ბორის კორსანტია - ბიობიბლიოგრაფია
Keywords:
ბიობიბლიოგრაფიარეზიუმე
გამოჩენილი ქართველი ექიმის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბორის კორსანტიას ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1987-2020 წლების მასალა: სამეცნიერო შრომები, სტატიები, მისი რედაქტორობით გამოცემული წიგნები, მეთოდური რეკომენდაციები, წერილები და სხვადასხვა მასალა.
ბორის კორსანტია ავტორია 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 60-მდე საკანდიდატო და აკადემიური დოქტორის დისერტაცია, 6 სადიპლომო ნაშრომი. იყო საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და კონფერენციების სამეცნიერო დირექტორი, სადისერტაციო საექსპერტო საბჭოს წევრი, ჟურნალ “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის” მთავარი რედაქტორი.
მასალა განლაგებული ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის მეცნიერის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. ერთვის სახელთა ანბანური საძიებელი.
გადმოწერა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.