ეკონომიკის მიტაცება და ეროვნულ სივრცეში მისი დაბრუნების შესაძლებლობები

Authors

რამაზ ნამიჭეიშვილი

Keywords:

ეკონომიკა

რეზიუმე

სიტყვა „კრიზისი“ ბერძნულია და ღვთის სამართალს ნიშნავს. ვინც კრიზისებს ხელოვნურად ქნის, თვითონ აღმოჩნდებს უმძიმეს კრიზისში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურად შექმნილ კრიზსს იქვე მოყვება მისი შემოქმედის ღვთიური სასჯელი. კაცობრიობა კრიზისების საკმაოდ გრძელი ისტორიის მოწმეა. თანამედროვე სამყაროს კრიზისი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებითა და კომპლექსურობით. დღევანდელი სამყაროს კრიზისი უკედეგანოდ გლობალურია და კომპლექსურად ყოვლისმომცველი. იგი ნეოლიბერალური ეპოქის ინოვაციაა. ნეოლიბერალიზმი ბოროტი აზროვნების გვიანდელი ჩანაფიქრია, რომელმაც მე-20 საუკუნეში გაიღვიძა და უმრავლესობის აზროვნებაში დაიდო ბინა მზაკვარი უმცირესობის მეცადინეობით. დააჯერეს და დაიჯერეს, რომ ეკონომიკის მართვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ადამიანები თვითონ მოაგვარებენ წარმოების პრობლემებს ინდივიდუალური თავისუფლების საფუძველზე. სახელმწიფო უნდა გათავისუფლდეს ეკონომიკის მეურვეობისაგან, ადამიანებზე მზრუნველობისაგან. სახელმწიფოს საქმე არ არის ეკონომიკის დარგების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. მან მხოლოდ ეკონომიკის ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო საქმესა და საგარეო ურთიერთობეზე უნდა იზრუნვოს. ასეთ ნაფიქრალს ეკონომიკური თეორია დაარქვეს და ავტორებს ნობელის პრემიებიც მიანიჭეს. ეკონომიკური ზღაპარიც არსებობს. „დღეს ჩიკაგოს ეკონომისტები, თეორიულად რომ დაასაბუთონ გლობალიზაცია და მსოფლიო ფინანსური ორგანიზციების პოლიტიკა, კაცობრიობას ტვინს უმღვრევენ: სახელმწიფო და მუნიციპალური მთავრობები არ უნდა ჩაერიონ ეკონომიკაში. რეალურად ჩიკაგოს მერი საზოგადოებრივი ფონდების მილიონობით დოლარს ხარჯავს ინკუბატორების შექმნაზე მეცნიერებატევადი წარმოებისთვის“

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

No References

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

November 5, 2018