ბიომექანიკა და კინეზიოლოგია

Authors

ნიკოლოზ გოცირიძე
თამარ სანიკიძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მაია მანწკავა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

რეზიუმე

წიგნში  ავტორები  იხილავენ  ბიომექანიკის  და  კინეზიოლოგიის  პოსტულატებს  და  კანონზომიერებანს,  აღწერენ  ამა  თუ  იმ  უჯრედების,  ქსოვილების,  ორგანოების,  სისტემების  ბიომექანიკურ  თავისებურებებს,  რომლებიც  განაპირობებენ  მათ  ურთიერთშეთანხმებას  და  ნორმალურ  ფუნქციონირებას.  წიგნი  შედგება  2  განყოფილებისგან:  ბიომექანიკა  I  და  ბიომექანიკა  II.  წიგნში  წარმოდგენილი  მასალა  გათვალისწინებულია  100  და  მეტ  საათიანი  კურსისთვის. ტექსტი ილუსტრირებულია 180 სურათით, რაც აიოლებს მოთხრობილის აღქმას  და  ფორმულებით  გამოსახული  ფუნქციური  დამოკიდებულებების  დასწავლას.  წიგნში  დანართის  სახით  განთავსებულია  ლაბორატორიული  სამუშაოების  აღწერა,  მათი  განხორციელების  მიმდევრობა.  გავლილი  მასალის  თვითშეფასებისთვის  წიგნში  მოცემულია  სადისკუსიო  საკითხების  ჩამონათვალი.  წიგნი  ბიომექანიკის  მიმართულებით  ეხმარება  თეორიის  და  პრაქტიკული  მიდგომების  შერწყმას,  უყალიბებს  მკითხველს  ფაქტების  და  მოვლენების  მულტიდისციპლინური  განხილვის  უნარ-ჩვევებს,  რაც  ძალზე  მნიშვნელოვანია  მედიცინის  დარგის  სპეციალისტებისთვის.  წიგნი  რეკომენდებულია  სამედიცინო  სწავლების  სამივე  საფეხურის  სტუდენტების,  მკვლევარების,  ყველა  დაინტერესებულ  პირთათვის.  მათთვის  და  პრაქტიკოსი  მედიკოსის,  რეაბილიტოლოგის,  ჯანდაცვის  სპეციალისტის  და  თეორიული  ბიოსამედიცინო  სფეროს  წარმომადგენელთათვის  წიგნი  გაწევს  სასწავლო  სახელმძღვანელოს როლს.  

წიგნის ღირებულებაა 20 ლარი, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითეთ წიგნის გადმოსაგზავნად საჭირო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ასოციაციის რეკვიზიტებია: აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

• გოცირიძე ნ. ცოცხალი სისტემების ბიომექანიკა. თბილისი , 2008. ISBN 978-9941-0-1816-9. გვ.43

• გოცირიძე ნ. სტატისტიკის ზოგიერთი საკითხები მედიცინაში. თბილისი , 2009. ISBN 978-9941-01815-2. გვ. 59

• სანიკიძე თ. სამედიცინო ფიზიკა. მესამე გამოცემა, თბილისი , 2020. ISBN 978-994-109-1681. გვ. 335

• Knudsom D. Fundaments of Biomechanics. Chico, CA 95929-0330 USA, 2007. ISBN 978-0-387-49311-4. 309 p.

• Nyashin Y., Lokhov V. Fundamentals of Biomechanics: textbook. PSTU, 2007. ISBN 978-5-88151-979-7. 210 p.

• Nyashin Y. , Podgaec R. Experimental Methods in Biomechanics: textbook. PSTU, 2008. ISBN 5-06-004798-9. 390 p.

• Gotsiridze N. Medical Biomechanics with Kinesiology. Tbilisi, 2009. ISBN 978-9941-0-1817- 6. 188 p.

• Mantskava M., Momtselidze N. Blood hemorheological status. Munich, 2014. ISBN 3-659-66111-2. 78 р.

• Sanikidze T. Biological and Medical Physics: vol. 2. 2016, Poland West Pomeranian University of chnology. ISBN 978-83-7663-232-2. 279 p.

გამოქვეყნების თარიღი

September 17, 2022