მასალათა მიღების, თვისებათა პროგნოზირების და ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდები

Authors

მამუკა მაცაბერიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
https://orcid.org/0000-0002-3228-1447

Keywords:

„ჭკვიანი მასალები“, „მწვანე“ სასუქები, ბიოპლასტიკები, თვითაღდგენადი პოლიმერული კომპოზიტი, მიკროკაფსულირება, საქართველოს ქვანახშირის კონკურენტუნარიანობის ზრდის ფაქტორები, ფოროვანი მასალები, საგზაო-საშენი მასალებით უზრუნველყოფის სტრატეგიები, სამრეწველო ჩამდინარე წყლების გაწმენდა, ბუნებრივი ნივთიერებები და მათი გამოყენების პერსპექტივები , კვლევის სტრატეგიათა ტოპოლოგია

რეზიუმე

სალექციო კურსი წარმოადგენს სტუ-ის დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავ­ლო გეგმის მდგენელს და წარმოდგენილია სახელდებით: EETI6504G2-LS მასა­ლათა მიღე­ბის, თვისებათა პროგნოზირების და ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდები. აღნიშნული სასწავლო ლიტერატურა განკუთვნილია სტუ-ის ქი­მი­ური ტექნოლოგიისა და მეტა­ლურ­გიის ფაკულტეტის, ქიმი­ური და ბიოლოგიური ინჟინე­რიის სადოქტორო საგან­მა­ნათ­ლებლო პროგრა­მის სტუდენტებისათვის, ასევე, მითითებული პრობლემით  დაინტერესებული მკითხველისათვის. ნაშრომ­ში განხილული საკითხები და­ლა­გებულია კურსისათვის დამტკი­ცე­ბული პროგრამის (სილა­ბუსის) მიხედ­ვით და მო­იცავს პროგრამულად განსა­ხილველ ყველა საკითხს. სალექციო კურსი მოიცავს 494 გვერდს: შედგება სარჩევისა და 15 თავისაგან (სალექციო თემისაგან). თითო­ეული სალექციო თემა წარმოდგენილია ციტირებული ლიტე­რა­ტურის ჩამო­ნათ­ვალით. დოქტურანტურის სალექციო კურსში თანამედროვე ლიტერატურის მონა­ცე­­მების ანალი­ზის საფუძველზე სრულყოფილად არის მიმო­ხი­ლული მასა­ლათა მიღების ის ძირითადი თეორი­ული პრინციპები, რომელ­თა ცოდნაც აუცილე­ბე­ლია ამა თუ იმ ექსპერი­მენ­ტის დაგეგმვა-წარმართვისთვის, თვისებათა პროგნოზირებისა და მიღე­ბული შედეგების გაანა­ლი­ზები­სათვის. საქმე ეხება არა მარტო არსებული ტრადიციული სახეობის მასალების მიღებას, არამედ უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე ახალი მასალების მიზნობრივ დაგეგმვასა და შექმნას.  წარმოდგენილ სალექციო კურსში განხილულია როგორც ტექნიკაში, ასევე ქიმიურ და ბიოლოგიურ ტექნოლოგიებში გამოსადეგი მრავალი სახეობის მასალის მიღების საფუძ­ვლები, ტრადიციული მასალებიდან დაწყებული და თანამედროვე პროდუქციით დამთავრებული.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

Author Biography

მამუკა მაცაბერიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

September 18, 2023