დამოკიდებულების კონგრუენტული მოქმედების და რევერსული შეფასების კანონი

Authors

გიორგი გოროშიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0002-6244-2942

Keywords:

განწყობა, განწყობის კანონები, დამოკიდებულება, რევერსია, კონგრუენტულობა, შეფასება.

რეზიუმე

განწყობის ტრადიციული გაგება და არსებული მიდგომები ვერ ფარავენ მთელ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც იქმნება მისი და მისი ფუნქციობის პირობების მრავალფაქტორული ბუნების საფუძველზე. ახლებური მიდგომით გამოიყოფა: 1) განწყობის მოქმედების 3 კანონი - „განწყობის რევერსული შეფასების კანონი“, „განწყობის კონგრუენტული მოქმედების კანონი“, „განწყობის კონგრუენტული მოქმედების და რევერსული შეფასების კანონი“; 2) საგანწყობო მიმართებების 3 სახეობა - „შეფასება-შეფასება“, „მოქმედება-შეფასება“ და მოქმედება-მოქმედება“; 3) განწყობის 3 კატეგორია - „სუბიექტური მდგომარეობა“, „დამოკიდებულება“ და „ქმედების განწყობა“; 4) განწყობის 3 ტიპი - „კოგნიტური განწყობა“, „ემოციური განწყობა“ და „კონატური განწყობა“. მინიმალისტური გათვლებით ისინი ქმნიან 27 კომბინაციას (3 х 3 х 3 = 27). მათ შორის ყველაზე მეტად არის დაწინაურებული „დამოკიდებულება“, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირებულია „მოქმედება-შეფასების“ მიმართებებთან და „ემოციური განწყობის“ ტიპთან. დამოკიდებულება, როგორც განწყობის ერთ-ერთი კატეგორია, პოულობს დიდ გავრცელებას ადამიანებს შორის ურთიერთობებში, მარკეტინგის სფეროში და სხვ. იგი რეალისტურად აღწერს ადამიანის ტიპიურ აქტივობებს და იძლევა მისი მოქმედების პროგნოზირების ფართო შესაძლებლობებს.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ნადირაშვილი შოთა. განწყობის ფორმირება და სენსომოტორული აქტივობა. - წიგნ.: ექსპერიმენტული კვლევები განწყობის ფსიქოლოგიაში. თბილისი, 1971, გვ. 90-98.
2. ნადირაშვილი შოთა. განწყობის ანთროპული თეორია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მეცნიერება, თბილისი, 2014.
3. Peter J.P. and Olson J.C. Consumer behaviour and Marketing Strategy (2nd edn), Irwin, 1990.
4. ქრის რაისი. შევიცნოთ მომხმარებელი (მომხმარებლის ქცევა). ტექინფორმი, 2001.
5. The Individual in the Economy. Cambridge University Press. 1987.
6. Горошидзе Г. Об отражении фактора модификации в проявлении фиксированной установки. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 101, N 1, 1981, გვ. 189-192.
7. გოროშიძე გიორგი. განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში. დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016, გვ. 62-69.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

May 7, 2020