ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში: მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გრანტი No SP-22-1253
რეზიუმე
მონოგრაფიაში „ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში” კომპლექსურადაა შესწავლილი ამინდის წარმოქმნისა და ცვალებადობის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორები, ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გამოყენებულია მიწისპირა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელისა და დედამიწის სადამკვირვებლო მისიის თანამგზავჽული დაკვირვების მონაცემები. შეფასებულია კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ქვეყნის მეურნეობის მთელი რიგ დარგებზე (სამშენებლო ინდუსტრია, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება და სხვა). მონოგრაფიას აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული ღირებულება. მონოგრაფია განკუთვნილია ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
Chapters
-
გამოყენებული ლიტერატურა
გადმოწერა
Downloads
გამოქვეყნების თარიღი
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.