თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები
რეზიუმე
წიგნში შესწავლილია საქართველოს ისტორიული მხარის თრუსოს დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები (თრუსოში მოვიაზრებთ საკუთრივ თრუსოს, მნის ხეობისა და კობის ქვაბულის სოფლებს). მდიდარ საისტორიო და საარქივო წყაროებზე, ასევე ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია თრუსოს მოსახლეობის ეთნიკური
ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, თრუსოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, XVIII-XIX საუკუნეების
ევროპელ დიპლომატთა და მოგზაურთა ჩანაწერები, „ოსეთის სასულიერო კომისიის“ და „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“, საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიის ფონდის
საარქივო მასალები, XIX-XX სს. ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობის თავისებურებანი და დემოგრაფიული პროცესები კამერალური აღწერებისა და საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით,
თრუსოში XX საუკუნის I ნახევრის საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ არსებული საბუთები. ექსპედიციის საფუძველზე შესწავლილია თრუსოს თავდაცვითი და საცხოვრებელი ნაგებობანი, წერილობითი კულტურის ძეგლები და ა. შ. ნაშრომს ახლავს მდიდარი დოკუმენტური მასალა, რომელთა ნაწილი ცნობილია, ხოლო ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში და დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც თრუსოს და მნის ხეობების, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტების, საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
გადმოწერა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
კატეგორიები
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.