DEVELOPMENT OF PSYCHOGENIC STRESS - BIOCHEMICAL ANALYSIS OF THE ORGANISM
Synopsis
წინამდებარე ნაშრომში კომპლექსურადაა შესწავლილი ბიოქიმიური მაჩვენებლების და ქცევითი პარამეტრების ცვლილებები ფსიქოგენური სტრესის მოდელირებისას, განსხვავებული სირთულის თავდაცვითი რეაქციების ტესტირების პირობებში. ნაშრომი განეკუთვნება ფუნდამენტურ გამოკვლევათა რიცხვს და მიღებული შედეგები აფართოებს თანამედროვე მეცნიერულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, საკმაოდ სრულ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა სტრესული მდგომარეობისას ორგანიზმის ჰუმორული რეგულაციის შესახებ. კერძოდ, ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა აღნიშნავს სტრესული მდგომარეობის რეაქციული სინდრომის დასაწყისს, რომელიც ორგანიზმში მართავს ყველა ცირკულაციურ და მეტაბოლურ პროცესებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ გარემოს შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციასთან. განსხვავებული სირთულის ექსპერიმენტის პირობებში ცხოველების ქცევა და მეტაბოლური ცვლილებები განიმარტება, როგორც ბიოლოგიურად დადებითი სტრესის გამოვლინება და ასახავს თავის ტვინის თვითრეგულაციურ მოქმედებას, რაც გამოიხატება სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებაში. გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვინაიდან გამოვლენილია ის ქცევითი აქტები, რომლებიც თვითრეგულაციის მექანიზმების მუშაობას გამოხატავს და განაპირობებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის მდგრადობის დონის ამაღლებას. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.
Chapters
-
References
Downloads
Downloads
Published
Categories
License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.