ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი მოდელის ფორმირების პერსპექტივები ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში

Authors

გიორგი გოროშიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0002-6244-2942

Keywords:

organization, human resource management, Japanese model of management, organizational culture.×

რეზიუმე

სტატიაში ნაჩვენებია ადამიანური რესურსების მართვის წამყვანი მნიშვნელობა ორგანიზაციის განვითარებისთვის. გაანალიზებულია ადამიანური რესურსების მართვის მოდელების ევოლუციის პროცესი, რომელშიც აღინიშნება ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულებებში ჰუმანური ტენდენციების ზრდა. ეს ტენდენციები თავის მკაფიო გამოხატულებას პოულობს მართვის თანამედროვე თეორიებიდან „ჰარვარდის სკოლაში“, ხოლო თავის კულმინაციას აღწევს იაპონურ მენეჯმენტში. იაპონური მენეჯმენტი ხასიათდება ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით. ეს ყოველივე აჩენს იმის ინტერესს, რომ მართვის იაპონური მოდელის ელემენტები გამოყენებული იქნეს ქართული ორგანიზაციების ეფექტია-ნობის ამაღლებისთვის. ჩვენს მიერ 20 ორგანიზაციაში ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მათში აღინიშნება ორგანიზაციული კლიმატის საშუალო დონე, რაც ორგანიზაციების განვითარებისთვის არ არის საკმარისი.  საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ლიდერობის დემოკრატიულ სტილში. თუმცა დემოკრატი-ულობის მეორე მაჩვენებელი - გადაწყ-ვეტილებების მიღებაში თანამშრომელთა მონაწილეობა - საშუალოზე საგრძნობლად უფრო დაბალია. ამდენად, დემოკრატი-ული პროცესი მომუშავეთა პრაქტიკულ საქმიანობაში სუსტად არის წარმოდგენილი. იგივე ორგანიზაციებში გამოკვლეული იქნა აგრეთვე კონფლიქტურობა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე უფრო პრიორიტეტული სტრატეგია არის „განრიდება“, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოპულარული სტრატეგიად გვევლინება „თანამშრომლობა“, რაც საპირისპიროა იაპონური მენეჯმენტის სპეციფიკის. ჩვენს ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის იაპონური მოდელის ელემენ-ტების დანერგვის შემთხვევაში არსებული ვითარება დიდი ალბათობით შეიცვლება უკეთესით, რაც გამოიწვევს ორგანიზაციების ეფექტიანობის საგრძნობ ამაღლებას.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

1. გ. გოროშიძე. ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასპექტები და ქართულ კულტურაში ორგანიზაციული ქცევის ეფექტიანი მოდელის ფორმირება. ინტერნეტ-აკადემია (რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი), თბილისი, 2012, # 2(21), გვ. 17-29.
2. გ. გოროშიძე. ქართული ორგანიზაციული კულტურის განვითარების ფსიქოლოგიური ფაქტორები. ინტერნეტ-აკადემია (რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი), თბილისი, 2012, # 2(21), გვ.43-41.
3. შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ., წოწკოლაური ფ. მენეჯმენტის საფუძვლები. გამომცემლობა «უნივერსალი», თბილის 2008.
4. Армстронг Майкл. Стратегическое управление человеческими ресурсами: Пер. с англ. - М.:ИНФРА-М, 2002.
5. Грэхем Х.Т., Беннетт Р. Управление человеческими ресурсами: Учеб. пособие для вузов / Пер. с англ. под ред. Т.Ю. Базарова и Б.Л. Еремина. — М.: ЮНИТИ-ДАНА, 2003.
6. Имаи Масааки. Кайдзен: ключ к успеху японских компаний. Пер. с англ. — М.: «Альпина Бизнес Букс», 2004.
7. Лавров А.Ю. Теория организаций. Учебное пособие. Издание 5-е, исправленное и дополненное.- Чита: ЧитГУ, 2005.
8. Психологические тесты / Под ред. А. А. Карелина: В 2 т. М.: Гуманит. изд. центр ВЛАДОС, 2002.
9. Пшенников В. В. Японский менеджмент. Уроки для нас. М., Издательство "Япония сегодня", 2000 г.
10. Сравнительный менеджмент. Сост.: Васильев С.В.; НовГУ им. Ярослава Мудрого, Великий Новгород, 2007.
11. Управление персоналом организации Учебник/Под ред. А.Я. Кибанова. М.: ИНФРА-М, 2005.
12. Чарквиани Д. Структурные и функциональные особенности трудовых установок личности. «Мециереба», Тбилиси, 1988.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

May 11, 2020