თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა
Keywords:
no Keywordsრეზიუმე
„თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა“ ორიგინალური სახელმძღვანელოა, რომელიც ეძღვნება ფულის თანამედროვე არსისა და თავისებურებების გაანალიზებას, უახლესი ეპოქის ფულის ფენომენის თავისებურებების და მისი მიმოქცევის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული პრობლემატიკის განხილვას.
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ფულის მიმოქცევის მართვის პროცესს მრავალი გამოწვევა ახლავს თან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში XX საუკუნის ეკონომიკური მოძღვრების კრიტიკულად გადამუშავების, ასევე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის თეორიების განზოგადებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევებზე დაყრდნობით გამოვლენილია ინფლაციის გამომწვევი მიზეზები, გაანალიზებულია მისი დაძლევის თანამედროვე მეთოდები, ფულად-საკრედიტო სისტემის განვითარებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები და კანონზონიერებები.
სახელმძღვანელოში განხილულია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების საკრედიტო ურთიერთობები, მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების კანონზომიერებები, გაშუქებულია უცხოეთის ქვეყნების და საქართველოს სავალუტო-საკრედიტო პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.
სახელმძღვანელო აგებულია არა მხოლოდ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ფულად-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების კანონზომიერებების გაანალიზებისა და განზოგადების, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონკრეტული ფაქტებსა და მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
გამოქვეყნების თარიღი
კატეგორიები
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.