აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა

Authors

სოლომონ პავლიაშვილი
ავთანდილ კორახაშვილი
დავით კირვალიძე

რეზიუმე

აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა არის მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკის აგრარული სექტორი და მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოშობის, მათი განვითარების, გეოგრაფიული გავრცელების, უვნებელ საკვებად და სურსათად გადამუშავების და რაციონალური გამოყენების და მოხმარების თვისებებს, რომლის დროსაც უნდა შენარჩუნდეს ეკოლოგიური გარემო. ლექსიკონში განმარტებულია ყველა ის ტერმინი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე აგრარულ სექტორში და ეკოლოგიური გარემოს დაცვაში. ეს ორი მიმართულება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში კულტურათა მოსავლიანობის ამაღლებისათვის და ეკოლოგიურ გარემოზე უარყოფითი “დაწოლის” მინიმუმამდე შემცირებისათვის, ნიადაგის და მცენარეთა გენეტიკური ეროზიის თავიდან ასაცილებლად, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი პროდუქტის მისაღებად. აღნიშნული წიგნი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მოსახლეობის გათვითცნობიერებას, უახლესი ტექნოლოგიების გავრცელებას და გაზრდის სასურსათო უსაფრთხოების გარანტიებს.

გადმოწერა

გადმოწერის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

Downloads

გამოქვეყნების თარიღი

March 29, 2023