საბაკალავრო სწავლების პროფილირებისა და მისი სტატუსის ამაღლების შესახებ

Authors

გიორგი გოროშიძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0002-6244-2942

Keywords:

საკვანძო სიტყვები არ არის

რეზიუმე

      უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამები ხშირად ითხოვენ გაუმჯობესებას იმ მიზნით, რომ მათ ფარგლებში მომზადებული კადრები უფრო მოთხოვნადები გახდნენ შრომის ბაზარზე. ამ კადრებს უნდა გააჩნდეთ როგორც პროფესია, ისე სპეციალობა, რაც დამსაქმებელს ხელს შეუწყობს მათთვის ადეკვატური პოზიციის შერჩევაში. უპროფილო, ზოგადი მომზადების მქონე კადრები ვერ აკმაყოფილებენ სამსახურის პრაქტიკული საქმიანობის მოთხოვნებს და ხშირად ეთქმით უარი სამსახურში მიღებაზე. პროფილირებული სწავლებისთვის აუცილებელია მე-3 და მე-4 კურსებზე სპეციალობების მოდულების არსებობა მაპროფილებელი საგნებისთვის საკმარისი რაოდენობის სავალდებულო კრედიტების გამოყოფით. ასეთი მოდულური სისტემით შესაძლებელი ხდება სხვადასხვაგვარი შინაარსისა და სტრუქტურის მქონე „მეოჯორების“ და „მაინორების“ კომბინირებით პროფესიების ისეთი კონფიგურაციების შექმნა, რომლებსაც ექნებათ მეტი მოთხოვნა შრომის ბაზარზე. ეს შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი ბაკალავრიატში სწავლების პირველი 2 წელი დაეთმობა პროფესიის საფუძვლების ათვისებას, ხოლო შემდეგი 2 წელი დაეთმობა პროფესიის ფარგლებში სპეციალობების ათვისებას.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

გამოყენებული ლიტერატურა არ არის

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

May 11, 2020