ძველი ქართული სისხლის სამართალი
Keywords:
სისხლის სამართალი, Criminal lawრეზიუმე
ზოგადად, სისხლის სამართალი გახლავთ მეცნიერება დანაშაულის, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილი კულტურის ნორმების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოსომატური ფენომენის შესახებ. კერძოდ, ზემოაღნიშნული მოძღვრება შეისწავლის სამართლის ნორმების მოქმედების მასტიმულირებელ აზრობრივ ბმებს, რაც ტრანსფორმირდება საზოგადოების განვითარების მშვიდობიანი პირობების შემქმნელ ასონანსურ იდეოლოგიად. სისხლის სამართალი შეისწავლის ობიექტურ-დესკრიფციულად ჩამოყალიბებულ ქმედების შემადგენლობას, ნატურალისტურად გაგებულ მოქმედებას, ობიექტურ-ნორმატიულად განსაზღვრულ მართლწინააღმდეგობასა და სუბიექტურ-დესკრიფციულად გაგებულ ბრალს.
სისხლის სამართალი გახლავთ უტილიტარული დანიშნულების სისტემა, რომელიც ფუნქციონალურად და სტრუქტურირებულადაც წარმოადდგენს სამართლებრივი აზროვნების დედუქციურ მწვერვალს. ზოგადად, სამართლებრივი აზროვნება აღმოცენდა ობლიგატორული მტკიცებულებებისა და პრეირუდირებული ჭეშმარიტებების რელატიური შერწყმის შედეგად. სისხლის სამართალი დანაშაულებრივ მოქმედებებს ებრძვის, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ნორმატიულ დონეზე, რაც საზოგადოებას ეხმარება ნორმატიული მართლწესრიგის შექმნაში. ზოგადად სამართალი გახლავთ ფენომენი, რომელიც შექმნა პოსტრუქტურალისტურმა ფილოსოფიამ. ზემოაღნიშნული პროცესი წარიმართა სხვადასხვა ეთნოკულტურულ კავშირთა ისტორიულ-მეტაფიზიკური მისწრაფებების ფაქტოლოგიური კომბინირების შედეგად.
ქართული სისხლის სამართალი გახლავთ ერთგვარი აზრობრივი სივრცე, რომელიც ამთლიანებდა და ასრულყოფილებდა კავკასიელ ხალხთა მენტალურ და სოციოგენურ სწრაფვებს. ქართული სისხლის სამართალი თანაბარზომიერად ანაწილებდა დესკრიფციულ თავისებურებებსა და პრესკრიპციულ ბაზისებს, რაც შემდგომ იქცა სამართლებივი ტრადიციების სისტემატიზატორად. ძველი ქართული სისხლის სამართალი ფაქტობრივად აერთიანებდა ურთულეს აზრობრივ ფორმაციებს და ფაქტოლოგიურ კონდიციებს. ჩვენი აზრით, ქართული სისხლის სამართალი იქცა ადრექრისტიანული, კოლხურ-იბერიულ-ქალდეური ტრადიციებისა და ქრისტიანული სულიერების შემრწყმელ სულიერ აბსოლუტად. ძველი ქართული სისხლის სამართალი იკვებებოდა რომაულ-ბიზანტიური და, შემდგომ ეპოქაში, სპარსულ-არაბული იურიდიული სამყაროს ნორმატიულ დელევასტრიული მიღწევებით.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
Series
კატეგორიები
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.