სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები
Keywords:
საკვანძო სიტყვები არაარეზიუმე
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო კვლევის, მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიის ერთად თავმოყრა და ანალიზი, განვლილი პერიოდის გამოცდილების განზოგადება და რეკომენდაციების შემუშავება. პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების უკეთ გაგებისა და ანალიზის მიზნით ჩვენს მიერ გაანალიზებულ იქნა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი განთავსება და მეორადი ბაზარი და არსებული სიტუაცია. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ასახულია თუ რა მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია ამ ინსტრუმენტს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების საქმეში. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს, სხვა მიზანთა შორის გამოირჩევა ქვეყანაში ფულის მასის რეგულირება, ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება, ეროვნული ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი გაცვლითი კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ხელს უწყობს საბანკო სექტორს და კერძო ინვესტორებს დააბანდონ თავიანთი თავისუფალი სახსრები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად. კვლევის შედეგად დგინდება, რომ საქართველოში მათი შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ოღონდ მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით, რაც მთელ რიგ სირთულეს წარმოშობს. ეს სირთულეები დეტალურადაა განხილული სადისერტაციო ნაშრომში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ნაწილი იმ ფართო და მძლავრი სფეროსა, რასაც ქვეყნის კაპიტალის ბაზარი ჰქვია. ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და საერთო ჯამში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება პირდაპირ კავშირშია ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ანუ კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან. ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ–ერთი რეალური ბერკეტია ინვესტიციების მოზიდვა, რომლის ყველაზე მიღებული და პრაქტიკული ფორმაა ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ორგანიზებული ბაზრის მეშვეობით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემაა ფულადი რესურსის წყაროს მოზიდვის ორ ძირითად საშუალებას შორის არსებული პრობლემები. წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში ფულის მოზიდვის ორი მექანიზმი - საბანკო სესხი და ფასიანი ქაღალდების ბაზარი ურთიერთსასარგებლო სინერჯიას ავლენს, ხოლო საქართველოში ფულადი რესურსის მოზიდვის ერთი მექანიზმი -საბანკო სესხი და მთლიანობაში კომერციული საბანკო სისტემა - მაქსიმალურად ცდილობს არ მისცეს გასაქანი ფულის რესურსის მოზიდვის მეორე მექანიზმს (რომელიც მთავარ კონკურენტად მიაჩნია) - ფასიანი ქაღალდების ბაზარს და საფონდო ინდუსტრიას. კვლევით დასტურდება, რომ მათ ეს წარმატებით გამოსდის, რადგან არსებულ ეტაპზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს დაკარგული აქვს თავისი მთავარი ფუნქცია - იყოს ფასიან ქაღალდებზე ფასწარმოქმნის საბაზრო ფუნდამენტი. სხვა პრობლემებს შორის დადგენილ და გაანალიზებულ იქნა ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას:
- არატრანსპარენტულობა;
- საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ზღუდავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენების სივრცეს;
- საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით დაწესებული საკმაოდ მაღალი ინვესტირების მინიმალური ზღვარი;
- ინფლაციური რისკისგან დამცველი ინსრუმენტის არ არსებობა;
- შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გადაყიდვის გართულებული მექანიზმი და მეორადი ბაზრის არ არსებობა;
საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ნებისმიერი მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ისეთი მექანიზმის, როგორიცაა სახაზინო სახლის (Treasury direct) არარსებობა, და;
საზოგადიების ინფორმირებულობის დაბალი დონე თუ რა არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი და მისი უპირატესობა სხვა ინვესტიციებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების შექმნა და ამოქმედება, რომელიც დაარეგულირებს არსებულ შეუსაბამობას, ინტერესებს და შექმნის წინაპირობებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაჯანსაღებისთვის. აღნიშნული საკითხებისა და მექანიზმების დადგენასა და კვლევას ეძღვნება მოცემული სადისერტაციო ნაშრომი.
გადმოწერა
გამოყენებული ლიტერატურა
ასლანიშვილი დ. „საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების ისტორია და გაკვეთილები (1997 – 2012წწ)“ - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია, ეროვნული ეკონომიკები და გლობალიზაცია ტომი 2, გვ 328 – 334, 27 – 28 ივნისი 2012 წელი, თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. „ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის მიზეზები“ - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული (აკადემიკოს ა.გუნიას დაბ. 100 წლისთვის, 5, გვ 298 - 305), , დეკემბერი, 2012 წელი, თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. „ეკონომიკური კრიზისის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე“ - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია 2013 წლის 28-29 ივნისი, პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე 5, გვ 502 – 508 თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. „საფონდო ბაზარი საქართველოში: არსებული რეალობა და გაურკვეველი მომავალი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი „თსუ მეცნიერება“, 6 გამოცემა, დეკემბერი 2014 წელი, გვ 38 – 40, თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. „ეკონომიკური კრიზისის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე“ - კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, გვ 35 – 45, 2013 წელი, თბილისი,საქართველო;
ასლანიშვილი დ. საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი: სიტუაციური ანალიზი და პერსპექტივა - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, საერთაშორისო სამეცნიერო - ანალიტიკური 193 ჟურნალი „ეკონომისტი“, 4-ე ნომერი, გვ 81 – 86,თბილისი, აგვისტო -სექტემბერი, 2013 წელი თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. საფონდო ბაზარი საქართველოში: არსებული რეალიები და მომავალი - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, საერთაშორისო სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“, 3-ე ნომერი, გვ 83 – 96, , მაისი - ივნისი 2014 წელი, თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. აშშ-ს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი:წარსული, აწმყო და მომავალი, როგორც გაკვეთილი საქართველოსთვის - თსუ, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია 2014 წლის 27-28 ივნისი, ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები (ინსტიტუტის დაარსებიდან 70- წლისთავისადმი მოძღვნილი) გვ 502 - 508), თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი: გამოცდილება საქართველოსთვის„ თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული 2014 წელი, თბილისი, საქართველო;
ასლანიშვილი დ. ჟურნალი “ფასიანი ქაღალდების ბაზარი” 2000 წელი, 8-ე ნომერი თბილისი, საქართველო;
ბახტაძე ლ, ფინანსური ბაზარი, დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 2006.
დებულება "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ", 1997 წელი, თბილისი, საქართველო;
კოვზანაძე ი, კონტრიძე გ, „თანამედროვე საბანკო საქმე, თეორია და პრაქტიკა“, თბილისი, 2014;
ლორთქიფანიძე მ. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა, თბილისი, 2005;
საბირჟო საქმე და ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ავტორთა კოლექტივი ემკ. დოცენტ ვ. სვანაძის რედაქციით. თბილისი 1998;
ქოქიაური ლ. შონია ნ., ფასიანი ქაღალდების ბაზარი, თბილისი, 2008; 194
ჯიბუტი მ. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საგამომცემლო ფირმა სიახლე. 2003;
ჯიბუტი ა, ღლონტი ი. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი. თბ., 2003;
ჯიბუტი ა., კაკულია რ., ბახტაძე ლ., საჯარო ფინანსები სახელმძღვანელო, თბილისი, საქართველო, 2009;
საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ;
საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ;
საქართველოს კონსტიტუცია;
„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი” სახაზინო ვალდებულებების ბაზრის 2002 წლის მიმოხილვა.თბ., 2002;
„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი” სახაზინო ვალდებულებების ბაზრის 2002 წლის მიმოხილვა.თბ., 2003;
საქართველოს საფონდო ბაზრის მიმოხილვა. საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+. თბ., 2008.
საქართველოს საფონდო ბაზრის მიმოხილვა. საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+. თბ., 2011.
საქართველოს საფონდო ბაზრის წლიური მიმოხილვა. საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+. თბ., 2012.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2003 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2007 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2010 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში, თბილისი, საქართველო 195
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „სახელმწიფო ვალის მართვა და საგარეო დაფინანსება“, http://www.mof.ge/DebtFinance;
Aslanishvili David – Обзор Мирового Рынка Государственных Ценных Бумаг и их структура., стр 219 – 220 , STATE UNIVERSITY OF MOLDOVA, FACULTY OF ECONOMIC SCIENCES, the 9th International Scientific Conference „Policies and mechanisms of innovation and development of economic, financial and social processes at national and international level”, October 31 – November 01, 2014, Chisinau, Moldova;
Alexander, M. Erin, and John J. Seater. (2012) "The nonlinear federal income tax," working paper, North Carolina State University.
AN EQUILIBRIUM VALUATION MODEL FOR SECURITIES AND ITS APPLICATION TO U.S. TREASURY BILLS AND GOVERNMENT BONDS by MANDRON, ALIX MARIE SABINE, Ph.D., HEC Montreal (Canada), 1981
Barro, Robert J. (1979) "On the determination of the public debt," Journal of Political Economy 87: 940-971.
Barro, Robert J. “The Ricardian Approach to Budget Deficits.” Journal of Economic Perspectives 3 (Spring 1989): 37-54.
Butkiewicz, James L. “The Market Value of Outstanding Government Debt: Comment.” Journal of Monetary Economics 11 (May 1983): 373-379.
Carter, Susan B., Scott Sigmund Gartner, Michael R. Haines, Alan L. Olmstead, Richard Sutch, and Gavin Wright. (2006) Historical statistics of the United States : earliest times to the present, New York: Cambridge University Press.
Corporate Finance: The Core, Global Edition, 3/E. Authors: J. Bark, P. De Marzo
Cox, W. Michael. “The Behavior of Treasury Securities: Monthly, 1942-1984.” Journal of Monetary Economics 16 (September 1985): 227-240.
David Ricardo, "Essay on the Funding System" in The Works of David Ricardo. With a Notice of the Life and Writings of the Author, by J.R. McCulloch, London: John Murray, 1888
Dictionary of Finance and Investment Terms, fourth edition, 1995, page 167, Canada
Dictionary of Business Terms, second edition, 1994, page 259, Canada 196
Eisner, Robert. “Budget Deficits: Rhetoric and Reality.” Journal of Economic Perspectives 3 (Spring 1989): 73-93.
Federal Reserve Bank of New York:Primary Dealer Policies.
Harberger, Arnold C. (1964) .The measurement of waste,. American Economic Review 54: 58.76.
Historical Tables, Budget of the US Government Office of Management and Budget www.budget.gov;
International Monetary Fund and the World Bank, „Guidelines for Public Debt Management“
Jeff Madura - Financial Institutions and Markets ; Florida Atlantic University, 2006;
John Hull - Options; Futures and Other Derivatives; University of Toronto, 2009
LIFFE, Bund, Futures and Options, LIFFE LTD.1990. London, Great Britain
Lindert, Peter H. (2004) Growing Public: Social Spending and Economic Growth Since the Eighteenth Century, New York: Cambridge University Press.
Nation, State, and Economy CONTRIBUTIONS TO THE POLITICS AND HISTORY OF OUR TIME Ludwig von Mises Translated by Leland B. Yeager 1919, 1983
Public institutions in higher education policies on the Crime Awareness and Campus Security Act of 1990 and the Federal Education and Right to Privacy Act (Buckley Amendment) by Maguire, John C., Ph.D., Illinois State University, 2002, 171 pages
Reinhart, Carmen M. Debt-to-GDP Ratios, http://www.carmenreinhart.com/data/browse-by-topic/topics/9/
Ricciuti, Roberto. (2003) "Assessing Ricardian equivalence," Journal of Economic Surveys 17: 55-78.
Ross, 6th edition, Fundamentals of Corporate Finance, Chapter 7, page 201 – 237
Seater, John J. “Ricardian Equivalence.” Journal of Economic Literature31 (March 1993): 142-190
Stephen Valdez, Global Financial Markets, Macmillan, 2010
Tanner, Michael. (2011) "Bankrupt: entitlements and the federal budget," Policy Analysis #673, Washington, DC: Cato Institute. 197
The Financial crisis inquiry report, Final Report of the National Commission on the Causes of the Financial and Economic Crisis in the United States, Febrary, 2011
The stock Market, sixth edition, R. J. Teweles, E.S. Bradley, T.M. Teweles, 1997, USA
U.S. Department of Commerce. National Economic Accounts, http://www.bea.gov/national/
Van Horne and Wachowicz,Fundamentals of Financial Management (13th Edition)
What every Investor Should know (A handbook from the US SEC).1995 Washington DC
Zvi Bodie, Alex Kane, Alan Marcus - Essencials of Investments; Boston University, 2004
Алексеев М. Ю. Рынок ценных бумаг. – М.: Финансы и статистика.
Воробьев П. В., Лялин В. А. Ценные бумаги и фондовая биржа. – М.: Филинъ, 1998.Колб Роберт В., Родригес Р. Дж., Финансовые институты и рынки, Учебник, Перевод 2-го американского издания, Дело и Сервис, М., 2003. ст. 687.
Мысляева И. Н. Государственные и муниципальные финансы. М., ИНФРА-М., 2007.
Миллер Роджер Лерой, Ван-Хуз Дэвид Д., Современные деньги и банковское дело: Перевод 3-го англиского издания, Инфра-М., М., 2000. ст. 824.
Пантелеев П.А. Рынок ценных бумаг. – Инфра-М, 1996 г.
Стиглиц Дж. Ю. Экономика государственного сектора. М., ИНФРА-М., 1997.
Семенкова Е. В. Операции с ценными бумагами. – М.: Перспектива; ИНФРА- М,1997.
სასარგებლო ბმულები:
www.nyse.com
www.nasdaq.com
www.bloomberg.com
http://www.gse.ge/default_geo.asp
www.bundesbank.de/en 198
www.eurex-bonds.com/bonds-en
www.deutsche-finanzagentur.de/en
http://www.ny.frb.org/markets/pridealers_current.html
http://www.deutsche-finanzagentur.de/fileadmin/Material_Deutsche_Finanzagentur/PDF/Aktuelle_Inform ationen/bund_fact_sheet.pdf
http://www.investgroup.ge/padmin/ge/research_main_page/files/Global_Economic_C risis_part_1.pdf;
http://www.investgroup.ge/padmin/ge/research_main_page/files/Global_Economic_C risis_part_2.pdf;
http://www.investgroup.ge/padmin/ge/research_main_page/files/Global_Economic_C risis_part3.pdf;
http://europa.eu/legislation_summaries/institutional_affairs/treaties/treaties_maastric ht_en.htm
http://www.economist.com/economist-asks/should-euro-zone-issue-eurobonds;
www.economist.com, The economist, January 15th – 21st ,Euro Crisis, Time for plan B, page 9-10;