ბიოლოგიის საკამათო ზოგიერთი ასპექტი
Keywords:
სიცოცხლე, ცოცხალი, სიცოცხლის წარმოშობა, ევოლუცია, ევოლუციის თეორია, ბუნებრივი გადარჩევარეზიუმე
ბიოლოგიაში დღემდე კამათის საგანია სიცოცხლის წარმოშობა და მისი ევოლუციური განვითარების არსობრივად მნიშვნელოვანი საკითხები. არც ერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბოლომდე დამაჯერებლად ვერ ხსნის სიცოცხლისათვის აუცილებელ თუნდაც, მარტივი ორგანული კომპონენტების წარმოშობას არაორგანული ნაერთებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ, ერთუჯრედიანი ორგანიზმების გაჩენასა და მისგან მრავალუჯრედიანი ორგანიზმების წარმოშობაზე. სიცოცხლის გაჩენა და მისი ცოცხალი ორგანიზმების სახით მუდმივი და მყარი შენარჩუნება უკავშირდება მათ ეტაპობრივ განვითარებას - ევოლუციას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ევოლუციური პროცესები აშკარაა, ცოცხალი სამყაროს განვითარების არაერთი ეტაპის არსში ჩაწვდომა, მიუხედავად მეცნიერული ჰიპოთეზების არსებობისა, მოცულია ბუნდოვანების და ადამიანის აღქმის შეუძლებლობის საბურველში. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მონაცემების ღრმა ანალიზი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სიცოცხლის წარმოშობა და მასთან დაკავშირებული ევოლუციური პროცესების საფუძველში არსებული შემთხვევითი პროცესები არ შეიძლება აბსოლუტური ხასიათის იყოს. მონოგრაფიაში მოცემულია ბიოლოგიის ამ უაღრესად აქტუალურ თემებთან დაკავშირებული პრობლემების არსი, რომელთა გადაჭრის სამეცნიერო პერსპექტივები საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის.
გადმოწერა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.