBENOIDS FROM GRAPEVINE IN TO RED WINE. NONALCOHOLIC FOOD SUPPLEMENT AND ALCOHOLIC BEVERAGE. Annals of Agrarian science, Vol.12, No.4; (Известия аграрной науки, Том 12, №4) pp 63-70
ლალი ელანიძე (2015) - ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და მათ შედგენილობაში შემავალი ფენოლური ნაერთების მნიშვნელობა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურათაშორისი დიალოგები“. შრომების კრებული, ISSN 2233-3401, გვ. 176-181, 2015, თელავი
Л. Эланидзе (2015) - КОНЬЯК В МЕРУ-ЭЛЕКСИР ЗДОРОВЬЯ. Международный периодический научный Журнал «Интеллект». № 3(53), стр. 9-10.
მ. ხოსიტაშვილი, ა. ასანიშვილი, ლ. ელანიძე (2016). ტყეში მოზარდი სვიის გამოყენება ლუდის წარმოებაში. “ბიოუსაფრთხო კვების პროდუქტთა პრობლემები და ბიზნეს გარემო“ V საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ინტერნეტ- კონფერენცია. ქუთაისი. № 6. 2016 წ.
ლ. ელანიძე, მ. ხოსიტაშვილი (2016) - მცენარეული ნედლეულის მეორადი რესურსი (ნარჩენი), როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყარო. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებელთა და დოქტორანტთა XVIII (74-ე) სამეცნიერო კონფერენცია, თელავი. სამეცნიერო შრომების კრებული ISSN 1512-0600, № 1 (29), გვ. 35-39, 2016, თბილისი
ЭЛАНИДЗЕ Л.Д., БЕЖУАШВИЛИ М. Г. (2016) НЕКОТОРЫЕ ХИМИЧЕСКИЕ КОМПОНЕНТЫ СОСНЫ (Pinus Sylvestris) (sosnowskyi). «Пищевая наука и технология». Том 10, випуск 3/2016, стр. 61-65.
ЭЛАНИДЗЕ Л.Д., БЕЖУАШВИЛИ М. Г. (2016) ФЕНОЛЬНЫЕ КОМРОНЕНТЫ СОСНЫ (Pinus Sylvestris) (sosnowskyi). «I БЕЛОРУССКИЙ БИОХИМИЧЕСКИЙ КОНГРЕСС «Современные проблемы биохимии». Института биохимии биологически активных соединений НАН Беларуси, г. Гродно, 5-6 июля, 2016 г. Сборник научных статей – Часть 2, стр. 100- 105. 165
ЭЛАНИДЗЕ Л.Д., БЕЖУАШВИЛИ М. Г. (2016) НЕКОТОРЫЕ БИОЛОГИЧЕСКИ АКТИВНЫЕ СОЕДИНЕНИЯ ДЛЯ РАЗРАБОТКИ НОВЕЙШИХ ТЕХНОЛОГИИ ПИЩЕВОЙ ПРОМЫШЛЕННОСТИ. Международная научнопрактическая конференция «Пищевые технологии, хлебопродукты и комбикорма» 13-17 сентября 2016 г. г. Одесса. МІНІСТЕРСТВО ОСВІТИ І НАУКИ УКРАЇНИ ОДЕСЬКА НАЦІОНАЛЬНА АКАДЕМІЯ ХАРЧОВИХ ТЕХНОЛОГІЙЗБІРНИК ТЕЗ ДОПОВІДЕЙ МІЖНАРОДНОЇ НАУКОВО-ПРАКТИЧНОЇ КОНФЕРЕНЦІЇ «ХАРЧОВІ ТЕХНОЛОГІЇ, ХЛІБОПРОДУКТИ І КОМБІКОРМИ» Одеса 2016, стр. 63-64. http://foodconf.onaŌ.edu.ua
Мосиашвили Александр, Лали Эланидзе. (2016) Будущее сотрудничество между Телавским государственным университетом имени Я. Гогебашвили и Одесской национальной академией пищевых технологий.Международная научно-практическая конференция «Пищевые технологии, хлебопродукты и комбикорма» 13-17 сентября 2016 г., г. Одесса. Пленарное заседание 1, конференц. зал академии. Программа международной научно-практической конференции, стр. 6
ლალი ელანიძე (2017) - ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის პროანტოციანიდინები. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურათაშორისი დიალოგები“. შრომები, გვ. 202-205, თელავი. ISSN 2233-3401
Л.Д. Эланидзе (2017) ФЕНОЛЬНЫЕ КОМПОНЕНТЫ БАД-а ВИНОГРАДНОГО ПРОИСХОЖДЕНИЯ СОРТА «РКАЦИТЕЛИ». Инновации в пищевой технологии, биотехнологии и химии: Материалы международной научно-практической конференции; ФГБОУ ВО Саратовский ГАУ / Под ред. А.В. Банниковой, О.С. Лариновой. – Саратов: ИЦ «Наука», 2017, 274-278 стр., ISSN 978-5-9999-2816-0
Эланидзе Л.Д. (2017) ФЕНОЛОКИСЛОТЫ БАД-а ВИНОГРАДНОГО ПРОИСХОЖДЕНИЯ СОРТА «РКАЦИТЕЛИ». МІНІСТЕРСТВО ОСВІТИ І НАУКИ УКРАЇНИ ОДЕСЬКА НАЦІОНАЛЬНА АКАДЕМІЯ ХАРЧОВИХ ТЕХНОЛОГІЙЗБІРНИК ТЕЗ ДОПОВІДЕЙ МІЖНАРОДНОЇ НАУКОВО-ПРАКТИЧНОЇ КОНФЕРЕНЦІЇ «ХАРЧОВІ ТЕХНОЛОГІЇ, ХЛІБОПРОДУКТИ І КОМБІКОРМИ» Одеса 2017стр. 96-97. Международная научно-практическая конференция «Пищевые технологии, хлебопродукты и комбикорма» 25-30 сентября 2017 г., г. Одесса. Сборник материалов международной конференции, стр. 96-97.
Эланидзе Л.Д. (2017) КАТЕХИНЫ И ОБЩИЕ ФЕ-НОЛЫ БАД-а ВИНОГРАДНОГО ПРОИСХОЖДЕНИЯ СОРТА «РКАЦИТЕЛИ». XVI Международная научно-практическая конференция «Инновационные технологии в пищевой промышленности», 5-6 октябрь 2017 г. г. Минск, Беларусь. материалы XVI Международной научно-практической конференции (Минск, 5-6 октября 2017 г.), стр. 279-281.
ლ. ელანიძე (2018) - საერთო ფენოლების და ფენოლმჟავების შემცველობა ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა (76-ე) სამეცნიერო კონფერენცია, გვ 12. თელავი, 2018.
Эланидзе Л.Д. (2018) „Обогащение козье сыра фенольнимы веществами вино Саперави“. Международная научно-практическая конференция «Пищевые технологии, хлебопродукты и комбикорма» 24-29 сентября 2018 г. г. Одесса Сборник материалов международной конференции, стр. 57-59.
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.