წინარენოსტრატული ენის აღდგენის შესახებ
Keywords:
ბგერა-სიტყვა; ბგერათა ჰარმონიული კომპლექსი; წინარენოსტრატიული ენა; ქართველური ენა.რეზიუმე
წინამდებარე ნაშრომში განიხილება მეტყველებისა და წინარენოსტრატული ენის წარმოშობის პრობლემა, რომელიც ენათმეცნიერებს, დღემდე, გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნიათ. წინამდებარე ნაშრომში განიხილება მეტყველებისა და წინარენოსტრატული ენის წარმოშობის პრობლემა, რომელიც ენათმეცნიერებს, დღემდე, გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნიათ. აქ წარმოდგენილია ჩვენი კვლევები შემდეგ საკითხებზე: 1. როგორ იდგამდნენ პირვეყოფილი ადამიანები ენას და რის საფუძველზე არქმევდნენ საგნებსა და მოვლენებს შესაბამის სახელებს; 2. როგორ ცდილობნენ ისინი აზრის გამოხატვას; 3. წინარენოსტრატული ენის რა კვალი და მონაცემები შემოინახა ქართველურმა ენამ. ჩვენი მიზანია წინარენოსტრატული ენის ლექსიკის აღდგენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა ქართველურ ენაში დადასტურებული ბგერა-სიტყვებისა და ბგერათა ჰარმონიული კომპლექსების, ანუ თანხმოვნისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან, ასევე, ბგერათა ჰარმონიული კომპლექსისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან შემდგარ ფუძე სიტყვათა შესწავლა. ნაშრომში წარმოდგენილია წინარენოსტრატული ენის ლექსიკონი, აგრეთვე, ქართველური სიტყვების რეკონსტრუქციის საშუალებით წინარენოსტრატული ენის არქეტიპების აღდგენის მეთოდი. ეს არქეტიპები წარმოადგენდნენ ბუნებისგან ნაკარნახევ ბგერა-სიტყვებს და ბგერათა ჰარმონიულ კომპლექსებს, რომლებიც რაღაც აზრის გადმოსაცემად, თავის მხრივ, ქმნიდნენ არაგრამატიზირებულ წინადადებებს. აქვე წამოდგენილია წინარენოსტრატული ენის არაგრამატიზირებულ წინადადებებში შემავალი არქეტიპების გაერთიანებისა და შემდგომი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად თანამედროვე სიტყვების ჩამოყალიბების მაგალითები.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
2. Bomhard, A. (2018) A Comprehensive introduction to Nostratic Comparative linguistics, with cpecial Reference to indo – European, volume 1.2. third revised corrected and expanded edition, florence, sc;
3. გამყრელიძე, თ. მაჭავარიანი, გ. (1965) სონატთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში,
თბილისი, “მეცნიერება” (Gamq'reliʒe, T. Mač'avariani, G. (1965) sonant't h a sist'ema da ablaut'i kharthvelur enebši, Tbilisi "mecniereba");
4. გამყრელიძე, თ., და სხვ. (2003) თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Gamq'reliʒe, T. Mač'avariani, G. (1965) sonant'tha sist'ema da ablaut'i kharthvelur enebši, Tbilisi "mecniereba");
5. Долгопольский, А. (1971-72) Какие языки родственны европейским? Наука и человечество,
международный ежегодник, 106-118.
6. ნებიერიძე, გ. (1991) ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, “განათლება” (Nebieriʒe, G. (1991) enat h mecnierebis sesavali, Tbilisi, "ganat h leba");
7. ორბელიანი, ს. (1991-1993) ლექსიკონი ქართული, ტ. I, II, საქართველოს მეცნიერებათა აცადემია, თბილისი, “მერანი” (Orbeliani, S. (1991-1993) lek h sik'oni k h art h uli, t'. I, II. Sak h art h velos mecnierebat h a ak'ademia, Tbilisi, "merani");
8. ჩიქობავა, ა. (1950-1964) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. I÷VIII, თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (Cikhobava, A. (1950-1964) Kharthuli enis ganmart'ebithi lekhsik;oni, t'. I-VIII. Tbilisi, Sakharthvelos mecnierebatha ak'ademia);'
9. ფენრიხი, ჰ., სარჯველაძე, ზ. (2000) ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, ს. ს. ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (P h enrixi, H., Sarǯvelaʒe, Z. (2000) K h art h velur enat h a et'imologiuri lek h sik'oni, Tbilisi, S.S. Orbelianis saxelobis saxelmc'ip h o p'edagogiuri instituti);
10. ძაძამია, მ., ძაძამია, ც. (1997) ენის წარმოშობის საიდუმლოება, ზუგდიდი, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (ʒaʒamia, M., ʒaʒamia, C. (1997) enis c'armošobis saidumloeba, Zugdidi, Zugdidis damouk'idebeli universit'eti);
11. ძაძამია მ., ძაძამია ც., ვახანია ვ. (2007) მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა, ტ. I, თბილისი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია (ʒaʒamia, M., ʒaʒamia, C., Vaxania, V. (2007) megruli enis lek h sika da sit'q'vat h c'armomavloba, t'. I, Tbilisi, ap h xasetis mecnierebat h a ak'ademia.
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
Series
კატეგორიები
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.