ორგანიზაციული კულტურა და ადამიანური ფაქტორი

Authors

გიორგი გოროშიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0002-6244-2942

Keywords:

საკვანძო სიტყვები არ არის

რეზიუმე

ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი თვითმყოფადობით. ეს თვითმყოფადობა ორგანიზაციული კულტურის ინტეგრირებულ ცნებაში არის გამოხატული. ორგანიზაციული კულტურა იქმნება ისეთი მახასიათებლების ერთობლიობით, როგორებიცაა: ორგანიზაციის ღირებულებები, თანამშრომლებს შორის ურთიერთობათა ნორმები, შრომითი განწყობები, დამკვიდრებული ტრადიციები და სხვ. ორგანიზაციული კულტურა, არის ორგანიზაციაში საქმიანობის წარმართვის, ურთიერთობათა ფორმებისა და შედეგების მიღწევის, წარმოდგენებისა და მიდგომების ერთიანი სისტემა, რომელიც მოცემულ ორგანიზაციას განასხვავებს ყველა დანარჩენისაგან. მას განსაზღვრავს ქცევის მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპები, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები, გუდნური მუშაობის ორგანიზაციის წესები და ორგანიზაციური პრობლემებისადმის შემუშავებული დამოკიდებულებები. ისევე როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ორგანიზაციაში ადამიანები, ჩვეულებრივ, იქცევიან შრომითი კოლექტივის მიერ მიღებული ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად.  ისინი კარგად აცნობიერებენ ორგანიზაციული ღირებულებებისა და ნორმების მნიშვნელობას ორგანიზაციული გარემოსთვის. ქცევის ეთიკური ნორმები, რწმენები, აღიარებული ფასეულობები,  კორპორაციული კულტურის ბირთვად მიიჩნევა და გამოხატავს საქმიანობის ეთიკურ მხარეზე ორგანიზაციის თანამშრომეთა  უმრავლესობის თვალსაზრისს.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

Author Biography

გიორგი გოროშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

გამოყენებული ლიტერატურა

1. ჩარკვიანი დავით. ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში. თბილისი, 2001 წ.
2. Лютенс Фред . Организационное поведение. М., ИНФРА.М, 1999
3. Шейн Э.Х. организационная культура и лидерство/ Пер. с англ. Под ред В.А.Спивака.- СПб: Питер, 2002.-336с.:ил.- (Серия «Теория и практика менеджмента»).
4. Debra L. Nelson, James Cambell Quik. Organizacional Behavior. Foundations, Realities and Challenges. N.Y., West Publishing Company, 1995.
5. Хофштеде Г. Организационная культура: - Управление человеческими ресурсами. – СПб.: Питер, 2002.
6. Ньюстром Джон В. Дэвис Кейт. Организационное поведение. Поведение человека на рабочем месте. Санкт-Петербург, Питер, 2000.
7. Чарквиани Д. Мотивационные и структурные характеристики социальных установок. Докторская диссертация. Тбилиси, 1989.
8. უზნაძე დიმიტრი. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები, ტ.2. სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1925.
9. უზნაძე დიმიტრი. ზოგადი ფსიქოლოგია. შრომები, ტ. 3-4. მეცნ. აკადემ. გამომცემლობა, თბილისი, 1964.
10. Ouchi W. C. Theory Z.Reading, Mass.: Addision-Wesley, 1981.
11. Senge P. M. The Fifth Discipline. N. Y.: Doubleday Currency, 1990.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

May 11, 2020