ბიო პრეპარატების გამოყენება ციტრუსების პლანტაციაში

Authors

ნუნუ კუტალაძე
ზურაბ მიქელაძე
სოფიო პაპუნიძე
თამარ გოგოლიშვილი

Keywords:

ციტრუსი, მანდარინი, ბიოსასუქი, ნიადაგი, მცენარე

რეზიუმე

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ციტრუსოვანთა აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსში ისეთი ტექნოლოგიების ჩართვა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის  ნიადაგის ნაყოფიერებას, დადებით გავლენას მოახდენს მცენარის ზრდა განვითარებაზე, მანდარინის ნაყოფების ბუნებრივი შენახვის-უნარიანობაზე,  მოსავლიანობას და მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ამ მიზნით ჩვენს მიერ ჩატარებული საკმაოდ ფართო მასშტაბიანი ექსპერიმენტის პირობებში აგროტექნიკურ ღონისძიებათა  კომპლექსში ჩართული იქნა ზოგიერთი  ეკოლოგიურად სუფთა ბიოპრეპარატები  (ინოსექტოფუნგიციდები)  მინერალური სასუქეთან ერთად. ამ მიზნით დავიწყეთ წინასწარი მოსინჯვითი სამუშაოები და შემდგომში სტაციონალური მინდვრის ცდის პირობებში ვაწარმოებდით ექსპერიმენტულ სამუშაოებს უკრაინული წარმოების ინსექტოფუნგიციდებზე  ‘’გაუფსინი”, ესპანური წარმოების სხვადასხვა პრეპარატებზე: ბაქტოფერტზე, ბიტოქსიბაცილინზე, ბაქტოციდი CK. საცდელ ბაღში ბიოპრეპარატების გამოყენება ხდებოდა ცდის სქემის მიხედვით. აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი სასუქები შეგვქონდა რუსული წარმოების NPK სასუქის სახით, სადაც თითოეული საკვები ელემენტები 15-15-15% -ს შეადგენს. ასევე ცდის სქემის გათვალისწინებული სასუქი ბაქტოფერტი შეგვქონდა მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში სათანადო დაავადებების მავნებლებისა აქტიურ ფაზაში ყოფნისას. სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისში და დასასრულს საცდელი ვარიანტების მიხედვით ვიღებდით ნიადაგის ნიმუშებს 0-20 სმ სიღრმეზე და ლაბორატორიულ პირობებში ვიკვლევდით აგროქიმიურ მაჩვენებლებს.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენებული ლიტერატურა

ზ. მიქელაძე, ვ. ცანავა, ნ. ნაკაშიძე -ორთოგრაფიული ფაქტორების გავლენა ციტრუსოვანთა პროდუქტიულობისა და ნიადაგის აგროქიმიურ მაჩვენებლებზე. სუბტროპიკული კულტურები N12 2009წ, გვ 254-260.

ზ. მიქელაძე, ნ. კუტალაძე, ნ. ნაკაშიძე მანდარინის ნაყოფების შენახვის უნარიანობის დამოკიდებულება, მათ მინერალურ შედგენილობაზე. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შრომათა კრებული ტ3. N1. 3, N1(50)თბილისი 2010წ გვ.41-44, ISSN 1987-6599

ნ. ნაკაშიძე, ვ .ცანავა, ზ. მიქელაძე, ნ .კუტალაძე, .მინერალური სასუქების დოზების და ელემენტების თანაფარდობის გავლენა მანდარინ უნშიუს ნაყოფების შენახვის უნარიანობაზე ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, კონფერენციის მასალები, სუბტროპიკული კულტურები1-4 (261-264)ISSN02.07-9224ოზურგეთი ანასეული 2010წ.გვ.154-157.

ვ. ცანავა ,ზ .მიქელაძე, ზ ,ნაკაშიძე, ნ. კუტალაძე მინერალური სასუქების გავლენა მანდარინის ნაყოფების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც. აკადემიის „მოამბე“26ISSN1520-2010. .თბილისი2009წ.გვ.333-337

გ .მარგველაშვილი, ნიადაგის ქიმიური ანალიზი თბილისი 2019 წ. . ISBN-978-9941-8-1511-9

გოგოლა მარგველაშვილი, თინათინ ძაძამია- აგროქიმიის პრაქტიკუმი თბილისი 2021წ. ISBN-978-9941-8-1511-9

კუტალაძე ნ, მიქელაძე ო, ცინცქილაძე ა.-აჭარის ნიადაგების დახასიათება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის შრომები 2003წ, გვ:230-235

ო .ონიანი, გ. მარგველაშვილი. – მცენარის ქიმიური ანალიზი– თბილისი განათლება 1978 წ. 415 გვ.

გ. ჩხაიძე სუბტროპიკული კულტურები ,თბილისი 1996 წ 531 გვ.

შ. ჭანიშვილი საცდელი საქმის მეთოდიკა – თბილისი, მეცნიერება 1973 წ.

ა. მენაღარიშვილი აგროქიმია თბილისი განათლება 1966.გვ 335-336

Dean L.A. - An attempted fractionation of the soil phosphorus. // Rothamsted Mem. agr. Sc. St. Albans, 1939. v. 22. P. 234-245.

Larsen S. - Soil phosphorus. // Jn.: Advances in agronomy. N.Y.: Akad. Press 196. V.19. p.151.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

May 16, 2024