Niko Nikoladze

Authors

Ramaz Namicheishvili

Keywords:

No keywords

Synopsis

საზოგადოებრივი პროგრესი, ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის ინტელიგენციაზე ანუ ინტელიგენტთა საზოგადოებაზე. ინტელიგენტი ინტელექტის მქონე ადამიანია. ინტელექტი კი მისი (ადამიანის) შემოქმედებითი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებისა და განვითარების უნარია. გამოიკვეთა სიტყვათა მიმდევრობა: ინტელექტი-ინტელიგენტი-ინტელიგენცია. ცნება „ინტელიგენტს“ აქვს აგრეთვე ცხოვრებისეული ყოფითი გაგებაც. ინტელიგენტი გამოირჩება არა მხოლოდ რომელიმე დარგის ღრმა პროფესიული ცოდნით, არამედ ზნეობრივი სრულყოფილებითაც, ადამიანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, შინაგანი კულტურით, დახვეწილი მანერებით. ჩვენ ხშირად ბევრი ადამიანი გვინახავს და ბევრს შევხვედრივართ, რომელსაც მაღალი პროფესიული განათლება აქვს, მაგრამ არასასიამოვნო ყოფაქცევის, ამორალური, არაზნეობრივი არსებაა და ა.შ. ამით იმაზე მინდა მივანიშნო, რომ ადამიანის ინტელექტი, ინტელიგენტი, ინტელიგენცია ხარისხობრივი კატეგორიებია, რომლებიც დროში დინამიკურად ცვალებადია და რომლის სრულყოფილების მაჩვენებელია მისი აზროვნების სიღრმე და მასშტაბები, აგრეთვე მორალურ-ზნეობრივი, სოციალურ-კულტურული ღირებულებები და ფასეულობები. საქართველოს ახლა უმაღლესი პროფესიული განათლების საკმაოდ მრავალრიცხვოვანი არმია ჰყავს, მაგრამ ქვეყანა არა თუ წინ არ მიდის, არამედ უარესი ემართება-ეკონომიკურ სიღარიბეში ეფლობა დღე და ღამე. გამოდის, რომ ერის აზროვნება შეიძლება იყოს არა მარტო ჩამორჩენილი, არამედ ზნეობრივად ღარიბი, ბოროტი, დაცემული და უპასუხისმგებლო. ახლა ვინმეს შეუძლია ამტკიცოს, რომ სამყაროს ინტელექტუალური ადამიანები აკლია, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღეში $2-ზე მეტს იმიტომ ვერ ღებულობს, რომ ცუდად მუშაობს, ხოლო მილიონობით ადამიანი ზარმაცი და უსაქმურია და ამის გამო შიმშილით იღუპება, მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობის 1% სამყაროს მთელი სიმდიდირის 90%-ს ფლობს და არ იცის, რაში მოიხმაროს იგი. რანაირი ინტელექტუალია ხელისუფალი, როცა მისი ქვეყნიდან ჯანსაღი ადამიანები ლუკმა პურის საშოვნელად გარბიან უცხოეთში, პენსიონერები სიღატაკეში ეფლობიან, ავადმყოფები წამლებს ვერ ყიდულობენ, სოციალურად დაუცველია ლამის ნახევარი მილიონი მოქალაქე, ამ დროს უცხოელები ჩვენს ქვეყანას ეპატრონებიან.

Downloads

Download data is not yet available.

References

No references

Downloads

Published

November 8, 2018

Details about this monograph

Physical Dimensions