საქართველოში თხილის წარმოების მდგრადი განვითარება და საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე
Keywords:
dvsdv, თხილის წარმოებარეზიუმე
საქართველო თხილის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი ჯიშის თხილი, რომელთაგან აღსანიშნავია: ანაკლიური, ნემსა, ხაჭაპურა, შველისყურა, გულშიშველა და სხვა. ქართული თხილის უპირატესობებია: მისი ძლიერი ფესვთა სისტემა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში და მწარმოებელთა დაბალი ფასები. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა, დაბალი მწარმოებლურობა და ხარისხი, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა, ქართული თხილის მთავარ ნაკლოვანებებად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის თხილი იწარმოება სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონებში. საქართველოსათვის თხილს მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია. ქართული თხილი შეიძლება ექსპორტირდეს ორი სხვადასხვა ტიპის ბაზარზე: ნაჭუჭგაუცლელ და ნაჭუჭგაცლილ თხილის ბაზარზე. ქართული თხილის ექსპორტი ხდება როგორც ჩვენს მეზობელ თურქეთში, (რომელიც არის თხილის დომინანტი მწარმოებელი მსოფლიოში), ასევე ევროპულ ბაზრებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის ხარისხი დაბალია, რაც აუცილებელია პირდაპირი გაყიდვებისათვის საკონდიტრო და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში. საქართველოსათვის მთავარი კონკურენტები არიან: თურქეთი, იტალია და აზერბაიჯანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის დიდი მოთამაშე მსოფლიო თხილის ინდუსტრიაში, მას აქვს პოტენციალი, რომ იყოს თხილის ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
2. გოლიაძე ვ., ნიკოლაიშვილი ა., თხილის მავნებლები, დაავადებები და ბრძოლის ღონისძიებები. თბილისი, 2010.
3. გოცირიძე ვ., თხილის კულტურა საქართველოში. თბილისი, 1973.
4. ზვიადაძე ე., ბალის ევროპული ბაზარი და წარმოების პოტენციალი საქართველოში. თბილისი, 2008.
5. კვებითი ღირებულების მონაცემთა ბაზა, USDA (აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი).
6. ლასარეიშვილი ლ., თხილის (c. pontica) კულტურის წარმოების მეცნიერული საფუძვლები. თბილისი, 1995.
7. მიროტაძე მ., საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ კაკლოვანთა (თხილი) სამრეწველო ჯიშების შრობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა. აგრარული უნივერსიტეტი 2011.
8. მიროტაძე მ., მიროტაძე ნ., თხილის მოვლა-მოყვანა. თბილისი 2015.
9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტი, თხილის დაიჯესტი. თბილისი, 2016.
10. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია, საქართველოს კაკლოვანი კულტურები, 2004. გვ. 68
11. საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური პუბლიკაცია. თბილისი, 2015
12. სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების მონაცემები.
13. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისთვის, თბილისი, 2013.
14. ხომიზურაშვილი ნ. საქართველოს მეხილეობა, ტომი IV. თბილისი, 1978.
15. შენგელია ნ., ვასაძე ი., ბობოქარიშვილი მ. და სხვ. საქართველოს კაკლოვანი კულტურები. თბილისი, 2004.
16. International Nuts&Dried Fruit, Global Statistical Review 2008-2016.
17. International Nuts&Dried Fruit, Global Statistical Review 2016-2017.
18. UNDP GEORGIA, თხილი-თხილის ბაღის გაშენება-მოვლა და პირველადი გადამუშავება. თბილისი, 2016.
19. USAID ECONOMIC PROSPERITY INITIATIVE (EPI), Thomas J. Payne, GEORGIA HAZELNUTS ASSESSMENT, 2011.
20. www.agro.ge
21. www.agrokavkaz.ge
22. www.comtrade.un.org
23. www.fao.org
24. www.geostat.ge
25. www.moa.gov.ge
26. www.nfa.gov.ge
27. www.rs.ge
28. www.trade.ec.europa.eu