იდეოლოგია, მორალი და იდენტობა
Keywords:
საკვანძო სიტყვები არ არისრეზიუმე
წიგნის მიზანს წარმოადგენს ფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციო-კულტურულ თავისებურებათა და იდეოლოგიური დისკურსების ურთიერთშესაბამისობის დადგენა საკანონმდებლო, მართვის და საგანმანათლებლო საქმიანობის დროს გათვალისწინების მიზნით. გლობალიზაცია განაპირობებს ინფორმაციულ არხებში სხვადასხვა იდეოლოგიის ზეგავლენას მცირე ერებისათვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური იდენტობის ეროვნული და რელიგიური ასპექტები, ეროვნული კულტურისადმი, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი მორალისადმი დამოკიდებულება.
პირველ თავში განხილულია სოციალური ფსიქოლოგიისა და ნეოლიბერალური იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები. საქართველოში ნეოლიბერალური იდეოლოგიის დომინირების პირობებიდან გამომდინარე წიგნში ჩამოყალიბებულია მიდგომა, რომლის თანახმად ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ასახავდეს და ითვალისწინებდეს ერის კულტურულ თავისებურებებს. ეს მიდგომა ეფუძნება სოციოცენ ტრული ანუ კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური კულტურებისა და შესაბამისი ზნეობრივი მატრიცების განსხვავებას, რომელთა გათვალისწინებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
გადმოწერა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
Series
კატეგორიები
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.