https://monographs.4science.ge/index.php/ss/issue/feedასოციაცია მეცნიერებისათვის მონოგრაფიების ბაზა2025-05-20T14:11:57+00:00NINO BERIANIDZE/ნინო ბერიანიძეNikoli700@yahoo.comOpen Monograph Presshttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/133კვების პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი2024-05-26T12:27:25+00:00ლალი ელანიძეinfo@4science.ge
სახელმძღვანელო, კვების პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი, რეკომენდებულია აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტებისთვის და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

სახელმძღვანელო მოიცავს კვების პროდუქტების, როგორც ნედლეულის, ასევე ტექნოლოგიური პროცესის და მზა პროდუქციის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ- ქიმიური პარამეტრების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდების აღწერას, დემონსტრირებას და შესწავლას. კვების პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი, უზრუნველყოფს ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესის და მზა ნაწარმის მუდმივ კონტროლს. სისტემატური და სწორად ორგანიზებული საწარმოო კონტროლი საშუალებას იძლევა მზა ნაწარმის ხარისხი აკმაყოფილებდეს სტანდარტით დადგენილ ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების საერთაშორისო ნორმებს.

სახელმძღვანელოში განხილულია მარცვლეულის, ფქვილისა და პურის, ეთეროვანი ზეთების, ბრენდის, ლიქიორ-არყის, ყურძნის ღვინოების და ღვინომასალის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდების ფართო სპექტრი, რომელიც პროდუქციის ხარისხის კონტროლის ძირითადი წყაროა და განაპირობებს კვების პროდუქტების ხარისხის საიმედობას და მაღალ ხარისხს.
2025-07-08T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/143გაიანე სიმონიას ბიობიბლიოგრაფია2025-05-20T14:11:57+00:00თამარ ხახუტაშვილიinfo@4science.geკონსტანტინე ალიბეგაშვილიinfo@4science.ge

2025-05-20T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/141ბიობიბლიოგრაფია: ყარამან ფაღავა2025-01-23T18:51:15+00:00კონსტანტინე ალიბეგაშვილიkotealibegashvili@gmail.comყარამან ფაღავაk.paghava@tsmu.eduთამარ ხახუტაშვილიinfo@4science.ge
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ყარამან ფაღავას ბიობიბლიოგრაფიაში წარმოდგენელია მისი სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული და პუბლიცისტური სტატიები, ისტორიულ-გენეალოგიური ნარკვევები, მისი რედაქციით და რეცენზიით გამოცემული ნაშრომები და ლიტერატურა მის შესახებ (რჩეული), ასევე მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით შესრულებული დისერტაციების ნუსხა, ინტერვიუები და ფილმოგრაფია. ბიბლიოგრაფია ასახავს პერიოდს 1971 წლიდან 2023 წლამდე.

ბიბლიოგრაფია დალაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. მას წინ უძღვის ყარამან ფაღავას Curriculum Vitae, სამეცნიერო-პედაგოგიური, სამედიცინო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა.
2025-01-23T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/142რევაზ კვერენჩხილაძე: ბიობიბლიოგრაფია2025-01-23T19:42:34+00:00თამარ ხახუტაშვილიt.kahkhtashili@tsmu.eduკონსტანტინე ალიბეგაშვილიkotealibegashvili@gmail.com
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რევაზ კვერენჩხილაძის ბიობიბლიოგრაფიაში მოცემულია მისი სამეცნიერო სტატიები,მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ.
2025-01-23T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/139კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში2024-06-13T09:59:38+00:00თინათინ გოგნაძეt.kahkhtashili@tsmu.eduლარისა მელიაt.kahkhtashili@tsmu.eduლაშა დოლიძეt.kahkhtashili@tsmu.eduდავით მალიძეt.kahkhtashili@tsmu.eduშორენა წიკლაურიt.kahkhtashili@tsmu.eduდავით ელგანდაშვილიt.kahkhtashili@tsmu.eduმაია ჯაბუაt.kahkhtashili@tsmu.edu

2024-06-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/137XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960)2024-06-04T11:00:07+00:00იმერი ბასილაძეinfo@4science.geლელა თავდგირიძეinfo@4science.ge
თანამედროვე განათლების პოლიტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენს განათლების ჰუმანიზაცია და თავისუფალი, სოციალურად აქტიური, შემოქმედებითი პიროვნების აღზრდა, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ იდეალებს, არის დამოუკიდებელი, პასუხისმგებ-ლობის გრძნობით აღჭურვილი და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული. მომავალი თაობის განვითარებისა და სრულქმნის პროცესი უპირობოდ ეყრდნობა მემკვიდრეობის პრინციპს, რაც ეროვნული ინტერესების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ღრმა პატივისცემას გულისმობს. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინსვლა მჭიდროდ დაკავშირებულია განათლების ევროპულ სისტემასთან. ქართული საგანმანათლებლო სისტემის მი-ერთება ბოლონიის პროცესთან, ქართველი ერის შეუქცევად სწრაფვას ევროპისაკენ, თან უნდა სდევდეს ქვეყანაში მაღალგანვითარებული განათლების ევროპული სისტემის შექმნა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს წარსულში მიღებული გამოცდილებების გაანალიზებასა და გათვალისწინებაზე, სადაც ბუნებრივია თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული სკოლის ჩამოყალიბებამაც, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთ მყარ და ფუნდამენტურ საფუძველს. ნაშრომში თავმოყრილი, შესწავლილი და შეფასებულია საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორია, სწავლა/სწავლების ახალი იდეების შემოსვლის, ჰუმანური პედაგოგიკის ჩამოყალიბება - დამკვიდრების მცდელობის საკითხები. განხილულია მეოცე საუკუნის ქართული პედაგოგიური აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენლების: დ. უზნაძის, ლ. ბოცვაძის, გ. თავზიშვილის, შ. სიხარულიძის, დ. ყიფში-ძის, გ. გოგუაძის, დ. ლორთქიფანიძის და სხვათა შეხედულებები, კვლევები განათლების, აღზრდისა და სწავლა/სწავლების საკითხებზე და შედარებულია ქვეყანაში მიმდინარე განათლების პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებთან. დღემდე, ასე სისტემურად არ ყოფილა გაანალიზებული ქართული პედაგოგიკური აზროვნებისა და განათლების ისტორია საბჭოური იდეოლოგიის მარწუხებში, კერძოდ - საბჭოთა მემკვიდრეობა და მისი გავლენა მე-20 საუკუნის დიდაქტიკაზე. მონოგრაფიაში წარმოდგენილია საბჭოთა პედაგოგიკური აზრის ჩამოყალიბება და დაფუძნება საქართველოში; სწავლების ორგანიზაციის ფორმები მეოცე საუკუნის ქართულ დიდაქტიკურ აზროვნებაში; შეფასების ფორმები და მეთოდები, სწავლების მეთოდები, განხილულია საბჭოთა პედაგოგიკის სახელმძღვანელო წიგნები და თანამედ-როვე გამოწვევები. ნაშრომი წარმოადგენს ამ საკითხების მონოგრაფიულად შესწავლის და ერთ სისტემაში მოყვანის პირველ ცდას და გარკვეულად ავსებს არსებულ ხარვეზს. მონოგრაფიაში განხილული მასალები, იდენტიფიცირებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული დიდაქტიკის აზრის განვითარებაში, წარმოაჩენს ქართული პედაგოგიკის წვლილს დიდაქტიკური თეორიისა და ისტორიის სრულყოფის საქმეში. გვსურს მადლობა გამოვხატოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ, რომელმაც საშუალება მოგვცა 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში (გრანტი № SP-23-895) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაგვებეჭდა და გამოგვეცა მონოგრაფია „XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960)“ და ხელმისაწვდომი გაგვეხადა განათლების ისტორიის მკვლევრების, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების პროგრამების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოცემული მონოგრაფია „XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960)“, ელექტრონული ვერსია, PDF ღია ფაილი მიეწო-დება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს, განათლების სამინისტროს, სკოლებს, რესურს ცენტრებს, ციფრულ ბიბლიოთეკებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აჭარის განათლების ფონდს. დიდი მადლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისერტანტებს, პროფესორებს, კოლეგებს, ფსიქოლოგებს, ვინც გაგვიზიარა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, კვლევა, საარქივო მასალა, აქტიურად ჩაერთვნენ წიგნის მომზადების საქმეში და საშუალება მოგვცეს გაგვემდიდრებინა პედაგოგიკის ისტორია XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული დიდაქტიკური აზროვნების საკითხებით. მადლიერება გვინდა გამოვხატოთ წიგნის რედაქტორების, ტექნიკური რედაქტორის, რეცენზენტების, მხატვარ-დიზაინერის, გამომცემლობის მიმართ. ვიმედოვნებთ, მკითხველი გაგებით მოეკიდება წიგნში გაპარულ უზუსტობებსა და ხარვეზებს. დიდი სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ ყველა საქმიან რჩევას.
2024-06-04T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/135კარტოფილის ბაქტერიული დაავადებების მართვის მეთოდური რეკომენდაციები2024-05-28T08:26:35+00:00გალინა მეფარიშვილიinfo@4science.geმაკა მურადაშვილიinfo@4science.geზოია სიხარულიძეinfo@4science.ge
ნაშრომი გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის FR-21-1778 „საქართველოსთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადების - კარტოფილის რბილი სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიების სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათ მიმართ ბაქტერიოფაგების მგრძნობელობის შესწავლა“ ფარგლებში. მეთოდური რეკომენდაციები მომზადებულია პროექტის ძირითადი მონაწილეების გალინა მეფარიშვილის, მაკა მურადაშვილის და ზოია სიხარულიძის მიერ და გამიზნულია კარტოფილის პათოლოგიების მკვლევართა, აგრარული პროფილის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, ფერმერებისა და კარტოფილის წარმოებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. ნაშრომში განხილულია საქართველოში გავრცელებული კარტოფილის ძირითადი ბაქტერიული დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური, ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური თავისებურებები, და მოცემულია ბაქტერიული დაავადებების მართვის მეთოდები, საშუალებები და რეკომენდაციები.
2024-05-28T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/134ლურჯი მოცვის (Vaccinium Corymbosum) სოკოვანი დაავადებები და ბრძოლის ღონისძიებები2024-05-27T11:36:53+00:00ლიანა ქოიავაinfo@4science.geლამზირი გორგილაძეinfo@4science.geგალინა მეფარიშვილიinfo@4science.ge
ნაშრომი გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის პროექტის YS-19-729 ფარგლებში. ნაშრომში აღწერილია ლურჯი მოცვის Vaccinium Corymbosum ძირითადი დაავადების გამომწვევი სოკოვანი პათოგენები და ლურჯ მოცვზე მათ მიერ გამოწვეული სიმპტომები; ასევე, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და შესაბამისი რეკომენდაციები. იგი განკუთვნილია სამივე საფეხურის სტუდენტების, აგრარული და საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტების, ფერმერების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
2024-05-27T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/131საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკური ტრანსფორმაციები, წარმოსხვითი ერთობა და მეხსიერების დისკურსები2024-05-07T16:33:08+00:00Ruslan Baramidze (ed.)info@4science.geSergey Rumyantsev (ed.)info@4science.ge
The process of establishing institutions of presidential power began in the three South Caucasus republics in 1991. Decades of political crises and reforms later, the regimes in Georgia, Armenia and Azerbaijan differ markedly. However, the practice of using history for political purposes remains invariably popular. All politicians resort to them. And, of course, those of them who have had a chance to sit in the presidential chair. The authors of the monograph mainly (but not only) focus on the analysis of election campaigns speeches and statements of future presidents and their most significant opponents. How statesmen appeal to the images of heroes and cultural figures, use historical plots and myths, and manipulate events from the often very distant past to achieve and maintain political power in the present. Nationalist ideologies in the countries of the South Caucasus are deeply historicized, and this fact largely determines the frequency of references to the past. The authors of this collective monograph seek to develop a critical approach to the study of memory politics and historical politics, and nationalist ideologies.

The monograph has been prepared by a team of researchers under the grant project "How to win elections in Georgia" [No FR-18-8649] supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG).
2024-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/126პორტების რეკონსტრუქცია-გაფართოების კომპლექსური დიაგნოსტიკის მეთოდები და მოდელები ფოთის პორტის მაგალითზე2024-04-17T11:00:08+00:00დავით გურგენიძეinfo@4science.geმალხაზ წიქარიშვილიinfo@4science.geთეიმურაზ ბულიაinfo@4science.ge
მონოგრაფიაში განხილულია პორტში ნავმისადგომის ნაგებობების კომპლექსური დიაგნოსტიკის გამოყენების მეთოდური უზრუნველყოფა და მიდელირების მეთოდოლოგიის დამუშავება ექსპლუატაციის საიმედოობის, სიმტკიცისა და სტაბილურობის დასადგენად, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. მონოგრაფია განკუთვნილია საინჟინრო დარგში მომუშავე მეცნიერი მუშაკებისთვის, სამშენებლო პროფოლის დოქტორანტების, მაგისტრანტრბისა და ბაკალავრებისთვის.
2024-04-17T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/127უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემაში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები2024-04-17T11:28:58+00:00სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიinfo@4science.ge
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში. საქართველოში აკადემიური მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის წახალისებისათვის, ინოვაციურ ეკოსისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობის გაძლიერებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის შეკვრისათვის გაზიარებული იქნა
განვითარების ხელშეწყობის მოწინავე გამოცდილებები.
2024-04-17T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/129სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თანამედროვე მეთოდები, პროცესის ავტომატიზაცია და სამართლებრივი ასპექტები2024-04-17T11:44:44+00:00ამირან კაცაძეinfo@4science.geმალხაზ წიქარიშვილიinfo@4science.ge
ნაშრომში განხილულია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის თანამედროვე მდგომარეობა, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდები, ექსპერტიზის პროცესუალური დებულებები. ექსპერიმენტულად დამუშავებულია ექსპერტიზის წარმოების პროცესის ავტომატიზაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სქემა. aმონოგრაფია განკუთვნილია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის სპეციალობის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
2024-04-17T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/124საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის საფუძვლები2024-04-16T08:00:05+00:00მალხაზ წიქარიშვილიnikoli700@yahoo.com
სალექციო კურსში განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და დამუშავება. სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა „მშენებლობის“ მაგისტრანტებისა და სპეციალისტთა ფართო წრისათვის.
2024-04-16T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/125სამშენებლო საქმე2024-04-16T08:08:12+00:00მალხაზ წიქარიშვილიnikoli700@yahoo.com
სახელმძღვანელო სტრუქტურითა და შედგენილობით აგებულია ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის“ შესაბამისად. მოიცავს სამშენებლო საქმის ზოგად დებულებებს, არქიტექტურული და სამშენებლო დიზაინის შესახებ ინფორმაციას, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგიას, ორგანიზაციას, მონიტორინგს, ხარისხის შეფასებას, მშენებლობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის საკითხებს. განკუთვნილია „მშენებლობის“, „სამოქალაქო ინჟინერიის“ და სხვა მონათესავე პროგრამების ბაკალავრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
2024-04-16T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/123უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე2024-03-14T15:32:10+00:00სარედაქციო კოლეგიაinfo@4science.ge
წინამდებარე ნაშრომი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე” დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული მონოგრაფიულ კვლევაა, რომლის განხორციელებაშიც ჩართული იყვნენ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტების ახალგაზრდა მკვლევარები. კვლევაში შესწავლილია საქართველოში უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმი, სტრუქტურა, მისი შედეგიანობა და ეფექტიანობა, გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მაჩვენებელზე. მონოგრაფია განკუთვნილია განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებების მკვლევარებისთვის, საგანმანათლებლო და ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, სტუდენტებისთვის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
2024-03-14T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/122საქართველოს განათლებისა და კულტურის ისტორიის ნარკვევები - აფხაზეთი (XIX-XX სს)2024-02-20T08:46:15+00:00ლია ახალაძეinfo@4science.ge
მონოგრაფიაში გაანალიზებულია XIX-XX საუკუნეების აფხაზეთის განათ-ლებისა და კულტურის ისტორიის პრობლემები, ასახულია ამ დარგების განვი-თარების ორსაუკუნოვან ისტორიულ პროცესში მიმდინარე ძირითადი მოვლენე-ბი. სახელს იცვლიდა იმპერიული რეჟიმები და მათი პოლიტიკა, მაგრამ არ იცვ-ლებოდა კონცეპტუალური მიდგომები და დამოკიდებულებები, რომლებიც კარ-დინალურად ცვლიდნენ ამ ორი დარგის განვითარებას. ნაშრომში ისტორიულ კონტექსტში განხილულია მდიდარი ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზე გადაფასებულია აფხაზეთში ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული იდე-ნტობის კორელაციის პრობლემები. კვლევის საფუძველზე მოხდა ახალი პრობ-ლემების იდენტიფიცირება, რომლებიც დასმული საკითხების ირგვლივ მომავა-ლი კვლევების, დაკვირვებებისა და არსებულ შეხედულებათა გადაფასების შე-საძლებლობებს იძლევა. ნაშრომი განკუთვნილია განათლებისა და კულტურის ისტორიის სპეცია-ლისტების, სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადო-ებისთვის.
2024-02-20T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/121მეტროს სავენტილაციო სისტემების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა უსაფრთხო რეჟიმების დასადგენად2024-02-08T05:13:23+00:00ზაზა ხოკერაშვილიinfo@4science.ge
ნაშრომი შესრულებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში
2024-02-08T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/120Contemporary business challenges in a globalized world: research, study, examination2024-01-24T12:24:59+00:00რუსუდან ქუთათელაძეr.kutateladze@gtu.geანზორ აბრალავაa.abralava@gtu.geმაია ჩეჩელაშვილიmaiko_23@mail.ru
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მრავალი წელია მუშაობენ ბიზნესის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით, იკვლევენ ბიზნეს საქმიანობას მრავალ სფეროში, კერძოდ: სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მართვა და ორგანიზაცია; სახელმწიფოს ურთიერთობა ბიზნესთან ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ სამთავრობო დონეებზე; აღრიცხვის პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები; მიწოდების ჯაჭვი და ლოგისტიკა; ტრანსპორტი და კომუნიკაციების მენეჯმენტი; IT ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესში, ფინანსებში, წარმოების ორგანიზაციასა და მენეჯმენტში და მრავალი სხვა. ჩვენი ნამუშევრები სწორედ თნამედროვე ბიზნესის ამ მიმართულებებს მოიცავს.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ფაკულტეტის პროფესორების ბოლო წლების ნაშრომებს, რომლებიც დაჯგუფებულია ერთი ეგიდით - ეძღვნება გლობალიზაციის მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც თვალნათლივ ჩანს მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის საქმიანობაში, მათ შორის ბიზნესშიც.

გლობალიზაციას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ეს ის ობიექტური რეალობაა, რომელშიც ვარსებობთ და წარვმართავთ ბიზნესს.

ამრიგად, წინამდებარე კოლექტიური მონოგრაფია მიგვაჩნია ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების ერთგვარ შეჯამებად.
2024-01-24T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/118გვირაბების უსაფრთხო ვენტილაცია ტრანსფორმირებადი ელემენტების გამოყენებით2023-10-25T21:15:42+00:00დავით ცანავაd.canava111@gmail.com
ნაშრომში განხილულია, ჰორიზონტალურ და დახრილ საავტომობილო გვირაბებში სხვადასხვა მიზეზებით ინიცირებული და განვითარებული, განსხვავებული სიმძლავრის ხანძრების პირობებში ფორმირებული დამაზიანებელი ფაქტორების გვირაბში გავრცელების ხასიათი და მათი კორელაცია გვირაბის ფორმებზე, გეომეტრიაზე და დახრილობაზე, სავენტილაციო ჰაერის ნაკადის კრიტიკულ სიჩქარეზე, კვამლისა და სხვა ნამწვი პროდუქტების გვირაბში უკუდინების მანძილზე, განსაზღვრულია გვირაბში ხანძრის პირობებში სახიფათო ზონაში აღმოჩენილი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი საევაკუაციო დროის ხანგრძლივობის მნიშვნელობა, არსებითი აქცენტია დასმული საავტომობილო გვირაბების უსაფრთხოდ ექსპლუატაციის თვალსაზრისით, გვირაბების თბოფიზიკური გაანგარიშების მნიშვნელობაზე.

შემოთავაზებულია, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვის სისტემების სრულყოფისა და ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენილი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მოქნილი ტრანსფორმირებადი სისტემები, რომელიც გვირაბში განვითარებული ხანძრის პირობებში, აეროდინამიკური წინაღობის გაზრდის შედეგად შეაფერხებს წვის მავნე პროდუქტების გავრცელებას ადამიანების ევაკუაციის გზაზე. აღნიშნული მოწყობილობის მოქმედების ეფექტურობა შესწავლილია რიცხვითი და ფიზიკური მოდელირების გზით სხვადასხვა დახრილობის გვირაბებისათვის განსხვავებული ხანძრის სიმძლავრისა და სცენარების პირობებისათვის.

რიცხვითი მოდელირების მეთოდით შესწავლილია, ჰაერის მიწოდების ნახევრად განივი სავენტილაციო სისტემით აღჭურვილ ჰორიზონტალურ გვირაბში, 100 მგვტ სიმძლავრის ხანძრის განვითარებისას ნახშირბადის მონოქსიდის გავრცელების უკუდინების მანძილის კორელაცია სავენტილაციო და სახანძრო არხებში ჰაერის ნაკადის სიჩქარესთან, შესწავლილია მოქნილი ტრანსფორმირებადი სისტემების ეფექტურობა შესაბამისი სასაზღვრო პირობებისათვის. შედეგები აჩვენებს, რომ ტრანსფორმირებადი სისტემების გამოყენება კვამლისა და წვის სხვა პროდუქტების გავრცელების უკუდინების მანძილის შემცირებაზე, სულ მცირე 10 % -იან ეფექტს იძლევა.

მოცემულია შეფასება და განხორციელდა შედარება, ჰაერის გრძივი განაწილების სავენტილაციო სისტემით აღჭურვილ ჰორიზონტალურ გვირაბში განვითარებული 5; 10; 30 და 50 მგვტ სიმძლავრის ხანძრის პირობებში დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების ხასიათის, როცა მწყობრიდან გამოვიდა გვირაბის სავენტილაციო სისტემა და გააქტიურებულია ტრანსფორმირებადი სისტემები, შემთხვევასთან, როდესაც გვირაბი არ არის აღჭურვილი ტრანსფორმირებადი სისტემებით. რიცხვითი მოდელირების შედეგები ცხადყოფენ, რომ ტრანსფორმირებადი სისტემის მეშვეობით გვირაბის განივი კვეთის 50 %-ით გადაფარვის შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მიღება წვის პროდუქტების გავრცელების შეზღუდვისა და სიცოცხლის გადარჩენის საქმეში.

სხვადასხვა სიმძლავრის 5, 10, 15, 20, 30, 50 მგვტ ხანძრებით გამოწვეული წვის პროდუქტების გავრცელება განხილულია 400 მ-მდე სიგრძის გვირაბებში, სადაც გვირაბების დახრილობა მოდელებზე 0, 1, 3, 5, 7, 9 % შეადგენს, გვირაბის განივი კვეთის ფართობია 42.5 მ2. ნაჩვენებია „ბუხრის ეფექტით“ გამოწვეული ისეთი დამაზიანებელი ფაქტორების დინამიკური ცვალებადობა, როგორებიცაა: ნახშირბადის მონოქსიდი და ტემპერატურა. მოდელირება შესრულებულია FDS პროგრამულ გარემოში სასრულ მოცულობათა მეთოდის გამოყენებით. მოდელირებული პროცესის დრო შეადგენს 180 წმ. სასრული მოცულობის მინიმალური უჯრედის ზომა არის 0.25 x 0.25 x 0.25 მ. ცეცხლის კერა განთავსებულია გვირაბის ცენტრალურ ნაწილში. მიღებული შედეგები მოცემულია გვირაბის ცენტრალური გრძივი კვეთის სიბრტყეში. სასაზღვრო პირობა მოცემული გვაქვს პორტალებს შორის სიმაღლეთა სხვაობით გამოწვეული დინამიკური წნევის ნაზრდის სახით ნორმალურ პირობებში.

შესწავლილია კრიტიკული სიჩქარის ცვალებადობა გვირაბის დახრილობის მიხედვით, აღნიშნული ცვალებადობის მახასიათებელი სიდიდე - გრადიენტ-ფაქტორი და კვამლის გავრცელების ხასიათი. აღნიშნულ სიდიდეებზე დაკვირვება ხდება გვირაბის მოდელზე ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობის მიხედვით. გაზომვა ხდება K ტიპის თერმოწყვილებით ღია და დახურული აღმქმელებით - გაზომილი მაქსიმალური შესაძლო ტემპერატურა 800 . თერმოწყვილები განთავსებულია გვირაბის მოდელის ჭერში გაკეთებულ ნახვრეტებში. ნახვრეტებს შორის მანძილია 5 და 10 სმ, რაც შეესაბამება ნატურაში გვირაბის სიგრძეს 5 და 10 მ. ხანძრის დამოდელება ხდება ბუნებრივი აირით. თერმოწყვილებიდან, ჰაერისა და გაზის ხარჯსაზომებიდან ანათვლების ერთდროული აღება, პირველადი ანალიზი და მონაცემების ციფრული ფორმით გადმოცემა ხდება მონაცემების შეგროვების „დატათეიქერის“ წარმოების DT85 მოწყობილობით.

წინამდებარე ნაშრომში შემოთავაზებულია მარტივი მოქნილი მოწყობილობა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადაკეტავს გვირაბის განივკვეთს, დაყოფს გვირაბს შედარებით მოკლე სიგრძის მონაკვეთებად, პარალელურად მოახდენს ხანძრის კერის სრულ ან ნაწილობრივ იზოლირებას დროის იმ შუალედში, რაც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს სიცოცხლის გადარჩენისათვის. სპეციალური დირექტივის შესაბამისად, მითითებული დროის შუალედი არის პირველი 10 წთ ხანძრის დაწყებიდან. მაშასადამე, შემოთავაზებული მოწყობილობა გაზრდის გვირაბის აეროდინამიკურ წინაღობას, შეაფერხებს წვის პროდუქტების გავრცელებას სავენტილაციო ნაკადთან ერთად და არის სავენტილაციო ტექნოლოგიის ნაწილი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოთავაზებული მოწყობილობის პრეროგატივა არის სიცოცხლის გადარჩენაში ხელშეწყობა. თუმცა გვირაბში ანალოგიური მოწყობილობის დამონტაჟების შემთხვევაში როგორც გვირაბის მომსახურე პერსონალს, ისე მაშველებს სავენტილაციო ნაკადისა და მასთან ერთად მოძრავი წვის ტოქსიკური პროდუქტების მართვის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი საშუალება ექნებათ. აღნიშნული მოწყობილობა შესაძლებელია დამონტაჟდეს ყოველ 200-500 მ მანძილზე და რაღაცნაირად შეუთავსდეს საავარიო გასასვლელებს, რომლებიც აღნიშნულ ადგილებში უნდა მოეწყოს. ან შესაძლებელია დამონტაჟდეს საავარიო სადგურებთან ყოველ 150 მ მანძილზე ახალი გვირაბებისათვის და 250 მ მანძილზე ძველი გვირაბებისათვის, რასაც ითვალისწინებს ახალი რეგულაცია გვირაბების უსაფრთხოების შესახებ. ამგვარად, დამყოფი სისტემის განლაგება გვირაბში მოხდება სათანადო სტანდარტით განსაზღვრულ უბნებზე და გვირაბის განივი კვეთის გეომეტრიის შესაბამისად მას უნდა ექნეს ტრანსფორმირების შესაძლებლობა.
2023-10-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/117მასალათა მიღების, თვისებათა პროგნოზირების და ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდები2023-09-18T12:06:08+00:00მამუკა მაცაბერიძეm.matsaberidze@gtu.ge
სალექციო კურსი წარმოადგენს სტუ-ის დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმის მდგენელს და წარმოდგენილია სახელდებით: EETI6504G2-LS მასალათა მიღების, თვისებათა პროგნოზირების და ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდები. აღნიშნული სასწავლო ლიტერატურა განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე, მითითებული პრობლემით დაინტერესებული მკითხველისათვის. ნაშრომში განხილული საკითხები დალაგებულია კურსისათვის დამტკიცებული პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით და მოიცავს პროგრამულად განსახილველ ყველა საკითხს. სალექციო კურსი მოიცავს 494 გვერდს: შედგება სარჩევისა და 15 თავისაგან (სალექციო თემისაგან). თითოეული სალექციო თემა წარმოდგენილია ციტირებული ლიტერატურის ჩამონათვალით. დოქტურანტურის სალექციო კურსში თანამედროვე ლიტერატურის მონაცემების ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად არის მიმოხილული მასალათა მიღების ის ძირითადი თეორიული პრინციპები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ამა თუ იმ ექსპერიმენტის დაგეგმვა-წარმართვისთვის, თვისებათა პროგნოზირებისა და მიღებული შედეგების გაანალიზებისათვის. საქმე ეხება არა მარტო არსებული ტრადიციული სახეობის მასალების მიღებას, არამედ უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე ახალი მასალების მიზნობრივ დაგეგმვასა და შექმნას. წარმოდგენილ სალექციო კურსში განხილულია როგორც ტექნიკაში, ასევე ქიმიურ და ბიოლოგიურ ტექნოლოგიებში გამოსადეგი მრავალი სახეობის მასალის მიღების საფუძვლები, ტრადიციული მასალებიდან დაწყებული და თანამედროვე პროდუქციით დამთავრებული.
2023-09-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/116არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები (იაპონია საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები)2023-09-12T19:56:25+00:00ანა ცაცანაშვილიnikoli700@yahoo.com
წიგნი ეხება ევროპის დონეზე კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში განხილვის დისკურსს, მემკვიდრეობის ობიექტთა გაფართოების ბოლოდროინდელ მცდელობებს და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტენდენციებს. აკმ შესწავლილია, როგორც გეოპოლიტიკური მშვიდობიანი თანაარსებობის რესურსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად გამოვლენილია ახალი ობიექტები. მოცემულია საქართველო-იაპონიას შორის კულტურული დიპლომატიის ტრადიციებსა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები; აგრეთვე, UNESCO-ს კულტურული მეკვიდრეობის მდგრადობის ინდქესის შემუშავებისა და აკმ-ს ინვენტარიზაციის მეთოდები.
2023-09-12T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/115თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები2023-07-19T11:02:12+00:00ნინო შიოლაშვილიnikoli700@yahoo.comთამარ ფხალაძეnikoli700@yahoo.comლია ახალაძეnikoli700@yahoo.comგვანცა ბურდულიnikoli700@yahoo.comგელა ქისტაურიnikoli700@yahoo.com
წიგნში შესწავლილია საქართველოს ისტორიული მხარის თრუსოს დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები (თრუსოში მოვიაზრებთ საკუთრივ თრუსოს, მნის ხეობისა და კობის ქვაბულის სოფლებს). მდიდარ საისტორიო და საარქივო წყაროებზე, ასევე ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია თრუსოს მოსახლეობის ეთნიკური
ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, თრუსოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, XVIII-XIX საუკუნეების
ევროპელ დიპლომატთა და მოგზაურთა ჩანაწერები, „ოსეთის სასულიერო კომისიის“ და „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“, საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიის ფონდის
საარქივო მასალები, XIX-XX სს. ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობის თავისებურებანი და დემოგრაფიული პროცესები კამერალური აღწერებისა და საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით,
თრუსოში XX საუკუნის I ნახევრის საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ არსებული საბუთები. ექსპედიციის საფუძველზე შესწავლილია თრუსოს თავდაცვითი და საცხოვრებელი ნაგებობანი, წერილობითი კულტურის ძეგლები და ა. შ. ნაშრომს ახლავს მდიდარი დოკუმენტური მასალა, რომელთა ნაწილი ცნობილია, ხოლო ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში და დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც თრუსოს და მნის ხეობების, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტების, საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
2023-07-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/114ბიოლოგიის საკამათო ზოგიერთი ასპექტი 2023-07-06T10:33:54+00:00მალხაზ ვახანიაnikoli700@yahoo.com
ბიოლოგიაში დღემდე კამათის საგანია სიცოცხლის წარმოშობა და მისი ევოლუციური განვითარების არსობრივად მნიშვნელოვანი საკითხები. არც ერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბოლომდე დამაჯერებლად ვერ ხსნის სიცოცხლისათვის აუცილებელ თუნდაც, მარტივი ორგანული კომპონენტების წარმოშობას არაორგანული ნაერთებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ, ერთუჯრედიანი ორგანიზმების გაჩენასა და მისგან მრავალუჯრედიანი ორგანიზმების წარმოშობაზე. სიცოცხლის გაჩენა და მისი ცოცხალი ორგანიზმების სახით მუდმივი და მყარი შენარჩუნება უკავშირდება მათ ეტაპობრივ განვითარებას - ევოლუციას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ევოლუციური პროცესები აშკარაა, ცოცხალი სამყაროს განვითარების არაერთი ეტაპის არსში ჩაწვდომა, მიუხედავად მეცნიერული ჰიპოთეზების არსებობისა, მოცულია ბუნდოვანების და ადამიანის აღქმის შეუძლებლობის საბურველში. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მონაცემების ღრმა ანალიზი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სიცოცხლის წარმოშობა და მასთან დაკავშირებული ევოლუციური პროცესების საფუძველში არსებული შემთხვევითი პროცესები არ შეიძლება აბსოლუტური ხასიათის იყოს. მონოგრაფიაში მოცემულია ბიოლოგიის ამ უაღრესად აქტუალურ თემებთან დაკავშირებული პრობლემების არსი, რომელთა გადაჭრის სამეცნიერო პერსპექტივები საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის.
2023-07-06T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/113ეკოლოგიური ტერმინების ლექსიკონი2023-06-13T10:41:39+00:00ნანი ფალავანდიშვილიn.palavandiSvili@bsu.edu.geნინო კიკნაძეn.kiknadze@bsu.edu.geგულთამზე თავდგირიძეg.tavdgiridze@bsu.edu.geლალი ჟღენტიl.zghenti@bsu.edu.geნანი გვარიშვილიn.gvarishvili@bsu.edu.ge
როგორც ცნობილია, ეკოლოგია ფუნდამენტური მეცნიერებაა, რომელიც გვაწვდის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ბუნებრივი რესურსების მართვის, გარემოზე მდგრადი განვითარებისა და სხვათა შესახებ, რომლებიც დღეისათვის თანამედროვე ეკოლოგიის პრობლემებს წარმოადგენენ.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებას მოჰყვა გარემოს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რამაც გამოიწვია მსოფლიო საზოგადოების შეშფოთება. ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურება, ცხოველებისა და მცენარეების სახეობების რიცხოვნობის თანდათანობითი შემცირება და ზოგჯერ მათი გადაშენება და ა. შ.

ლექსიკონში მოცემულია მრავალი ეკოლოგიური ტერმინის განმარტება. ის დიდ დახმარებას გაუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველის.
2023-06-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/112საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირების ადგილი ფისკალურ პოლიტიკაში და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე2023-06-07T19:35:14+00:00ეკატერინე შაინიძეekaterine.shainidze@bsu.edu.geვაჟა ვერულიძეekaterine.shainidze@bsu.edu.ge
წინამდებარე ნაშრომი უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების (2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდის) გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის სრულყოფის პრობლემების შესახებ პირველი კომპლექსური სამეცნიერო მონოგრაფიული გამოკვლევაა. მასში შესწავლილია საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმი განვითარებულ ქვეყნებში, გაანალიზებულია საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ფუნქციონირების მექანიზმი, რომლის შედეგადაც გამოკვეთილია მისი უარყოფითი მხარეები. განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის რამდენიმე ბუნდოვანი მუხლი. წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის სრულყოფისა და საგადასახადო კულტურის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ავტორის რეკომენდაციები უცხოური გამოცდილების გამოყენებისა და ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით.
2023-06-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/111მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური ანალიზის საფუძვლები2023-06-02T12:06:53+00:00ზურაბ ქომეთიანიnikoli700@yahoo.comგვანცა ჭკადუაg.chkadua@biomedicine.org.ge
გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ერთუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური თეორია და დაიხვეწა მათი სრული კინეტიკური ანალიზის მეთოდიკა. მისი არსი მდგომარეობდა ჰიპერბოლური ფუნქციის გარდაქმნაში სწორხაზოვან დამოკიდებულებად, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ერთუბნიანი სისტემებისათვის. მაგრამ, შემდგომში გამოირკვა, რომ მრავალი ფერმენტი, მრავალუბნიანობის გამო, ხასიათდება მრუდხაზოვანი კინეტიკური დამოკიდებულებით. აუცილებელი გახდა ასეთი მრუდების კინეტიკური ანალიზის პრინციპების და ახალი კინეტიკური პარამეტრების შემუშავება. მიუხედავად მრავალი მცდელობისა ეს მიზანი ვერ იყო მიღწეული. ზ ქომეთიანის მონოგრაფიაში პირველადაა წარმოდგენილი მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემის მოლეკულური მექანიზმის სრული გაშიფვრის თეორიული საფუძვლები და ექსპერიმენტური მონაცემების საფუძველზე მთავარი კინეტიკური პარამეტრების განსაზღვრის სტატიტიკურად სარწმუნო მეთოდები.
2023-06-02T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/110სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე2023-05-31T20:11:43+00:00ბაია კუბლაშვილიnikoli700@yahoo.comთამარ მაღლაკელიძეnikoli700@yahoo.com

2023-05-31T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/106ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში2023-04-04T11:50:45+00:00ლიანა ქართველიშვილიnikoli700@yahoo.comმარიკა ტატიშვილიnikoli700@yahoo.comავთანდილ ამირანაშვილიnikoli700@yahoo.comლია მეგრელიძეnikoli700@yahoo.comნატო კუტალაძეnikoli700@yahoo.com
მონოგრაფიაში „ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში” კომპლექსურადაა შესწავლილი ამინდის წარმოქმნისა და ცვალებადობის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორები, ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გამოყენებულია მიწისპირა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელისა და დედამიწის სადამკვირვებლო მისიის თანამგზავჽული დაკვირვების მონაცემები. შეფასებულია კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ქვეყნის მეურნეობის მთელი რიგ დარგებზე (სამშენებლო ინდუსტრია, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება და სხვა). მონოგრაფიას აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული ღირებულება. მონოგრაფია განკუთვნილია ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
2023-04-04T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/105ფსიქოგენური სტრესის განვითარება - ორგანიზმის ბიოქიმიური ანალიზი2023-04-03T11:47:31+00:00ლალი ახალაძეnikoli700@yahoo.com
წინამდებარე ნაშრომში კომპლექსურადაა შესწავლილი ბიოქიმიური მაჩვენებლების და ქცევითი პარამეტრების ცვლილებები ფსიქოგენური სტრესის მოდელირებისას, განსხვავებული სირთულის თავდაცვითი რეაქციების ტესტირების პირობებში. ნაშრომი განეკუთვნება ფუნდამენტურ გამოკვლევათა რიცხვს და მიღებული შედეგები აფართოებს თანამედროვე მეცნიერულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, საკმაოდ სრულ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა სტრესული მდგომარეობისას ორგანიზმის ჰუმორული რეგულაციის შესახებ. კერძოდ, ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა აღნიშნავს სტრესული მდგომარეობის რეაქციული სინდრომის დასაწყისს, რომელიც ორგანიზმში მართავს ყველა ცირკულაციურ და მეტაბოლურ პროცესებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ გარემოს შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციასთან. განსხვავებული სირთულის ექსპერიმენტის პირობებში ცხოველების ქცევა და მეტაბოლური ცვლილებები განიმარტება, როგორც ბიოლოგიურად დადებითი სტრესის გამოვლინება და ასახავს თავის ტვინის თვითრეგულაციურ მოქმედებას, რაც გამოიხატება სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებაში. გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვინაიდან გამოვლენილია ის ქცევითი აქტები, რომლებიც თვითრეგულაციის მექანიზმების მუშაობას გამოხატავს და განაპირობებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის მდგრადობის დონის ამაღლებას. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.
2023-04-03T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/103აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა2023-03-29T11:56:39+00:00სოლომონ პავლიაშვილიnikoli700@yahoo.comავთანდილ კორახაშვილიnikoli700@yahoo.comდავით კირვალიძეnikoli700@yahoo.com
აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა არის მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკის აგრარული სექტორი და მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოშობის, მათი განვითარების, გეოგრაფიული გავრცელების, უვნებელ საკვებად და სურსათად გადამუშავების და რაციონალური გამოყენების და მოხმარების თვისებებს, რომლის დროსაც უნდა შენარჩუნდეს ეკოლოგიური გარემო. ლექსიკონში განმარტებულია ყველა ის ტერმინი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე აგრარულ სექტორში და ეკოლოგიური გარემოს დაცვაში. ეს ორი მიმართულება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში კულტურათა მოსავლიანობის ამაღლებისათვის და ეკოლოგიურ გარემოზე უარყოფითი “დაწოლის” მინიმუმამდე შემცირებისათვის, ნიადაგის და მცენარეთა გენეტიკური ეროზიის თავიდან ასაცილებლად, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი პროდუქტის მისაღებად. აღნიშნული წიგნი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მოსახლეობის გათვითცნობიერებას, უახლესი ტექნოლოგიების გავრცელებას და გაზრდის სასურსათო უსაფრთხოების გარანტიებს.
2023-03-29T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/104ტოპინმზესუმზირას კულტურა საქართველოში2023-03-29T12:03:58+00:00ნინო ჭანკვეტაძეnikoli700@yahoo.com
საქართველოსათვის ახალი ჰიბრიდული კულტურა ტოპინმზესუმზირა (Asteraceae), შექმნილია სელექციონერების მიერ ტოპინამბურის (მიწავაშლა) და მზესუმზირას სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციით. ტოპინმზესუმზირა მსხვილბალახოვანი, პოლიკარპული, ერთწლოვანი მცენარეა და იზრდება სიმაღლით 240 სმ-მდე, ხოლო ტუბერების კამერა 0,15 მ3-ია. მცენარეს აქვს ძლიერი გვერდითი დატოტვა და ხშირი შეფოთვლა ვეგეტაციის მთელ პერიოდში. ის ინვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, რომლის სტოლონებზე ტუბერები ვითარდება. მცენარე ვეგეტაციას ამთავრებს ბუტონიზაცია-ყვავილობის პერიოდში და იძლევა ძალინ დიდ მწვანე მასას, რომელიც 50 ტ/ჰა-მდე აღწევს, ხოლო ტუბერები კი 30 ტ/ჰა-მდე. მოსავალს ფართო სამრეწველო გამოიყენება აქვს. მონიგრაფიაში აღწერილია ტოპინმზესუმზირას აგრობიოლოგიური თავისებურებები, აგროტექნოლოგია, მისი მოვლა-მოყვანის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები,
2023-03-29T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/100ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდოლოგია და უნარ-ჩვევები 2023-01-30T17:55:35+00:00ლუიზა გაბუნიაnikoli700@yahoo.comშორენა ხეცურიანიS.khetsuriani@tsmu.eduნათია გამყრელიძეn.gamkrelidze@tsmu.edu
წარმოდგენილი წიგნი ითვალისწინებს თანამედროვე სამედიცინო კურიკულუმს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო სკოლის ყველა სტუდენტმა დიპლომამდელ ეტაპზე უნდა აითვისოს სამეცნიერო კვლევის უნარები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მათ როგორც ხვალინდელმა ექიმებმა, უნდა ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ შეიძლება არსებობდეს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის უკეთესი საშუალებები, რომ ყოველდღიური პრაქტიკა საჭიროებს კრიტიკულ შეფასებას, ახალი პრინციპების შექმნას და ცოდნის განვითარებას.

წარმოდგენილი წიგნი საშუალებას მისცემს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეიძინონ კომპეტენციები, რომლებიც სამეცნიერო მეთოდების შემდეგი პრინციპების შესწავლას უკავშირდება: სამეცნიერო საკითხის ფორმულირება, ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო მონაცემთა ბაზებიდან, ლიტერატურის კრიტიკული კითხვა, ანალიზი და კვლევითი პროექტების შემუშავება კვლევის ეთიკური და პროფესიული ასპექტების გათვალისწინებით.

წიგნის ღირებულებაა 35 ლარი, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითეთ წიგნის გადმოსაგზავნად საჭირო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ასოციაციის რეკვიზიტებია: აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797
2023-01-30T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/97ირაკლი ფაღავა: ბიობიბლიოგრაფია2023-01-28T09:20:50+00:00ანდრია აფაქიძეnikoli700@yahoo.com
გამოჩენილი ქართველი პედიატრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებებული მოღვაწის, პროფესორ ირაკლი ფაღავას ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1941-2002 წლების მასალა: სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ.

მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ი. ფაღავას სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები. ერთვის ძირითად შრომათა და სახელთა ანბანური საძიებლები.
2023-01-28T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/98რჩევა ახალგაზრდა მშობლებს2023-01-28T09:26:16+00:00ყარამან ფაღავაnikoli700@yahoo.com
წიგნში პოპულარულადაა გადმოცემული ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების, მოვლისა და აღზრდის ძირითადი საკითხები, იგი ახალგაზრდა მშობლებისთვისაა განკუთვნილი.

ერის გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის შესანიშნავი საზომია ბავშვისადმი მზრუნველობა. ამ მხრივ ქართველ ხალხს უძველესი და მტკიცე ტრადიციები გააჩნია.

ყველას უნდა, რომ მომავალი თაობა იყოს ჯანმრთელი, გონიერი, მტკიცე ნებისყოფის, ხელმარჯვე, მაღალი ზნეობითა და ნატიფი გემოვნებით შემკული. მცირე ერის წარმომადგენელისათვის კი ეს თვისებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ჩვენი დიდი კულტურა, რომლის მიღწევებით წარსულშიც და ახლაც სამართლიანად ვამაყობთ, ბავშვთა მოვლაშიც სათანადოდ უნდა აისახოს. ნუ დავაკლებთ ნორჩს დედის ძუძუს, მზესა და ჰაერს, ლაღად განვითარერების შესაძლებლობას, ქართველთ ბუნებას ასე რომ შეშვენის. ვუმღეროთ მშობლიური იავნანა, ჩვენებური საალერსო სიტყვებით მოვეფეროთ, აქედანვე შთავუნერგოთ დედისა და სამშობლოს სიყვარული.

პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის აღზრდაში სიცოცხლის პირველი წელი უდიდესი მნიშვნელობისაა. მხოლოდ სითბო და ალერსი, საღი აზრი და თუნდაც ბავშვთა ექიმის-პედიატრის ეპიზოდური კონსულტაციები საკმარისი არაა. მშობლებს უნდა შეეძლოთ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასება, თვით უმნიშვნელო გადახრების დროული აღნუსხვა და პირველი დახმარების გაწევა, უნდა იცნობდნენ სწორი კვების, ზოგადი ჰიგიენისა და ნერვულ ფსიქიკური განვითარების, ხელშეწყობის ძირითადი პრინციპებს.

ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი ნაშრომი ახალგაზრდა მშობლებს აღნიშნული საკითხების გარკვევაში დაეხმარება.
2023-01-28T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/99ბავშვს რომ კარგი ჩვევები ჰქონდეს2023-01-28T09:31:54+00:00ყარამან ფაღავაnikoli700@yahoo.comირაკლი ფაღავაnikoli700@yahoo.com
ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ზრდიდნენ მას ბავშვობაში; იმაზე, თუ რა ჩვევები ჩაენერგა, რას მიაჩვიეს. კარგი ჩვევები ჯანმრთელობის საწინდარია, საწინდარი იმისა, რომ პიროვნება შეძლებს თავისი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას და იცხოვრებს ბედნიერად.

მოცემული ბროშურაც, რომლის შესავალსაც თქვენ ახლა კითხულობთ, სწორედ სასარგებლო ჩვევების განვითარების პრობლემისადმია მიძღვნილი. ბავშვს ბევრი რამე უნდა ვასწავლოთ და ჩავუნერგოთ, თუმცა ეს ძალიან ადვილი არ არის. ძირითადად საკვანძო საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა, როგორც ვფიქრობთ, ყველაზე რთულია.

ჩვენი აზრით, ესენია, მაგალითად, წესიერების, სისუფთავისა და სისალუქისადმი ბავშვის მიჩვევა. ანდა, პირველი შეხედვით თითქოსდა ისეთი საკმაოდ მარტივი პრობლემა, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა. ტექსტის საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს ქოთნის ტუალეტის გამოყენების სწავლებასა და შარდის ბუშტის კონტროლს. არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ საკითხს, რომელსაც, ვფიქრობთ, მშობლების დიდი ნაწილი მეტად არასწორედ უდგება. ეს არის სწორი კვება და კბილების მოვლა. უნდა ითქვას, რომ ყურადღება ამ თავის სახელწოდების მეორე ნახევრით აღნიშნულ პრობლემაზეა გამახვილებული. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისთვის დღის რეჟიმის დაცვა მეტად მნიშვნელოვანია. დააგვეთანხმებით იმაშიც, რომ ბავშვის დაძინება ხანდახან გვიჭირს. უნდა ვეცადოთ მივაჩვიოთ ბავშვი ვარჯიშს, სუფთა ჰაერსა და გაკაჟებას. ძალიან საჭიროდ მიგვაჩნია თავი თავისუფალი დროის გონიერი გამოყენება, ცოდნისმოყვარეობა, მშვენიერების აღქმა. შემდეგ საუბარი გვაქვს ქცევის წესებზე, და ბოლოს კი - დამოუკიდებლობასა და გულზეარობაზე, საბავშვო ბაღზე. ბოლოსიტყვაობის სახით შეჯამებულად პატარაზე ზემოქმედების მეთოდებს ვახასიათებთ.

მშობლებისთვის განკუთვნილი ეს ბროშურა ძირითადად სკოლამდელი ასაკისა და უმცროსკლასელ ბავშვებს ეხება. ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ.
2023-01-28T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/94ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის "Georgian Vitae rimas XXI" ტექნოლოგია2022-12-21T15:29:55+00:00ლალი ელანიძეnikoli700@yahoo.com
ადამიანის ორგანიზმში, თითოეული უჯრედი ყოველდღე საჭიროებს 600-დან 650-მდე სხვადასხვა სახის საკვებ ნივთიერებას- ნუტრიენტებს, რომელთა უმრავლესობა შეუცვლელია და ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება. ადამიანის კვების რაციონში აუცილებელია შედიოდეს დაახლოებით 32 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი, 15-ზე მეტი ვიტამინი და 20-ზე მეტი მიკროელემენტი, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია არსებობა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა 1927 წელს შექმნილი ნატურალური ინგრედიენტებისგან დაბალანსებული პროდუქტი, რომელმაც ოფიციალურად დაიმკვიდრა ტერმინი „ბიოლოგიურად აქტიური დანამატი“ (ინგ. food supplements), შემდგომში ბად-ი.

ბად-ების გამოყენება, რომელთა მნიშვნელობა უდაოდ დიდია, განაპირობებს: 1. ადამიანისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტის სწრაფ ლიკვიდაციას; 2. საკვების მაქსიმალურად მორგებას თითოეულ ინდივიდზე; 3. ზრდის ორგანიზმის გამძლეობას არახელსაყრელი პირობების მიმართ ორგანიზმის უჯრედების ფერმენტული დაცვის ხარჯზე; 4. აძლიერებს და აჩქარებს არასასურველი ნივთიერებების შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა ახალი, ყურძნისეული წარმოშობის ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი, მეცნიერულად დასაბუთებული ბად-ის დამზადების ტექნოლოგია. მოხდა ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების იდენტიფიკაცია:

საფერავის ყურძნის წვენში პირველად იდენტიფიცირდა ზოგიერთი სტილბენოიდური გლუკოზიდი: ტრანს-რეზვერატროლის გლუკოზიდი ტრანს-პიცეიდი (4’,5-დიჰიდროქსისტილბენ-3-O-b-D-გლუკოპირანოზიდი) (პოლიდატინი). ტრანს-პიცეიდის კონცენტრაცია ყურძნის წვენში შეადგენს 12,4 მგ/ლ, ხოლო ვაკუუმ-ტკბილში 35,5 მგ/ლ. საფერავის ყურძნის წვენში დაფიქსირდა ε-ვინიფერინის გლუკოზიდის არსებობაც.

საფერავის ყურძნის კლერტში პირველად იდენტიფიცირდა ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნივთიერება აცეტოვანილონი (პონიცინი), რომლის კონცენტრაციაც საფერავის კლერტის წყალ-სპირტიან ექსტრაქტში შეადგენს 5,2 მგ/ლ. აცეტოვანილონის ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენს 33%.

მიღებულია ვაზის ერთწლიანი ყლორტიდან სტილბენოიდებშემცველი კონცენტრატი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანს-რეზვერატროლს, ε-ვინიფერინს, სტილბენოიდურ ტეტრამერებს. სტილბენოიდებშემცველ კონცენტრატში იდენტიფიცირდა ლიგნანი α-კონიდენდრინი 3,3 მგ/ლ რაოდენობით. α-კონიდენდრინის ანტიოქსიდანტური აქტოვობა შეადგენს 35%.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მოკრეფილი ბეგქონდარას (THYMUS SERPYLLUM) მიწისზედა ნაწილების წყალ-სპირტიან ექსტრაქტში განისაზღვრა არომატწარმომქმნელი ნივთიერებები: α-პინენის, მირცენის, ლიმონენის, ტერპინოლენის, ლინალოოლის, კარვაკროლის, თიმოლის, ციტრონელონის და სხვათა სახით, რომელთა შორის დომინანტია α-პინენი. ამავდროულად, არომატიზატორში დაფიქსირდა ბიოლოგიურად აქტიური ფორმონონეტინის და ცინაროზიდის (ლუთეოლინის გლუკოპირანიზიდის) შემცველობა. ფორმონონეტინის ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენს 21%, ხოლო ცინაროზიდის - 54%.

შემუშავებულია ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური უალკოჰოლო კვებითი დანამატის „Georgian Vitae rimas XXI“ დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს საფერავის ყურძნის ვაკუუმ-ტკბილის, სტილბენოიდებშემცველი ფენოლური კონცენტრატის, მცენარეული არომატიზატორის და ასკორბინის მჟავის გამოყენებას.

2022-12-21T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/93ფაღვა2022-12-05T17:12:10+00:00ყარამან ფაღავა nikoli700@yahoo.com
კრებული საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირთათვის არის განკუთვნილი. მასში თავმოყრილია მასალები ფაღავების საგვარეულოს ისტორიის შესახებ, ნაჩვენებია რომ ისინი ბაღვაშ-ორბელიანების შთამომავლები არიან. სქემატურადაა წარმოდგენილი ფაღავების წვლილი ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2022-12-05T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/91მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია საკუთარი პროფესიული განვითარების მიმართ2022-11-23T16:13:26+00:00მანანა ჭიკაძეnikoli700@yahoo.com
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიშში ნაჩვენებია ერთი სკოლის მასწავლებელთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია საკუთარი პროფესიული ზრდის მიმართ. საუბარია სკოლის ბაზაზე, ერთმანეთის დახმარებითა და გამოცდილების გაზიარებით, დირექციის აქტიური და მიზანმიმართული მხარდაჭერით მიღებულ შედეგებზე, თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაზე, სწორად დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე, რომლებმაც შეცვალეს სასკოლო ცხოვრება.
2022-11-23T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/92მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება და მასთან დაკავშირებული სირთულეები 2022-11-23T16:29:55+00:00მანანა ჭიკაძეnikoli700@yahoo.com
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშში ნაჩვენებია რა სირთულეები შეიძლება შეექმნათ მასწავლებელს და მოსწავლეებს სწავლა-სწავლების პროცესში სწავლის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებისას. რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესის გაცნობიერებამ და რა როლი აქვს მასწავლებელს მოსწავლეებში სწავლის პროცესის მართვის უნარების განვითარებაში.
2022-11-23T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/90სამედიცინო ეკოლოგია2022-11-22T20:08:39+00:00მარინა გიორგობიანიm.giorgobiani@tsmu.eduბიძინა ზურაშვილიb.zurashvili@tsmu.eduთამარ ხახუტაშვილიt.kahkhtashili@tsmu.edu
დღეისათვის ეკოლოგია ჩვენი ცხოვრებისა და სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში შეიჭრა. შეიქმნა „სოფლის მეურნეობის ეკოლოგია“, „სამრეწველო ეკოლოგია“, „საინჟინრო ეკოლოგია“, „სოციალური ეკოლოგია“, „კულტურის ეკოლოგია’’, „ადამიანის ეკოლოგია“ და სხვ.

აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამედიცინო ეკოლოგიის“ საგანს, რომელიც პირველ რიგში ადამიანის ორგანიზმზე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შესწავლას და მათ მიერ გამოწვეული ეკოლოგიური დაავადებების პროგნოზირებასა და პრევენციას გულისხმობს. ამიტომ, სამედიცინო ეკოლოგიის, როგორც სასწავლო დისციპლინის საკითხების ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალი მედიკოსების აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მომალი თაობების სრულფასოვანი განვითარებისა და მათი ჯანმრთელობის განმსაზღვრელი მაჩვენებლების განუხრელად გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში.

წიგნის ღირებულებაა 30 ლარი, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითეთ წიგნის გადმოსაგზავნად საჭირო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ასოციაციის რეკვიზიტებია: აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797
2022-11-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/84ВОДНЫЙ РЕЖИМ КРАСНОЗЕМНЫХ ПОЧВ АДЖАРИЯ2022-10-19T17:28:20+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
В книге изложены данные изучения водно-физических свойств и влажности красноземных почв Аджарии в условиях Колхидского леса, чайной плантации и цитрусовых насаждений. Дана оценка обеспеченности растений продуктивной влагой. Установлены значительные потери осадкой, задерживаемых лесом и кроной мандариновых насаждений. Показана значительная эффективность полива мандариновых плантаций, увеличивающего урожаи и улучшающего качество плодов.Работники субтропического сельского хозяйства и учащиеся соответствующих учебных заведений, в этой книге найдут полезные для себя сведения.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/85აჭარის წითელმიწა ნიადაგები და მათი აგროსაწარმოო გამოყენება2022-10-19T17:45:27+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
წიგნში მოცემულია აჭარის წითელმიწა ნიადაგების შესწავლის ძირითადი ეტაპები. ფიზიკური, ქიმიური თვისებები და მისი მნიშვნელობა სუბტროპიკული მეურნეობის განვითარების საქმეში.აჭარის წითელმიწა ნიადაგების თვისებები შედარებულია ტროპიკული მიწის ნიადაგებთან და მათი მსგავსების საფუძველზე ახლებურადაა გაშუქებული გენეზისის საკითხი. აქვე მოცემულია სუბტროპიკული კულტურების არეალის გაფართოების, წითელმიწა ნიადაგების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების აქტუალური საკითხები.წიგნი დახმარებას გაუწევს სუბტროპიკული მეურნეობის წარმოების სპეციალისტებს და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებს.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/86აჭარის ბუნება და სოფლის მეურნეობა2022-10-19T17:51:20+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი, ხოლო მეორე ნაწილში კი სოფლის მეურნეობის დარგების მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები.წიგნში მოცემულია გამოყენებითი გეოგრაფიის აქტუალური საკითხები ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის საფუძველზე აჭარის მაგალითზე.განკუთვნილია სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა და მკითხველთა ფართო წრისათვის, ვინც დაინტერესებულია აჭარის ბუნებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებით.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/87ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით2022-10-19T17:57:18+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე ცალკე საგნად იკითხება ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით. იგი შედგენილია გეოგრაფიის სპეციალობისათვის განკუთვნილი პროგრამის მიხედვით. სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში განხილულია ზოგადი ნიადაგმცოდნეობის საფუძვლები, ხოლო მეორე ნაწილში- ნიადაგების გეოგრაფია ბუნებრივი ზონების მიხედვით. ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ნიადაგებს.სახელმძღვანელოს, გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, გამოიყენებენ ბიოლოგიისა და სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტებიც. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ამგვარი სახელმძღვანელოს შექმნის პირველ ცდას. იგი, ალბათ, დაზღვეული არ იქნება ნაკლოვანებებისგან. ავტორი საქმიან შენიშვნებს მადლიერებით მიიღებს.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/88აჭარის ნიადაგების გეოგრაფია და მათი აგროსაწარმოო გამოყენება2022-10-19T18:02:37+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
წინამდებარე წიგნში განხილულია აჭარის ნიადაგების წარმოქმნის ფაქტორები და მათი გეოგრაფიული გავრცელების კანონზომიერებანი. ვრცლადაა მოცემული ცალკეული ნიადაგური ტიპების წარმოქმნის ეკოლოგიური პირობები, თვისებები, შედგენილობა და გამოყენება. ცალკე თავი ეთმობა ნიადაგის დაცვას.წიგნი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის, გეოგრაფების სპეციალისტებისათეის და სტუდენტებისათვის.ვუძღვნი ჩემს მეცნიერ ხელმძღვანელის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფესორ მიხეილ დარასელიას ხსოვნას.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/89ქობულეთის რაიონის ბუნება და სოფლის მეურნეობა2022-10-19T18:07:49+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.com
წიგნში განხილულია ქობულეთის რაიონის ბუნებრივი პირობები და რესურსები. რაიონის ისტორიული მისია სუბტროპიკული კულტურების განვითარების საქმეში ამიერკავკასიაში და მისი კრიზისიდან გამოყვანა. ასევე მოცემულია ტრადიციული და პერსპექტიული სუბტროპიკული კულტურების განვითარების საკითხები თანამედროვე პირობებში ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით. ვუძღვნი ჩემი მშობლების ხსოვნას.
2022-10-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/83ნიადაგის ეკოლოგია2022-10-18T08:42:47+00:00შაქრო ფალავანდიშვილიnikoli700@yahoo.comთეო ურუშაძეnikoli700@yahoo.comთამარ ქვრივიშვილიnikoli700@yahoo.comდარეჯან ჯაშიnikoli700@yahoo.com
სახელმძღვანელოში განხილულია ნიადაგის ეკოლოგიის ძირითადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ნიადაგის, როგორც გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, მდგრად განვითარებაზე. სახელმძღვანელო პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე და განკუთვნილია ეკოლოგიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, აგრარული სპეციალობის სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის, გარემოსდაცვით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
2022-10-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/80ბორის კორსანტია - ბიობიბლიოგრაფია2022-10-03T10:43:18+00:00თამარ ხახუტაშვილიt.kahkhtashili@tsmu.eduკონსტანტინე ალიბეგაშვილიlibrary@tsmu.edu
გამოჩენილი ქართველი ექიმის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბორის კორსანტიას ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1987-2020 წლების მასალა: სამეცნიერო შრომები, სტატიები, მისი რედაქტორობით გამოცემული წიგნები, მეთოდური რეკომენდაციები, წერილები და სხვადასხვა მასალა.

ბორის კორსანტია ავტორია 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 60-მდე საკანდიდატო და აკადემიური დოქტორის დისერტაცია, 6 სადიპლომო ნაშრომი. იყო საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და კონფერენციების სამეცნიერო დირექტორი, სადისერტაციო საექსპერტო საბჭოს წევრი, ჟურნალ “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის” მთავარი რედაქტორი.

მასალა განლაგებული ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის მეცნიერის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. ერთვის სახელთა ანბანური საძიებელი.
2022-10-03T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/79ბიომექანიკა და კინეზიოლოგია2022-09-16T23:39:58+00:00ნიკოლოზ გოცირიძეt.sanikidze@tsmu.eduთამარ სანიკიძეt.sanikidze@tsmu.eduმაია მანწკავაm.mantskava@tsmu.edu
წიგნში ავტორები იხილავენ ბიომექანიკის და კინეზიოლოგიის პოსტულატებს და კანონზომიერებანს, აღწერენ ამა თუ იმ უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების, სისტემების ბიომექანიკურ თავისებურებებს, რომლებიც განაპირობებენ მათ ურთიერთშეთანხმებას და ნორმალურ ფუნქციონირებას. წიგნი შედგება 2 განყოფილებისგან: ბიომექანიკა I და ბიომექანიკა II. წიგნში წარმოდგენილი მასალა გათვალისწინებულია 100 და მეტ საათიანი კურსისთვის. ტექსტი ილუსტრირებულია 180 სურათით, რაც აიოლებს მოთხრობილის აღქმას და ფორმულებით გამოსახული ფუნქციური დამოკიდებულებების დასწავლას. წიგნში დანართის სახით განთავსებულია ლაბორატორიული სამუშაოების აღწერა, მათი განხორციელების მიმდევრობა. გავლილი მასალის თვითშეფასებისთვის წიგნში მოცემულია სადისკუსიო საკითხების ჩამონათვალი. წიგნი ბიომექანიკის მიმართულებით ეხმარება თეორიის და პრაქტიკული მიდგომების შერწყმას, უყალიბებს მკითხველს ფაქტების და მოვლენების მულტიდისციპლინური განხილვის უნარ-ჩვევებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მედიცინის დარგის სპეციალისტებისთვის. წიგნი რეკომენდებულია სამედიცინო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტების, მკვლევარების, ყველა დაინტერესებულ პირთათვის. მათთვის და პრაქტიკოსი მედიკოსის, რეაბილიტოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და თეორიული ბიოსამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის წიგნი გაწევს სასწავლო სახელმძღვანელოს როლს.

წიგნის ღირებულებაა 20 ლარი, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითეთ წიგნის გადმოსაგზავნად საჭირო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ასოციაციის რეკვიზიტებია: აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797
2022-09-17T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/77განათლების, სწავლა/სწავლებისა და აღზრდის საკითხები 2022-08-29T16:33:58+00:00იმერი ბასილაძე nikoli700@yahoo.comქეთევან ძოწენიძე nikoli700@yahoo.comნინო ჭოხონელიძე nikoli700@yahoo.com
ნაშრომში განხილულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედა- გოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო კურსის - „შესავალი თანამედროვე პედაგოგიკურ აზროვნებაში“ - არსებული ყველა პრობლემა განათლების, სწავლა/- სწავლებისა და აღზრდის საკითხებთან მიმართებაში. ნაშრომი წარმოადგენს ჩვენს მიერ 2004 წელს გამოცემული დამხმარე სახელ- მძღვანელოს „პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები“ გადამუშავებულ ვარიანტს და მასში საკითხები განხილული და გააზრებულია ახლებური თვალთახედვით და წარმოდგენილია თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით.ნაშრომში განხილულია პედაგოგიური სიტუაციები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მოცემულია პრაქტიკული ხასიათის რჩევები. ახლებურად არის წარმოდგენილი და გააზრებული პედაგოგიკის პარადიგმა. იგი განკუთვნილია დამ- ხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, აგრეთვე გა- ნათლების, აღზრდისა და სწავლა/სწავლების საკითხებით დაინტერესებული ყველა პიროვნებისათვის.
2022-08-29T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/78კრიპტოგრაფიული ალგორითმები: მაგალითები და პროგრამული კოდები2022-08-29T16:56:23+00:00ლალი ბესელიაnikoli700@yahoo.comინგა გაბისონიაnikoli700@yahoo.comსოფია შენგელიაnikoli700@yahoo.com
წარმოდგენილი სახელმძღვანელო სტუდენტებსა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში დაინტერესებულ პირებს გააცნობს კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს პროგრამული რეალიზაციის თანხლებით
2022-08-29T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/76მასკომუნიკაციის ფსიქოლოგია 2022-07-18T18:03:16+00:00ვაჟა პაპასკირი nikoli700@yahoo.com
No Abstract
2022-07-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/75რეკომენდაციები დამამთავრებელი ნაშრომის გაფორმებისათვის2022-05-19T20:19:17+00:00დავით გურგენიძეnikoli700@yahoo.comგივი დათუკიშვილიnikoli700@yahoo.comინგა ლომაძეnikoli700@yahoo.comმალხაზ წიქარიშვილიnikoli700@yahoo.com
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს სამშენებლო დარგის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას და იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებმაც. გამოცემა გათვალისწინებულია დამამთავრებელი ნაშრომის მომზადება-გაფორმებისა და დაცვისათვის.
2022-05-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/74მშვიდობის ქართული პარადიგმა2022-05-16T10:21:58+00:00ზურაბ ხონელიძეnikoli700@yahoo.com
ნაშრომში, ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში. ავტორმა თვალი მიადევნა მრავალსაუკუნოვან ქართულ გამოცდილებას - მშვიდობის ძიების პროცესში განათლებისა და დიპლომატიის, როგორც სახელმწიფოებრიობის მდგრადი და უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტს. ამ ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება - საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.
2022-05-16T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/71დასავლეთ საქართველოს ვაზის ავტოქთონური ჯიშების ყურძნის პასპორტები2022-02-01T19:42:58+00:00მაია ხარაძეnikoli700@yahoo.comმაია ვანიძეnikoli700@yahoo.comალეკო კალანდიაnikoli700@yahoo.comინდირა ჯაფარიძეnikoli700@yahoo.comრუსლან დავითაძეnikoli700@yahoo.com
აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი AP/96/13 და 216816). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

მონოგრაფია ეძღვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ავტოქთონული ჯიშების ყურძნის ქიმიური შედგენილობის შესწავლას, კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით და მიღებული მონაცემების საფუძველზე პასპორტების შექმნას, სადაც აღწერილია ყურძნის ქიმიური შედგენილობის, ჯიშობრივი წარმომავლობისა და წარმოშობის ადგილმდებარეობას შორის დამოკიდებულება. მსგავსი პასპორტიზაცია ვაზის ნაყოფის მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, იქ სადაც ვაზი და ღვინო სოფლის მეურნეობისა და ექსპორტის პრიორიტეტული მიმართულებაა. მონოგრაფია საინტერესო იქნება: საბუნებისმეტყველო და აგრარული, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებების სპეციალისტების, სტუდენტების, ფერმერების და მეწარმეებისათვის.
2022-02-05T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/34დასავლეთ საქართველოში მოწეული სხვადასხვა წარმოშობის თაფლის პასპორტები2019-08-16T06:47:17+00:00ნონა აბაშიძეnikoli700@yahoo.comინდირა ჯაფარიძეnikoli700@yahoo.comმაია ხარაძეnikol90i70ss0@yahoo.comმაია ვანიძეnikoli700@yahoo.comალეკო კალანდიაnikoli700@yahoo.comრუსლან დავითაძეnikoli700@yahoo.com
მონოგრაფია ეძღვნება დასავლეთ საქართველოში მოწეული სხვადასხვა წარმოშობის თაფლის ქიმიური შედგენილობის შესწავლას კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით და მიღებული მონაცემების საფუძველზე პასპორტების შექმნას, სადაც აღწერილია თაფლის ქიმიურ შედგენილობას, მცენარეულ წარმოშობასა და აღების ადგილმდებარეობას შორის დამოკიდებულება. მსგავსი პასპორტიზაცია მიღებული პრაქტიკაა იმ ქვეყნებში, სადაც თაფლის ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებაა. მონოგრაფია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო, აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებების სპეციალისტების, სტუდენტების, ფერმერების და მეწარმეებისათვის.
2022-02-01T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/72ღვინისა და თაფლის ანალიზის საერთაშორისო მეთოდები2022-02-01T20:25:33+00:00მაია ვანიძეnikoli700@yahoo.comალეკო კალანდიაnikoli700@yahoo.comინდირა ჯაფარიძეnikoli700@yahoo.com
ისტორიულად საქართველო - მევენახეობისა და მეფუტკრეობის მხარეა და ბოლო წლებში მრავალი სახელმძღვანელო გამოიცა ვაზის ბიოლოგიის, ღვინის ტექნოლოგიისა და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით, მაგრამ მწირია ლიტერატურა ორი მნიშვნელოვანი პროდუქტის ღვინისა და თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური კვლევების მხრივ. ეს დამხმარე პრაქტიკული სახელმძღვანელო არის მცდელობა თავი მოგვეყარა სტანდარტული მეთოდებისათვის, რომელიც აპრობირებულია ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ის შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეთმობა ღვინის, ხოლო მეორე თაფლის ანალიზის საერთაშორისო მეთოდებს. იგი დახმარებას გაუწევს ქიმიური, ბიოლოგიური და აგრარული მიმართულების პროფესორ მასწავლებლებს, დოქტორანტებს, მაგისტრებს და იმ პირებს, რომელიც დაინტერესებული არიან კვების პროდუქტების ექსპერტიზის, უსაფრთხოებისა და სტანდარტიზაციის საკითხებით.
2022-02-01T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/69დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ვაზის ჯიშის ყურძნისგან მიღებული ღვინის პასპორტები2022-01-21T13:15:42+00:00მაია ვანიძეnikoli700@yahoo.comალეკო კალანდიაnikoli700@yahoo.comინდირა ჯაფარიძეnikoli700@yahoo.comმაია ხარაძეnikoli700@yahoo.comრუსლან დავითაძეnikoli700@yahoo.com
მონოგრაფია ეძღვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ავტოქთონული ჯიშების ყურძნისაგან დაწურული ღვინის ქიმიური შედგენილობის შესწავლას კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით და მიღებული მონაცემების საფუძველზე პასპორტების შექმნას, სადაც მითითებულია ღვინის ქიმიური შედგენილობის, ჯიშობრივი წარმომავლობისა და წარმოშობის ადგილმდებარეობას შორის დამოკიდებულება. მონოგრაფია საინტერესო იქნება აგრარული, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებების სპეციალისტების, სტუდენტების, ფერმერების და მეწარმეებისათვის.
2022-01-23T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/70ენდოგენური პეპტიდების როლი ორგანიზმების სისტემურ თვითრეგულაციაში2022-01-22T12:22:37+00:00მალხაზ ვახანიაnikoli700@yahoo.com
რეგულატორული პეპტიდები - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ფართო ჯგუფია, რომელიც გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. პეპტიდები სინთეზირდება ყველა ბიოლოგიური სახეობის ორგანიზმში, დაწყებული ბაქტერიებით და დამთავრებული ძუძუმწოვრებით. ბიოლოგიური თვალსაზრისით, რეგულატორული პეპტიდები, მრავალმხრივ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. ისინი მოქმედებენ, როგორც ნეირომედიატორები, ნეირომოდულატორები, ჰორმონები, ზრდის ფაქტორები, ციტოკინები და ა.შ. ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმისათვის აუცილებელია უჯრედის ფუნქციის მართვის რეგულატორული სისტემები, რომლებიც მათ გააერთიანებს ერთი მთლიანი ორგანიზმის საზღვრებში. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ითვლებოდა, რომ არსებობდა ასეთი სახის სამი სისტემა: ნერვული, იმუნური და ენდოკრინული. მიჩნეული იყო, რომ ეს სისტემები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და მათი ურთიერთქმედება წესიდან გამონაკლისი იყო. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საკმარისი სამეცნიერო მონაცემები დაგროვდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული სისტემების ერთობლივად მოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორი იყო - ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდები.დღესდღეობით, შესწავლილია პეპტიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მათი სპეციფიკური მოქმედება, შემუშავებულია ფიზიოლოგიურად აქტიური პეპტიდების სინთეზური ანალოგები, განხორციელდა რეგულატორული პეპტიდების ქიმიური სინთეზი და დადასტურდა ადამიანის ორგანიზმზე მათი თერაპიული მოქმედება. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბიოლოგიურ ორგანიზმებში ენდოგენური პეპტიდების გავლენა სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. განხილულია მათი სტრუქტურული აღნაგობა და მოქმედების მექანიზმები. გარდა ამისა, მოცემულია როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური პეპტიდების გამოყენება და გამოყენების პერსპექტივები მედიცინაში.
2022-01-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/67წინარენოსტრატული ენის აღდგენის შესახებ2021-01-11T12:00:07+00:00Kukuri Phiphiakukuri_phiphia@yahoo.com
წინამდებარე ნაშრომში განიხილება მეტყველებისა და წინარენოსტრატული ენის წარმოშობის პრობლემა, რომელიც ენათმეცნიერებს, დღემდე, გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნიათ. წინამდებარე ნაშრომში განიხილება მეტყველებისა და წინარენოსტრატული ენის წარმოშობის პრობლემა, რომელიც ენათმეცნიერებს, დღემდე, გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნიათ. აქ წარმოდგენილია ჩვენი კვლევები შემდეგ საკითხებზე: 1. როგორ იდგამდნენ პირვეყოფილი ადამიანები ენას და რის საფუძველზე არქმევდნენ საგნებსა და მოვლენებს შესაბამის სახელებს; 2. როგორ ცდილობნენ ისინი აზრის გამოხატვას; 3. წინარენოსტრატული ენის რა კვალი და მონაცემები შემოინახა ქართველურმა ენამ. ჩვენი მიზანია წინარენოსტრატული ენის ლექსიკის აღდგენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა ქართველურ ენაში დადასტურებული ბგერა-სიტყვებისა და ბგერათა ჰარმონიული კომპლექსების, ანუ თანხმოვნისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან, ასევე, ბგერათა ჰარმონიული კომპლექსისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან შემდგარ ფუძე სიტყვათა შესწავლა. ნაშრომში წარმოდგენილია წინარენოსტრატული ენის ლექსიკონი, აგრეთვე, ქართველური სიტყვების რეკონსტრუქციის საშუალებით წინარენოსტრატული ენის არქეტიპების აღდგენის მეთოდი. ეს არქეტიპები წარმოადგენდნენ ბუნებისგან ნაკარნახევ ბგერა-სიტყვებს და ბგერათა ჰარმონიულ კომპლექსებს, რომლებიც რაღაც აზრის გადმოსაცემად, თავის მხრივ, ქმნიდნენ არაგრამატიზირებულ წინადადებებს. აქვე წამოდგენილია წინარენოსტრატული ენის არაგრამატიზირებულ წინადადებებში შემავალი არქეტიპების გაერთიანებისა და შემდგომი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად თანამედროვე სიტყვების ჩამოყალიბების მაგალითები.
2021-07-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/68რა არის კალოკაგათია2021-07-12T21:31:58+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯიnikolii700@gmail.com
ადამიანი ფსიქოგენური და ისტორიულ-გენეტიკური მისწრაფებების მქონე არსებაა. დასავლური ანთროპოცენტრიზმი აღნიშნულ ქმნილებას მიწიერი სამყაროს ცენტრად განიხილავს.

ადამიანის აზრობრივი განვითარების პროცესს წარმართავს ღვთიური გონის მიერ შექმნილი ისტორიულ-კულტურული რეალობა და სოციალურ პოლიტიკური სინამდვილე.
2021-07-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/66დილმუნი2020-09-10T18:37:36+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯიlukakazanji@gmail.com
მსოფლიო ისტორია ილომენურ პროცესთა ამფონერსულ სიბრტყეში განხილვადი დეონტური იდეების აპოფატიკური სამყაროა, რომელიც ვითარდება სულიერი საწყისების ნომოთეტურად ხორცშესხმის გზით. მსოფლიო ხალხები წარმოადგენდნენ მძლავრ ეთნოკულტურულ კავშირებს, რომლებიც იბრძოდნენ უძლიერესი იდეური, ასე ვთქვათ, კულტუროტროფული ექსპანსიის განსახორციელებლად. ისტორიის ფილოსოფია აერთიანებს თეოსოფიურ საწყისებს, იდიოგრადიულ ელემენტებს და ლოგიკურ საზრისებს. ისტორია ჰგავს მუხას, რომლის ფესვთა ძიებას უძველეს საკრალურ ცივილიზაციებთან მივყავართ. მსოფლიო ისტორია ვითარდება დროსა და სივრცეში, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა. სამყარო ისტორიოსოფიურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ეთნოსის წარმოშობა ურთულესი პროცესია, რომლის მიმდინარეობისას ძველი ტრადიცია შობს ახალს, ხოლო ახალი ძველის განვითარების საფუძველი ხდება.
2020-09-11T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/65ცნობიერების ფილოსოფია2020-09-10T16:23:30+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯი lukakazanji@gmail.com
კაცობრიობა ზესულიერი პროცესების სწორხაზოვანი განვითარების შედეგად წარმოქმნილი კოსმიური ენერგიის ალომენურ აზრობრივ ველში აკუმულირების წყალობით შექმნილი უნივერსალური მაკროსოციუმია. ადამიანი ფსიქოსომატურ სიბრტყეში გენეტიკურად განვითარებადი დიადი ფენომენია, რომელიც ასრულებს ერთგვარი გენეტლიალური მედიატორის როლს მიღმიერ და ამქვეყნიურ სამყაროთა შორის. სამყარო აერთიანებს კოსმოცენტრულ გალაქტიკებსა და ანთროპოცენტრულ განზომილებებს. სამყარო სინათლის გონისმიერ საწყისთა მადლისმიერ დონეზე ხორცშესხმის აბსტრაგირების პროცესის მმართველ ისტორიულ-ფილოსოფიურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ზემოაღნიშნული კოსმოგენიური სივრცე გახლვთ სისტემატიზატორი მატერიალური შემეცნების სახით წარმოდგენილი იდეური არსებითობისა და ალტრუისტური შეცნობის სახით წარმოსახული ზეგრძნობადი ინტუიციური ძიებებისა.
2020-09-10T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/61ორგანიზაციული კულტურა და ადამიანური ფაქტორი2020-05-11T14:55:15+00:00გიორგი გოროშიძეssssdds@yahoo.com
ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი თვითმყოფადობით. ეს თვითმყოფადობა ორგანიზაციული კულტურის ინტეგრირებულ ცნებაში არის გამოხატული. ორგანიზაციული კულტურა იქმნება ისეთი მახასიათებლების ერთობლიობით, როგორებიცაა: ორგანიზაციის ღირებულებები, თანამშრომლებს შორის ურთიერთობათა ნორმები, შრომითი განწყობები, დამკვიდრებული ტრადიციები და სხვ. ორგანიზაციული კულტურა, არის ორგანიზაციაში საქმიანობის წარმართვის, ურთიერთობათა ფორმებისა და შედეგების მიღწევის, წარმოდგენებისა და მიდგომების ერთიანი სისტემა, რომელიც მოცემულ ორგანიზაციას განასხვავებს ყველა დანარჩენისაგან. მას განსაზღვრავს ქცევის მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპები, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები, გუდნური მუშაობის ორგანიზაციის წესები და ორგანიზაციური პრობლემებისადმის შემუშავებული დამოკიდებულებები. ისევე როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ორგანიზაციაში ადამიანები, ჩვეულებრივ, იქცევიან შრომითი კოლექტივის მიერ მიღებული ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად. ისინი კარგად აცნობიერებენ ორგანიზაციული ღირებულებებისა და ნორმების მნიშვნელობას ორგანიზაციული გარემოსთვის. ქცევის ეთიკური ნორმები, რწმენები, აღიარებული ფასეულობები, კორპორაციული კულტურის ბირთვად მიიჩნევა და გამოხატავს საქმიანობის ეთიკურ მხარეზე ორგანიზაციის თანამშრომეთა უმრავლესობის თვალსაზრისს.
2020-05-11T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/62საბაკალავრო სწავლების პროფილირებისა და მისი სტატუსის ამაღლების შესახებ2020-05-11T15:04:36+00:00გიორგი გოროშიძეssss111@yahoo.com
უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამები ხშირად ითხოვენ გაუმჯობესებას იმ მიზნით, რომ მათ ფარგლებში მომზადებული კადრები უფრო მოთხოვნადები გახდნენ შრომის ბაზარზე. ამ კადრებს უნდა გააჩნდეთ როგორც პროფესია, ისე სპეციალობა, რაც დამსაქმებელს ხელს შეუწყობს მათთვის ადეკვატური პოზიციის შერჩევაში. უპროფილო, ზოგადი მომზადების მქონე კადრები ვერ აკმაყოფილებენ სამსახურის პრაქტიკული საქმიანობის მოთხოვნებს და ხშირად ეთქმით უარი სამსახურში მიღებაზე. პროფილირებული სწავლებისთვის აუცილებელია მე-3 და მე-4 კურსებზე სპეციალობების მოდულების არსებობა მაპროფილებელი საგნებისთვის საკმარისი რაოდენობის სავალდებულო კრედიტების გამოყოფით. ასეთი მოდულური სისტემით შესაძლებელი ხდება სხვადასხვაგვარი შინაარსისა და სტრუქტურის მქონე „მეოჯორების“ და „მაინორების“ კომბინირებით პროფესიების ისეთი კონფიგურაციების შექმნა, რომლებსაც ექნებათ მეტი მოთხოვნა შრომის ბაზარზე. ეს შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი ბაკალავრიატში სწავლების პირველი 2 წელი დაეთმობა პროფესიის საფუძვლების ათვისებას, ხოლო შემდეგი 2 წელი დაეთმობა პროფესიის ფარგლებში სპეციალობების ათვისებას.
2020-05-11T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/63ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი მოდელის ფორმირების პერსპექტივები ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში2020-05-11T15:11:58+00:00გიორგი გოროშიძე ssaaass@yahoo.com
სტატიაში ნაჩვენებია ადამიანური რესურსების მართვის წამყვანი მნიშვნელობა ორგანიზაციის განვითარებისთვის. გაანალიზებულია ადამიანური რესურსების მართვის მოდელების ევოლუციის პროცესი, რომელშიც აღინიშნება ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულებებში ჰუმანური ტენდენციების ზრდა. ეს ტენდენციები თავის მკაფიო გამოხატულებას პოულობს მართვის თანამედროვე თეორიებიდან „ჰარვარდის სკოლაში“, ხოლო თავის კულმინაციას აღწევს იაპონურ მენეჯმენტში. იაპონური მენეჯმენტი ხასიათდება ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით. ეს ყოველივე აჩენს იმის ინტერესს, რომ მართვის იაპონური მოდელის ელემენტები გამოყენებული იქნეს ქართული ორგანიზაციების ეფექტია-ნობის ამაღლებისთვის. ჩვენს მიერ 20 ორგანიზაციაში ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მათში აღინიშნება ორგანიზაციული კლიმატის საშუალო დონე, რაც ორგანიზაციების განვითარებისთვის არ არის საკმარისი. საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ლიდერობის დემოკრატიულ სტილში. თუმცა დემოკრატი-ულობის მეორე მაჩვენებელი - გადაწყ-ვეტილებების მიღებაში თანამშრომელთა მონაწილეობა - საშუალოზე საგრძნობლად უფრო დაბალია. ამდენად, დემოკრატი-ული პროცესი მომუშავეთა პრაქტიკულ საქმიანობაში სუსტად არის წარმოდგენილი. იგივე ორგანიზაციებში გამოკვლეული იქნა აგრეთვე კონფლიქტურობა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე უფრო პრიორიტეტული სტრატეგია არის „განრიდება“, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოპულარული სტრატეგიად გვევლინება „თანამშრომლობა“, რაც საპირისპიროა იაპონური მენეჯმენტის სპეციფიკის. ჩვენს ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის იაპონური მოდელის ელემენ-ტების დანერგვის შემთხვევაში არსებული ვითარება დიდი ალბათობით შეიცვლება უკეთესით, რაც გამოიწვევს ორგანიზაციების ეფექტიანობის საგრძნობ ამაღლებას.
2020-05-11T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/58საზოგადოებასთან ურთიერთობის განწყობისეული (დამოკიდებულების) კანონზომიერებანი2020-05-07T12:20:30+00:00გიორგი გოროშიძე nnq3nnn@gmail.com

საზოგადოებასთან ურთიერთობა კომპლექსური დარგია, რომელიც იყენებს მრავალ ხერხსა და საშუალებას საზოგადოებაში ორგანიზაციის მიმართ სასურველი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ ამ დარგში ფსიქოლოგიური პრობლემატიკა ცენტრალურ ადგილს იკავებს. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც კომუნიკაციის სპეციფიკური სახეობა, ეყრდნობა კოგნიტური და პიროვნული ხასიათის მოვლენებს და ექვემდებარება მათ კანონზომიერებებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს განწყობის (დამოკიდებულების) ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი. კერძოდ, პირველ რიგში გამოსაყოფია ისეთი ზოგადი ფსიქოლოგიური კანონზომიერება, როგორიცაა ის, რომ: რაიმე უარყოფითი მოვლენის მიმართ გამოხატული ნეიტრალური დამოკიდებულება კონტრასტულად აღიქმება როგორც დადებითი დამოკიდებულება ამ უარყოფითი მოვლენის მიმართ. საზოგადოებასთან ურთიერთობაში ორგანიზაციის მიერ ამ კანონზომიერების გათვალისწინება მის საქმიანობას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

2020-05-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/59„მათეტიკა“ (სწავლის თეორია)2020-05-09T17:05:32+00:00იმერი ბასილაძეeeee@yahoo.comეთერ ღვინერიაssss@yahoo.com
იან ამოს კომენიუსი (1592-1670) ჩეხი პედაგოგი, ჰუმანისტი და მწერალია, კლასიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი მოღვაწეობდა XVII საუკუნეში. მან თავისი პედაგოგიური ქმნილებებით უკვდავყო საკუთარი სახელი. მას ხშირად უწოდებენ „პედაგოგიკის ნიუტონს“, „პედაგოგიკის კოპერნიკს“, „პედაგოგიკის კოლუმბს“, „პედაგოგიკის მამას“, „ხალხთა მასწავლებელს“(ლორთქიფანიძე 1970:5). კომენიუსის განსაკუთრებული დამსახურება კაცობრიობის წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ, მან დემოკრატიზმისა და ჰუმანიზმის პოზიციებიდან მოგვცა შუასაუკუნეობრივი დოგმატიკურ-სქოლასტიკური აღზრდისა და სწავლების სისტემის საფუძვლიანი კრიტიკა (ლორთქიფანიძე 1970 : 5). საფუძვლიანად შეისწავლა რა თავისი ეპოქის ფილოსოფიური და პედაგოგიური მსოფლმხედველობა, გადაამუშავა ის და მოგვცა ინოვაციური იდეებით გამსჭვალული პედაგოგიურ - დიდაქტიკური მოძღვრება. „ჯერ კიდევ ლათინურ სკოლაში სწავლის პერიოდში თავის თავზე გამოცადა სქოლასტიკური სასწავლო სისტემის უვარგისობა“ (ლობჟანიძე 2013 ა: 1) და მიზნად დაისახა გარდაექმნა სკოლა ეპოქის მოთხოვნათა შესაბამისად. იან ამოს კომენიუსმა პირველმა ჩაუყარა მეცნიერული საფუძველი პედაგოგიკას, დიდაქტიკას, მათეტიკას, ახალ მეთოდიკას და წამოაყენა საყოველთაო განათლების იდეა, ჩამოაყალიბა და განავითარა სწავლების დიდაქტიკური პრინციპები, შექმნა ერთიანი სკოლის სტრუქტურა, დაამუშავა სასკოლო-საგაკვეთილო სისტემა და სახელმძღვანელოების შედგენის პრინციპები (ლობჟანიძე 2013 ა: 1). როგორც პროფ. ი. ბიბილეიშვილი აღნიშნავს, „მან შექმნა ახალი ტიპის სასკოლო სახელმძღვანელოები, შეიმუშავა „საყოველთაო აღზრდის“(პამპედია), „საყოველთაო გამოღვიძების“(პანერგესია),
4
„საყოველთაო გასხივოსნების“ (პანაუგია), საყოველთაო სიბრძნის“(პანსოფია), „საყოველთაო ენის“(პანგლოტია), „საყოველთაო გამოსწორების“(პანარტოზია), „საყოველთაო განზრახვის“(პანუტეზია) იდეები, დაიმსახურა მსოფლიოში მასწავლებელთა მასწავლებლის უკვდავი სახელი“ (ბიბილეიშვილი 1993: 226-227).
2020-05-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/60იდეოლოგია, მორალი და იდენტობა2020-05-09T17:21:20+00:00გიორგი ყიფიანი ssswws@yahoo.com
წიგნის მიზანს წარმოადგენს ფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციო-კულტურულ თავისებურებათა და იდეოლოგიური დისკურსების ურთიერთშესაბამისობის დადგენა საკანონმდებლო, მართვის და საგანმანათლებლო საქმიანობის დროს გათვალისწინების მიზნით. გლობალიზაცია განაპირობებს ინფორმაციულ არხებში სხვადასხვა იდეოლოგიის ზეგავლენას მცირე ერებისათვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური იდენტობის ეროვნული და რელიგიური ასპექტები, ეროვნული კულტურისადმი, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი მორალისადმი დამოკიდებულება.
პირველ თავში განხილულია სოციალური ფსიქოლოგიისა და ნეოლიბერალური იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები. საქართველოში ნეოლიბერალური იდეოლოგიის დომინირების პირობებიდან გამომდინარე წიგნში ჩამოყალიბებულია მიდგომა, რომლის თანახმად ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ასახავდეს და ითვალისწინებდეს ერის კულტურულ თავისებურებებს. ეს მიდგომა ეფუძნება სოციოცენ ტრული ანუ კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური კულტურებისა და შესაბამისი ზნეობრივი მატრიცების განსხვავებას, რომელთა გათვალისწინებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
2020-05-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/53შრომითი კმაყოფილების გამომწვევი ფაქტორები ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში2020-05-07T11:42:22+00:00გიორგი გოროშიძე nnnnn@gmail.com
შრომითი კმაყოფილების მიმართ ინტერესი ორგანიზაციების ეფექტიანობის ამაღლებაში მისი დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. მაღალი შრომითი კმაყოფილება საბოლოოდ განაპირობებს მეტი შემოსავლების მიღებას. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ შრომითი კმაყოფილების ამაღლებას, შეიძლება მომუშავის აქტივობის სხვადასხვა დონეს განეკუთვნებოდნენ. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ საინტერესო თეორიას ფ. ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორია წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით გამოსაყოფია ფაქტორთა 2 კატეგორია - ჰიგიენური ფაქტოტები და მოტივატორები, რომელთაგან მოტივატორები (მაღალი საფეხურის ფაქტორები) განიხილებიან შრომითი კმაყოფილების წარმომშობ მთავარ მექანიზმებად და განაპირობებენ ორგანიზაციის მეტ წარმატებებს. მათი დაკმაყოფილებისთვის მეტი ზრუნვის გაწევა ხელს უწყობს მომუშავეთა შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, რაც პერსპექტივაში აუმჯობესებს ორგანიზაციის სტაბილური ფუნქციონირების შესაძლებლობებს. ამიტომ ორგანიზაციები მუდმივად უნდა ცდილობდნენ არსებულ შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოყენებას მომუშავეთა მაღალი მოტივების დაკმაყოფილებისთვის.
2020-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/54უმაღლესი განათლების სისტემაში ორგანიზაციული ქცევის „პროგრესული მოდელის“ გამოყენების საჭიროება (აკადემიური კადრების საკონკურსო-საატესტაციო შეფასება)2020-05-07T11:52:52+00:00გიორგი გოროშიძე nnnnsssn@gmail.com
სტატიაში განხილულია უმაღლესი განათლების სისტემისთვის უმწვავესი საკითხი - აკადემიური კადრების საკონკურსო-საატესტაციო შეფასება. ამ საკითხის სიმწვავე გამომდინარეობს იმ ნეგატიური პროცესებიდან, რომლებსაც ხშირად აქვს ადგილი კონკურსების ჩატარების დროს კრიტერიუმთა სისტემის გაუმართაობის გამო. არსებული სიძნელეებიდან გამოსავალი მდგომარეობს აკადემიური კადრების შეფასების ადეკვატური მოდელის შემუშავებაში და მის საფუძველზე შეფასების კრიტერიუმთა დაბალანსებული სისტემის დადგენაში. სტატიაში შემოთავაზებულია აკადემიური კადრების შეფასების „პროგრასული მოდელი“ და მის ფარგლებში სამუშაოს შეფასების კრიტერიუმთა ის კომპლექსი, რომლითაც შესაძლებელი ხდება აკადემიური კადრების ყველა არსებული კატეგორიის მიერ გაწეული მუშაობის მრავალმხრივი შეფასება. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებით მოხდეს აკადემიური მუშაობის და მეცნიერების დარგების მეტი ეფექტიანობით განვითარების უზრუნველყოფა.
2020-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/55ადამიანური რესურსების შეფასების და მართვის მოდელები განათლების სისტემაში (ორგანიზაციული ქცევა განათლებაში)2020-05-07T11:59:28+00:00გიორგი გოროშიძე nnnnaaan@gmail.com
უკანასკნელ წლებში უნივერსიტეტებში აღინიშნება მზარდი უკმაყოფილება აკადემიური კადრების მოღვაწეობის ადეკვატური შეფასებისა და მართვის სფეროში. განსაკუთრებული სიმწვავე წარმოიშობა ხშირად არაკორექტულად ჩატარებული კონკურსების დროს, როდესაც ადამიანები დაუმსასხურებლად რჩებიან სამსახურის გარეშე. მსგავსი პრობლემის გადაწყვეტა წარმატებით არის შესაძლებელი კონკურსების ჩატარების წესების გაუმჯობესების გზით; უნივერსიტეტის ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებისთვის და განვითარებისთვის სრულიად აუცილებელია, რომ მასში მუშაობის დიდი სტაჟისა და დიდი პედაგოგიური გამოცდილების მქონე აკადემიური კადრები დაცულები იყვნენ ხსენებული გაურკვევლობისგან და გადაყვანილები იქნან „საატესტაციო რეჟიმზე“, რითიც მოხდება მათი ღვაწლის მეტად დაფასება, ხოლო მათი მოტივაციის და შრომის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლება. სტატიაში განხილული აკადემიური კადრების შეფასებისა და მართვის 4 მოდელიდან („პროგრესული მოდელი“, „ბიზნეს მოდელი“, ფორმალური მოდელი“, „ავტორიტარული მოდელი“) „პროგრესული მოდელის“ გამოყენება ქმნის ყველაზე უფრო უკეთეს პირობებს ადამინური კაპიტალის მაქსიმალური შენარჩუნებისთვის და ეფექტიანი გამოყენებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მუშაობის მაჩვენებლებს
2020-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/56განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში2020-05-07T12:06:25+00:00გიორგი გოროშიძე nnssssnnn@gmail.com
სტატიაში ნაჩვენებია განწყობა, როგორც შეფასებისა და მოქმედების გან-ხორციელების ფუნდამეტური მექანიზმი და ახსნილია მისი ადაპტაციური ბუნება. საუბარია დამოკიდებულების, როგორც მაღალი დონის განწყობი-სეული მდგომარეობის, დიდ მნიშვნელობაზე. ადაპტაცია გააზრებულია როგორც ინდივიდის დამოკიდებულების ნეიტრალურამდე მიყვანის პროცესი. ფიქსირებული განწყობის კლასიკურ ცდებთან ანალოგიის გამოყენებით ახსნილია ადაპტაციის მეშვეობით ნეიტრალური დამოკიდე-ბულების წანაცვლებით კონტრასტული შეფასების წარმოშობის მექანიზმი. დადასტურებულია, რომ თუ ერთი ინდივიდი უარყოფითად შეფასებული მოვლენის მიმართ ამჟღავნებს ნეიტრალურ დამოკიდებულებას, მაშინ მეორე ინდივიდისთვის იგი ფასდება როგორც კონტრასტულად დადებითი დამოკიდებულება და პირიქით.
2020-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/57დამოკიდებულების კონგრუენტული მოქმედების და რევერსული შეფასების კანონი2020-05-07T12:15:39+00:00გიორგი გოროშიძე nnsaannn@gmail.com
განწყობის ტრადიციული გაგება და არსებული მიდგომები ვერ ფარავენ მთელ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც იქმნება მისი და მისი ფუნქციობის პირობების მრავალფაქტორული ბუნების საფუძველზე. ახლებური მიდგომით გამოიყოფა: 1) განწყობის მოქმედების 3 კანონი - „განწყობის რევერსული შეფასების კანონი“, „განწყობის კონგრუენტული მოქმედების კანონი“, „განწყობის კონგრუენტული მოქმედების და რევერსული შეფასების კანონი“; 2) საგანწყობო მიმართებების 3 სახეობა - „შეფასება-შეფასება“, „მოქმედება-შეფასება“ და მოქმედება-მოქმედება“; 3) განწყობის 3 კატეგორია - „სუბიექტური მდგომარეობა“, „დამოკიდებულება“ და „ქმედების განწყობა“; 4) განწყობის 3 ტიპი - „კოგნიტური განწყობა“, „ემოციური განწყობა“ და „კონატური განწყობა“. მინიმალისტური გათვლებით ისინი ქმნიან 27 კომბინაციას (3 х 3 х 3 = 27). მათ შორის ყველაზე მეტად არის დაწინაურებული „დამოკიდებულება“, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირებულია „მოქმედება-შეფასების“ მიმართებებთან და „ემოციური განწყობის“ ტიპთან. დამოკიდებულება, როგორც განწყობის ერთ-ერთი კატეგორია, პოულობს დიდ გავრცელებას ადამიანებს შორის ურთიერთობებში, მარკეტინგის სფეროში და სხვ. იგი რეალისტურად აღწერს ადამიანის ტიპიურ აქტივობებს და იძლევა მისი მოქმედების პროგნოზირების ფართო შესაძლებლობებს.
2020-05-07T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/51კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების ფილოსოფია2020-02-05T10:00:25+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯი Lukaaasssssa@yahoo.com
სამართალი ზოგადად სოციალუr-პოლიტიკური სისტემის მიერ შექმნილი სიციონომიური ცნებობრივი დეფინიციების სილოგურად განვითარებადი სამყაროა, რომელიც აწესრიგებს ადამიანთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. სამართალი, ჩემი აზრით, შეიქმნა იურიდიული საზრისებისა და ფილოსოფიური იდეალების კომბინატორული შერწყმის წყალობით. სამართალი შვა ფილოსოფიამ, ხოლო ფილოსოფია შექმნა თეოსოფიურმა ეზოთერიკამ. კანონი სამართლის ცენტრალური აზრობრივი მოცემულობაა, რომელიც ორიენტირებულია ემპირიული ფაქტოლოგიისა და დეონტური ლოგიკის კორელირებაზე.
2020-02-05T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/52რომაული სამართლის ფილოსოფია2020-02-05T10:21:32+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯი Luka7676aaa@yahoo.com
რომაული სამართალი მსოფლიო იურისპრუდენციის მშობელი დედაა, რომელმაც უძველესი ეტრუსკული სამართლებრივი იდეალები და ელინური ფილოსოფია ერთიან აზრობრივ აბსოლუტად შეკრა. რომაელებმა განახორციელეს რევოლუციური გარდაქმნები საკაცობრიო სამართალში, კერძოდ შექმნეს ცივილისტიკა ანუ სამოქალაქო სამართალი რომმა გადო ძალიან ძლიერი იდეური ხიდი დასავლურ ფილოსოფიასა და აღმოსავლურ სოფისტურ კულტურას შორის.
2020-02-05T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/49კონსტიტუციური სამართლის ფილოსოფია2019-12-18T10:30:01+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯი Lukaaassssa@yahoo.com
ზოგადად, სამართალი გახლავთ საზოგადოების განმავითარებელი აზრობრივი მაკრიკოსმოსის მეზოკოსმიური მაკროსოციუმი. იურისპრუდენციის განვითარების ზენიტს წარმოადგენს კონსტიტუციური სამართალი, რომელიც აწესრიგებს სამართლებრივ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულ იდეური მრწამსის ადამიანებს შორის. კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა (LA-CONSTITUTION - ვამტკიცებ) და ნიშნავს „დამტკიცებას“.
2019-12-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/50საერთაშორისო სამართლის ფილოსოფია2019-12-18T10:40:40+00:00ლეონიდ-ლუკა კაზანჯი Lukaaaassss@yahoo.com

საერთაშორისო სამართალი გახლავთ ერთი შეხედვით სხვადასხვა სოციოკულტურ რეგიონში ჩამოყალიბებულ კონოკულტურულ კავშირეთა მონოეთნოგენური მისწრაფებების სისტემატიზატორი. ჩემი აზრით საერთაშორისო სამართალი გახლავთ იურიდიული პოსტულატების ამფონერსული სამყარო, რომელსაც ახასიათებს რელატივაციური გარდაქმნები, რაც ასრულყოფილებს მის ფენომენალურ ბუნებას ჩემი ხედვით.
2019-12-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/48ძველი ქართული სისხლის სამართალი2019-12-12T19:25:31+00:00ლუკა კაზანჯი Lukaaaa@yahoo.com
ზოგადად, სისხლის სამართალი გახლავთ მეცნიერება დანაშაულის, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილი კულტურის ნორმების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოსომატური ფენომენის შესახებ. კერძოდ, ზემოაღნიშნული მოძღვრება შეისწავლის სამართლის ნორმების მოქმედების მასტიმულირებელ აზრობრივ ბმებს, რაც ტრანსფორმირდება საზოგადოების განვითარების მშვიდობიანი პირობების შემქმნელ ასონანსურ იდეოლოგიად. სისხლის სამართალი შეისწავლის ობიექტურ-დესკრიფციულად ჩამოყალიბებულ ქმედების შემადგენლობას, ნატურალისტურად გაგებულ მოქმედებას, ობიექტურ-ნორმატიულად განსაზღვრულ მართლწინააღმდეგობასა და სუბიექტურ-დესკრიფციულად გაგებულ ბრალს.

სისხლის სამართალი გახლავთ უტილიტარული დანიშნულების სისტემა, რომელიც ფუნქციონალურად და სტრუქტურირებულადაც წარმოადდგენს სამართლებრივი აზროვნების დედუქციურ მწვერვალს. ზოგადად, სამართლებრივი აზროვნება აღმოცენდა ობლიგატორული მტკიცებულებებისა და პრეირუდირებული ჭეშმარიტებების რელატიური შერწყმის შედეგად. სისხლის სამართალი დანაშაულებრივ მოქმედებებს ებრძვის, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ნორმატიულ დონეზე, რაც საზოგადოებას ეხმარება ნორმატიული მართლწესრიგის შექმნაში. ზოგადად სამართალი გახლავთ ფენომენი, რომელიც შექმნა პოსტრუქტურალისტურმა ფილოსოფიამ. ზემოაღნიშნული პროცესი წარიმართა სხვადასხვა ეთნოკულტურულ კავშირთა ისტორიულ-მეტაფიზიკური მისწრაფებების ფაქტოლოგიური კომბინირების შედეგად.

ქართული სისხლის სამართალი გახლავთ ერთგვარი აზრობრივი სივრცე, რომელიც ამთლიანებდა და ასრულყოფილებდა კავკასიელ ხალხთა მენტალურ და სოციოგენურ სწრაფვებს. ქართული სისხლის სამართალი თანაბარზომიერად ანაწილებდა დესკრიფციულ თავისებურებებსა და პრესკრიპციულ ბაზისებს, რაც შემდგომ იქცა სამართლებივი ტრადიციების სისტემატიზატორად. ძველი ქართული სისხლის სამართალი ფაქტობრივად აერთიანებდა ურთულეს აზრობრივ ფორმაციებს და ფაქტოლოგიურ კონდიციებს. ჩვენი აზრით, ქართული სისხლის სამართალი იქცა ადრექრისტიანული, კოლხურ-იბერიულ-ქალდეური ტრადიციებისა და ქრისტიანული სულიერების შემრწყმელ სულიერ აბსოლუტად. ძველი ქართული სისხლის სამართალი იკვებებოდა რომაულ-ბიზანტიური და, შემდგომ ეპოქაში, სპარსულ-არაბული იურიდიული სამყაროს ნორმატიულ დელევასტრიული მიღწევებით.
2019-12-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/47ველური ვაზის Vitis vinifera ssp sylvestris Gmel. (Beck.) ამპელოგრაფიული და ფენოლოგიური ფაზების მსველობის შესწავლა ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე2019-12-03T09:00:26+00:00შენგელი კიკილაშვილი nikohjsssfhfi700@yahoo.comლევან უჯმაჯურიძე nikoli70sss0@yahoo.comლონდა მამასახლისაშვილი nikohjfssshfi700@yahoo.comშალვა კენჭიაშვილი nikohwsjfhfi700@yahoo.comდავით მაღრაძეnikoli7qw00@yahoo.com
საქართველოს ველური ვაზი Vitis vinifera ssp sylvestris Gmel. წარმოადგენს კულტივირებული ვაზის Vitis vinivera L. sativa DC.-ს წინაპარს, ევრო-აზიური ველური ვაზის პოპულაციის შემადგენელ ნაწილს და აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა: ა) როგორც ვაზის დომესტიკაციის საწყისს სამხრეთ კავკასიაში 8000 წლის წინ და შესაძლო გასაღებს ამ დომესტიკაცისს პროცესების ასახსნელად; ბ) როგორც დაცვის ობიექტს, შეტანილს საქართველოს წითელ წიგნში; გ) როგორც საინტერესო მცენარეს კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა გამძლეობის მქონე გენების/ნიშნების ძიების მიმართულებით-ანუ სავარაუდო სასელექციო-საწყის მასალას; დ) როგორც მსოფლიო მევენახეთა მზარდი ინტერესის ქვეშ მყოფ მცენარეს ამჟამად. საქართველოში ველური ვაზის არსებობისა და გავრცელების შესახებ ინფორმაცია მე-17 საუკუნიდან არსებობს: ჟან შარდენი (მე-17 საუკუნე), ჟ.პ. დე ტურნეფორი (მე-18 საუკუნე), იაკობ რაინგესი (1770-1780), სულხან-საბა (1685-1716), ვახუშტი ბატონიშვილი (მე-18 საუკუნე) და სხვები მოიხსენიებენ ამ მცენარეს გაოცებულები იყვნენ რა ჩვენი ქვეყნის ტყეებში ხეებზე ასული ვაზებით, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარდა. ნ. ვავილოვი (Вавилов, 1931) ველურ ვაზს თვლის კულტურული ვაზის წინაპრად და მისი წარმოშობის არეალად სამხრეთ კავკასიას მიიჩნევს საქართველოს ჩათვლით და ის ამის ერთ-ერთ დადასტურებად იყენებს ველური ვაზის - Vitis vinifera ssp sylvestris Gmel. გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2019-12-03T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/46საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა თანამედროვე პრობლემები2019-11-26T09:22:49+00:00ლელა ბახტაძე nikoli4222444700@yahoo.comრევაზ კაკულია nikohjf33hfi700@yahoo.com
თანამედროვე საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა პრობლემები. საქართველო აშენებს საბაზრო ურთიერთობათა პრინციპებზე აგებულ ეროვნულ ეკონომიკას, მეურნეობრივი ცხოვრების ძირითადი სიძნელეების დაძლევის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გამოსავალია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო გარემოსთან შეგუება და მსოფლიო სამეურნეო ბრუნვაში ჩართვა. მით უმეტეს ქვეყნის ინტეგრაციისა და ურთიერთკავშირების განვითარება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა. საქართველოს შეუძლია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ცნობილ პრინციპებზე დაყრდნობით (სამეურნეო თანამშრომლობა, ეკონომიკისა და ვაჭრობის თავისუფლება, ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სრულყოფა) მიაღწიოს ეკონომიკის აღმავლობას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობისა და ეკონომიკური ქცევის თავისუფლებასთან, ფეხდაფეხ უნდა მიჰყვე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას. დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ გვეგულება, რომელსაც გარე სამყაროსთან, სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გარეშე შეეძლოს ცხოვრება. ქვეყნები მეტ-ნაკლები ზომით მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, რაც საწარმოო ძალთა განვითარების შესაბამისად თანდათანობით ღრმავდება და ვითარდება. ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა თითოეულ მათგანს აძლევს საშუალებას შედარებით ნაკლები დანახარჯებითა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები.
2019-11-26T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/39გადასახადები და საგადასახადო დაბეგვრა2019-11-25T11:40:47+00:00ევგენი ბარათაშვილიnikoli4444700@yahoo.comანზორ აბრალავაnikohjfh333fi700@yahoo.comრევაზ კაკულიაnikohjf67hfi700@yahoo.comლელა ბახტაძეnikoli703333330@yahoo.com
სახელმძღვანელოში განხილულია გადასახადებისა და საგადასახადო დაბეგვრის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები. საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირება-განვითარების პირობებში სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი თავისებურება და ღირსება მდგომარეობს დაბეგვრის არსის, საგადასახადო სისტემის ახლებურად ჩამოყალიბების, ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაში საგადასახადო პოლიტიკის როლის წარმოჩენასა და საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიმართულებების განსაზღვრაში.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/40საბანკო საქმე2019-11-25T11:47:12+00:00ლელა ბახტაძეnikol77i700@yahoo.comრევაზ კაკულიაnikohjfh4444fi700@yahoo.comლაშა კანდელაკიშვილიnikohjfh3333fi700@yahoo.com
სახელმძღვანელო ეძღვნება „საბანკო საქმის“ თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს. მასში საფუძვლიანად არის განხილული კომერციული ბანკების საქმიანობის პროცესი, მათი საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლები. გაანალიზებულია საბანკო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებები და მისი განვითარების პერსპექტივები. დასაბუთებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების უზრუნველყოფაში საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის, ასევე საკრედიტო სისტემის სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელობა. შესწავლილია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გავლენა კომერციული ბანკების საქმიანობაზე. გაანალიზებულია კომერციული ბანკების ლიკვიდობის და საბანკო რისკების მართვის მეთოდები. გაშუქებულია ბანკის კონკურენტული სტრატეგიები. დახასიათებულია ბანკის კლიენტების კრედიტუნარიანობის, ასევე კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფის ფორმები.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/41თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა2019-11-25T11:52:24+00:00ლელა ბახტაძეnikol2222i4444700@yahoo.comრევაზ კაკულიაnikoli70033333@yahoo.comლაშა კანდელაკიშვილიnikoh43434jfhfi700@yahoo.com
„თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა“ ორიგინალური სახელმძღვანელოა, რომელიც ეძღვნება ფულის თანამედროვე არსისა და თავისებურებების გაანალიზებას, უახლესი ეპოქის ფულის ფენომენის თავისებურებების და მისი მიმოქცევის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული პრობლემატიკის განხილვას.

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ფულის მიმოქცევის მართვის პროცესს მრავალი გამოწვევა ახლავს თან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში XX საუკუნის ეკონომიკური მოძღვრების კრიტიკულად გადამუშავების, ასევე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის თეორიების განზოგადებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევებზე დაყრდნობით გამოვლენილია ინფლაციის გამომწვევი მიზეზები, გაანალიზებულია მისი დაძლევის თანამედროვე მეთოდები, ფულად-საკრედიტო სისტემის განვითარებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები და კანონზონიერებები.

სახელმძღვანელოში განხილულია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების საკრედიტო ურთიერთობები, მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების კანონზომიერებები, გაშუქებულია უცხოეთის ქვეყნების და საქართველოს სავალუტო-საკრედიტო პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

სახელმძღვანელო აგებულია არა მხოლოდ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ფულად-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების კანონზომიერებების გაანალიზებისა და განზოგადების, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონკრეტული ფაქტებსა და მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/42სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის სხვადახსვა დონეს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა გადანაწილების საკითხები2019-11-25T11:57:23+00:00ლელა ბახტაძე nikoli7333300@yahoo.com
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის სხვადასხვა დონეებს შორის ხარჯების განაწილების ამოცანათა გადაწყვეტას თან ახლავს სახელმწიფო ხელისუფლების დონეებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. საგადასახადო უფლებამოსილებათა ვერტიკალური სტრუქტურის აგების საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების განსაზღვრულ დონეებზე ამა თუ იმ შემოსავლის მიკუთვნების გაბატონებული სტრატეგია. თუმცა, მეორე მხრივ, ამ სფეროში ჩატარებული თეორიული კვლევები ადასტურებს, რომ საგადასახადო უფლებამოსილებათა გადანაწილების ზოგიერთ ფორმას შეუძლია მიგვიყვანოს მნიშვნელოვან დანაკარგებამდე, რაც ზიანს აყენებს საზოგადოებას როგორც სამართლიანობის, ისე ეფექტიანობის თვალსაზრისით.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/43საბანკო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ზოგიერთი თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხი2019-11-25T12:07:02+00:00ლელა ბახტაძე nikohjfh222fi700@yahoo.com
ჩვენი ქვეყნის პრინციპულად ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლამ, რომელიც დაფუძნებულია საბაზრო მეურნეობის პრინციპებზე, მოითხოვა ყველა სამეურნეო სუბიექტის საქმიანობაში ადეკვატური ცვლილებების განხორციელება. საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის ათ წელზე მეტი ხნის პერიოდი აღმოჩნდა საკმაოდ მტკივნეული. ამ პროცესს თან ახლდა: წარმოების ზრდის ტემპების დაცემა სტრუქტურული დისპროპორციებითა და ინფლაციით, ბიუჯეტის დეფიციტი, ეროვნული ფულადი ერთეულის დევალვაცია, ქვეყნის შიდა და საგარეო ვალის ზრდა. კრიზისული მოვლენათა ტალღამ, რომელმაც ეკონომიკა მოიცვა, გამოიწვია ეკონომიკურ კვლევებში ჩაღრმავების საჭიროება სტაბილურობის ძირითად კანონზომიერებათა შემეცნების მიზნით.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/44საგადასახადო ტვირთის ოპტიმალური განაწილების ზოგიერთი საკითხი2019-11-25T12:13:05+00:00ლელა ბახტაძეnikoli70ssss0@yahoo.com
გადასახადები საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ეფექტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამიტომ საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური სისტემის მართვის გარდაქმნის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმო საგადასახადო რეფორმის განხორციელების პროცესს და ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობის შექმნას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა ვერ აღმოფხვრა საგადასახადო სისტემის არასრულყოფილება, ვერ უზრუნველყო საგადასახადო რეფორმის გატარებით სასურველი შედეგების მიღწევა.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/45ფინანსური სისტემის სრულყოფის აქტუალური პრობლემები საქართველოში2019-11-25T12:16:43+00:00რევაზ კაკულია nikohjddddfhfi700@yahoo.comლელა ბახტაძე niko577li700@yahoo.com
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრისათვის დამახასიათებელმა მძაფრმა მეცნიერულმა, ტექნოლოგიურმა, პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა გარდაქმნებმა საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური განვითარების გლობალიზაციას, რამაც ფინანსურ ურთიერთობებში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. თანამედროვე ეტაპზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს საფინანსო შუამავლობიდან ფინანსების ეკონომიკის ცხოვრების წარმმართველ ძალად გადაქცევა. საქმე მარტო ის როდია, რომ ფინანსების სფერო ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით წინმსწრები ტემპებით ვითარდება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის რომ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები დაჩქარებული ტემპებით იპყრობენ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და იქ გადამწყვეტ პოზიციებს იკავებენ.
2019-11-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/38ბიზანტიური სამართლის კოსმოკრატიული ტრადიციები2019-11-21T07:34:12+00:00ლუკა კაზანჯი nikohjfhfi700@yahoo.com
რეზიუმე არ არის
2019-11-21T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/36ადმინისტრაცუილი სამართლის ფილოსოფია2019-10-09T10:24:16+00:00ლუკა კაზანჯი nikoli77880ss0@yahoo.com
სამართალი გახლავთ ნორმატიული რეგულატორი, რომელიც აერთიანებს ემპირიულ ფაქტოლოგიას და ლოგიკურ ასოციაციურ აზრობრივ კავშირთა ამსახველ იდეურ ბმებს. სამართალი გახლავთ სამართლიანობისა და კანონიერებისურთიერთმიმართების პრინციპთა შესახებ ჩამოყალიბებულ ფენომენოლოგიურ შეხედულებათა აბსტრაქციული მთლიანობა. ზოგადად კულტუროტროფულმა პროგრესმა შვა სამართალი, ხოლო იურიდიულმა მართლშეგნებამ და ისტორიულ-სამართლებრივმა მეხსიერებამ სათავე დაუდო კაცობრიობის ცივილიზირების პროგრესს. ჩემი სუბიექტური ხედვით იურისპრუდენცია კავკასიური მოვლენაა, რომლის თეოსოფიურ საწყისთა და მეტაფიზიკურ სათავეთა ძიებას საკრალურ ტელეპატიურ სამყაროს აზრობრივ კარიბჭეებთან მივყავართ.
2019-10-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/37თეოგენიურ - კოსმოგენიური ფორმულები2019-10-09T10:40:56+00:00ლუკა კაზანჯი nikoli7090ss0@yahoo.com
რეზიუმე არაა
2019-10-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/24ელექტროკარდიოგრამის დამუშავების სისტემა - მონაცემთა ანალიზის დამუშავება2019-02-04T06:56:00+00:00ნინო ბერიანიძე nikoli700@yahoo.com
დღესდღეობით, დიდ პრობლემას წარმოადგენს გულის გახშირებული პრობლემებით გამოწვეული მოულოდნელი სიკვდილიანობა, რომლის გამომწვევ ბევრ მიზეზს შორის ერთ-ერთია ნაკლებადკონტროლირებადი დატვირთვები და ამის შედეგად გამოწვეული კარდიოლოგიური პრობლემები. არარეგულირებადი დატვირთვის დროს ვიღებთ პათოლოგიურად შეცვლილ გულს - ზედმეტი გადაღლით, ინტენსიური ვარჯიშით, რომელიც, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში იყოს ნაკლებადკონტროლირებადი დატვირთვებით გამოწვეული. მსგავსი ფაქტორების გავლენა იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ტრანფორმაციას პათოლოგიურისკენ, მაგ.: გულის პულსის რიტმულობის დარღვევა, გულის მიერ სისხლის მიღება-გაცემის ნორმიდან ამოვარდნა და ა.შ. აღნიშნული დაავადებების გამოვლენა შესაძლებელია კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით R-R ინტერვალების (ყველაზე ხშირად შეხვედრილი რიტმი) და მათი მიმდევრობის ფილტრაციის განსაზღვრის გზით. გულისცემის რიტმის ცვალებადობა (HRV) არის ფსიქოლოგიური ფენომენი გულის რიტმების ცვალებადობისა ინტერვალებს შორის. ასევე გამოიყენება მის აღსანიშნად ტერმინები RR, რომელიც ნიშნავს ცვალებადობას გულის რიტმისა მუშაობის პერიოდში ( სადაც R წარმოადგენს უმაღლეს წერტილს ECG ტალღის), და ციკლის ხანგრძლივობს ცვალებადობა.
2019-09-10T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/35სისხლის სამართლის ფილოსოფია2019-09-09T08:03:18+00:00ლუკა კაზანჯი nikoliss70ss0@yahoo.com
რეზიუმე არ აქვს
2019-09-09T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/33მონღოლური სამართალი2019-08-16T06:28:50+00:00ლუკა-ლეონიდ კაზანჯი nikoliiiii@yahoo.com
აბსტრაქტი არ არის
2019-08-16T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/28სინათლის ფიქრები და წყვდიადის გამოცანები2019-07-25T07:27:32+00:00ლუკა კაზანჯი nikocdcli70ss0@yahoo.com

ატლანტური სიბრძნე

კოლხეთის იბერიისა და ქალდეის კოსმიური ემისია

თეოგენიისა და კოსმოგენიის ურთიერთ მიმართება

ჭეშმარიტების ძიების მეთოდიკა

აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფია

ნეგაციური მსჯელობის არსი

პოზიტივისტურ პრედიკატთა ოკულტური ბუნება

რასისტენციური მეხსიერებისა და მეტაფიზიკური ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხი

კავკასიური ტოპოსი

გერმანული და ამერიკული ლიტერატურა

კავკასიური კვალი გერმანულ-სკანდინავიურ, ინდურ, ჩინურ, იაპონურ და კორეულ მითოსში

წარმოდგენილია ჩემეული ოკულტური სქემები და ფილოსოფიურ იდეათა აღმწერი გეომეტრიული ნახაზები

2019-07-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/29„სანივთო სამართლის ფილოსოფია“2019-07-25T07:36:40+00:00ლუკა კაზანჯი nikoli776800@yahoo.com
სანივთო სამართალი ცივილისტიკის ერთადერთიუმძლავრესი მექანიზმია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ნივთზე სამართლებრივი ბატონობის იურიდიულ ფორმასა და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს მატერიალიზებულ სუბსტანცია-ნივთსა და ადამიანებს შორის. სანივთო სამართალი მთლიანობაში აერთიანებს ლოგიკას, ფილოსოფიას, მეტაფიზიკას და სოციოლოგიას. სანივთო სამართლის კონცეფცია ახორციელებს სიეტმატიზირებას ადამიანის იურიდიული ხედვებისა, ფსიქოსოციალური მისწრაფებებისა, ფსიქოგენეტიკური მახსიათებლებისა და ემოციურ ფონზე აღმოცენებულ სურვილთა რელატიურად ცვალებად ბუნებისა.
2019-07-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/30ჰაერის ტემპერატურის, მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ინტენსივობის საშუალოწლიური მნიშვნელობების ვარიაციების ზემოქმედება მოსახლეობის სიკვდილიანობაზე ქალაქ თბილისში2019-07-25T07:44:41+00:00ავთანდილ ამირანაშვილიnikoli70ddd0@yahoo.comთეიმურაზ ბაქრაძეnikoli70ddd0@yahoo.comნინო ბერიანიძეnikodddli700@yahoo.comნინო დ. ჯაფარიძეnikoli3333700@yahoo.comქეთევან რ. ხაზარაძეnikolisvsv700@yahoo.com
წარმოდგენილია ჰაერის ტემპერატურის, მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ინტენსივობის საშუალოწლიური მნიშვნელობების ვარიაციების მოსახლეობის სიკვდილიანობაზე ზემოქმედების გამოკვლევის შედეგები ქალაქ თბილისში 1984__2010 წლებში. შესწავლილია გამოსაკვლევი მწკრივების სტატისტიკური მახასიათებლები. კერძოდ მიღებულია, რომ ვარიაციული განშლადობის ფარგლებში გამოსაკვლევი პარამეტრების წვლილი სიკვდილიანობის ცვალებადობაში შემდეგია: ჰაერის ტემპერატურის შემთხვევითი კომპონენტისა __ 8.5%, მიწისპირა ოზონის კონცენტრაციისა და კოსმოსური სხივების ინტენსივობის რეალური მნიშვნელობებისა __20.9% და 16.5% შესაბამისად.
2019-07-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/31კახეთის ტერიტორიაზე (საქართველო) 2012-2016 წწ. ატმოსფეროს 0.54-27 კმ ფენაში ჰაერის ტემპერატურის საშუალოთვიური მნიშვნელობების სტატისტიკური მახასიათებლები2019-07-25T07:55:16+00:00ავთანდილ ამირანაშვილიnikoli7svsvs00@yahoo.comნინო ბერიანიძეnikoli700@yahoo.comნინო ჯამრიშვილიnikoli567700@yahoo.comხატია თავიდაშვილიnikoli70svss0@yahoo.com
წარმოდგენილია სტატისტიკური ანალიზის მონაცემები 2012 - 2016 წწ. კახეთის ტერიტორიაზე ატმოსფეროში 19 დონეზე 0.54-დან 27 კმ-მდე სიმაღლეების დიაპაზონში ჰაერის ტემპერატურის საშუალოთვიური მნიშვნელობების შესახებ .
2019-07-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/32აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროში 2018 წლის 27 ივლისს მტვრის წარმონაქმნის რადიოლოკაციური და მიწისპირა მონიტორინგის ანალიზის წინასწარი შედეგები2019-07-25T08:06:26+00:00ავთანდილი ამირანაშვილიnikoli7svsvsv00@yahoo.comნინო ბერიანიძეnikoli700@yahoo.comვიქტორ ჩიხლაძეnikolifasfasf700@yahoo.comმიხეილ მიტინიnikoli70svs0@yahoo.comანა მჭედლიშვილიnikoli70svsv0@yahoo.com
წარმოდგენილია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროში 2018 წლის 27
ივლისს მტვრის წარმონაქმნის რადიოლოკაციური და მიწისპირა მონიტორინგის
ანალიზის წინასწარი შედეგები. დისტანციური მონიტორინგი «METEOR 735CDP10» ტიპის
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის მეშვეობით ხდებოდა. მტვრის კონცენტრაცია
(РМ10 და РМ2.5) ჰაერის მიწისპირა ფენაში ქალაქ თბილისის სამ პუნქტში ყოველ საათს
იზომებოდა. მოყვანილია ატმოსფეროში საკვლევი ტერიტორიის თავზე მტვრის
წარმონაქმნის გადაადგილების რადიოლოკაციური მონაცემები. ნაჩვენებია, რომ დღის
მეორე ნახევარში დედამიწის ზედაპირთან РМ10 და РМ2.5-ის ძლიერი ზრდა
აღინიშნებოდა.
2019-07-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/26არაადამიანური ეკონომიკის განზომილებანი და მისი გაადამიანურების ენერგო იმპულსები2019-06-18T07:35:20+00:00რამაზ ნამიჭეიშვილი nikoli4545700@yahoo.com
განხილულია ამჟამინდელი ქართული ეკონომიკის ფორსირების პროცესები, როგორც უმცირესობათა პრივილეგიების რეალიზაცია, როცა იგი მოსახლეობის მომსახურების ბუნებრივი ფუნქციებიდან არაადამიანურ, ძალმომრეობის ინსტიტუტად იქცევა, და რომლის გამოხატულებაა ეკონომიკური აზროვნების დეგრადაცია, სიძულვილი, მონობის რეინკარნაცია, სიხარბე, ეკონომიკური სიბეცე. წარმოჩენილია ეკონომიკის გაადამიანურების ისეთი ენერგომუხტები, როგორიცაა ეკონომიკის მოწყობის ზნეობრივი პასუხისმგებლობა (ღვთიური სიყვარული), მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ხელისუფლებას, როგორც ერთიანობას შორის მმართველობითი ფუნქციების დანაწილების პირობითობა და თანამშრომლობის აუცილებლობა; საზოგადოებრივი ცნობიერების განახლება სამშობლოს კეთილდღეობის გაუმჯობესების ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. წიგნი განკუთვნილია მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე ახალი ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
2019-06-18T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/25Bundahišn’s Stemma Codicum & Codices’ Tradition2019-05-13T11:02:33+00:00Alessio Giordanonikoli70gs0@yahoo.com
In 1977, Walter Belardi wrote that if Iranian philology wanted to move on, it had to cope with the experiences other philologies went through1. Nowadays there are many works about Iranian philology, but only few of them attempt to describe the written tradition of Avestan and Pahlavi texts2. This paper has its origins in the seminar held by Professor G. Consolmano, director of the “Specula Vaticana”. The seminar was entitled "Studying Planets, from Medieval to Modern Times". Starting from this point, this work aims at illustrating briefly the Iranian astronomical and astrological conceptions during the Sasanian period. Unfortunately, there are no texts left from that time, but just texts written after the Islamic invasion. Specifically, this paper will focus on an important witness to the Persian cosmological Weltanschauung: the Bundahišn. Moreover, it was noticed that there is no complete illustration of Bundahišn's stemma codicum, because of the missing information conserved in the colophones of the manuscripts. The situation has changed since 1970, when the manuscripts TD1 and DH were published in fac. by the Iranian Culture Foundation, but still there are no acceptable genealogical trees of the Bundahišn. This work aims at retracing the stemma codicum of the Pahlavi text, in line with the most complete tradition of the manuscript, which is still not considered by the scholars in this research area. This paper deals with the lack of information, and it wants to strengthen the relations between the texts we have received. This is achieved by taking into account both the information contained in the colophones and the personal relationships between the copists and their social context, delving into the possibility of transmissions and contaminations from the work of copying. In this paper, an analysis of the manuscripts was carried out, but it was decided not to draw up corrispondence charts between them, which they can easily be found in the work of (Belardi 1977d). Moreover, it was preferred, where appropriate, to analyse the colophones, normally scarcely available, so that they could be examined in order to understand the genealogical reconstruction of the tree. The texts in Pahlavi are presented without the original version, since the translations of (Anklesaria 1908) is accepted. As for the terminological comparison, it must be said that in this work there are no occurrences of the differences between the manuscripts. In conclusion, this work proposes a close comparison between all the manuscript traditions, never before taken into consideration in their totality, including the incomplete passages in the tradition of other writings, like the
2019-05-13T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/23საქართველოში თხილის წარმოების მდგრადი განვითარება და საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე2019-01-30T08:31:19+00:00Ana Polodashvili ანა ფოლოდაშვილიpolodacsshvili@yahoo.com
საქართველო თხილის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი ჯიშის თხილი, რომელთაგან აღსანიშნავია: ანაკლიური, ნემსა, ხაჭაპურა, შველისყურა, გულშიშველა და სხვა. ქართული თხილის უპირატესობებია: მისი ძლიერი ფესვთა სისტემა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში და მწარმოებელთა დაბალი ფასები. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა, დაბალი მწარმოებლურობა და ხარისხი, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა, ქართული თხილის მთავარ ნაკლოვანებებად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის თხილი იწარმოება სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონებში. საქართველოსათვის თხილს მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია. ქართული თხილი შეიძლება ექსპორტირდეს ორი სხვადასხვა ტიპის ბაზარზე: ნაჭუჭგაუცლელ და ნაჭუჭგაცლილ თხილის ბაზარზე. ქართული თხილის ექსპორტი ხდება როგორც ჩვენს მეზობელ თურქეთში, (რომელიც არის თხილის დომინანტი მწარმოებელი მსოფლიოში), ასევე ევროპულ ბაზრებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის ხარისხი დაბალია, რაც აუცილებელია პირდაპირი გაყიდვებისათვის საკონდიტრო და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში. საქართველოსათვის მთავარი კონკურენტები არიან: თურქეთი, იტალია და აზერბაიჯანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის დიდი მოთამაშე მსოფლიო თხილის ინდუსტრიაში, მას აქვს პოტენციალი, რომ იყოს თხილის ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა.
2019-01-30T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/20რამაზ ნამიჭეიშვილი-სამეცნიერო საზოგადოება „ნიკო ნიკოლაძის“ პრეზიდენტი, ნიკო ნიკოლაძე და ინტელიგენცია2018-11-08T08:24:41+00:00რამაზ ნამიჭეიშვილი ramaz@gmail.com
საზოგადოებრივი პროგრესი, ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის ინტელიგენციაზე ანუ ინტელიგენტთა საზოგადოებაზე. ინტელიგენტი ინტელექტის მქონე ადამიანია. ინტელექტი კი მისი (ადამიანის) შემოქმედებითი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებისა და განვითარების უნარია. გამოიკვეთა სიტყვათა მიმდევრობა: ინტელექტი-ინტელიგენტი-ინტელიგენცია. ცნება „ინტელიგენტს“ აქვს აგრეთვე ცხოვრებისეული ყოფითი გაგებაც. ინტელიგენტი გამოირჩება არა მხოლოდ რომელიმე დარგის ღრმა პროფესიული ცოდნით, არამედ ზნეობრივი სრულყოფილებითაც, ადამიანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, შინაგანი კულტურით, დახვეწილი მანერებით. ჩვენ ხშირად ბევრი ადამიანი გვინახავს და ბევრს შევხვედრივართ, რომელსაც მაღალი პროფესიული განათლება აქვს, მაგრამ არასასიამოვნო ყოფაქცევის, ამორალური, არაზნეობრივი არსებაა და ა.შ. ამით იმაზე მინდა მივანიშნო, რომ ადამიანის ინტელექტი, ინტელიგენტი, ინტელიგენცია ხარისხობრივი კატეგორიებია, რომლებიც დროში დინამიკურად ცვალებადია და რომლის სრულყოფილების მაჩვენებელია მისი აზროვნების სიღრმე და მასშტაბები, აგრეთვე მორალურ-ზნეობრივი, სოციალურ-კულტურული ღირებულებები და ფასეულობები. საქართველოს ახლა უმაღლესი პროფესიული განათლების საკმაოდ მრავალრიცხვოვანი არმია ჰყავს, მაგრამ ქვეყანა არა თუ წინ არ მიდის, არამედ უარესი ემართება-ეკონომიკურ სიღარიბეში ეფლობა დღე და ღამე. გამოდის, რომ ერის აზროვნება შეიძლება იყოს არა მარტო ჩამორჩენილი, არამედ ზნეობრივად ღარიბი, ბოროტი, დაცემული და უპასუხისმგებლო. ახლა ვინმეს შეუძლია ამტკიცოს, რომ სამყაროს ინტელექტუალური ადამიანები აკლია, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღეში $2-ზე მეტს იმიტომ ვერ ღებულობს, რომ ცუდად მუშაობს, ხოლო მილიონობით ადამიანი ზარმაცი და უსაქმურია და ამის გამო შიმშილით იღუპება, მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობის 1% სამყაროს მთელი სიმდიდირის 90%-ს ფლობს და არ იცის, რაში მოიხმაროს იგი. რანაირი ინტელექტუალია ხელისუფალი, როცა მისი ქვეყნიდან ჯანსაღი ადამიანები ლუკმა პურის საშოვნელად გარბიან უცხოეთში, პენსიონერები სიღატაკეში ეფლობიან, ავადმყოფები წამლებს ვერ ყიდულობენ, სოციალურად დაუცველია ლამის ნახევარი მილიონი მოქალაქე, ამ დროს უცხოელები ჩვენს ქვეყანას ეპატრონებიან.
2018-11-08T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/21სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები2018-11-08T09:42:05+00:00David Aslanishvili დავით ასლანიშვილიnikolix5i700@yahoo.com
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო კვლევის, მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიის ერთად თავმოყრა და ანალიზი, განვლილი პერიოდის გამოცდილების განზოგადება და რეკომენდაციების შემუშავება. პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების უკეთ გაგებისა და ანალიზის მიზნით ჩვენს მიერ გაანალიზებულ იქნა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი განთავსება და მეორადი ბაზარი და არსებული სიტუაცია. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ასახულია თუ რა მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია ამ ინსტრუმენტს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების საქმეში. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს, სხვა მიზანთა შორის გამოირჩევა ქვეყანაში ფულის მასის რეგულირება, ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება, ეროვნული ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი გაცვლითი კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ხელს უწყობს საბანკო სექტორს და კერძო ინვესტორებს დააბანდონ თავიანთი თავისუფალი სახსრები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად. კვლევის შედეგად დგინდება, რომ საქართველოში მათი შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ოღონდ მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით, რაც მთელ რიგ სირთულეს წარმოშობს. ეს სირთულეები დეტალურადაა განხილული სადისერტაციო ნაშრომში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ნაწილი იმ ფართო და მძლავრი სფეროსა, რასაც ქვეყნის კაპიტალის ბაზარი ჰქვია. ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და საერთო ჯამში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება პირდაპირ კავშირშია ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ანუ კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან. ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ–ერთი რეალური ბერკეტია ინვესტიციების მოზიდვა, რომლის ყველაზე მიღებული და პრაქტიკული ფორმაა ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ორგანიზებული ბაზრის მეშვეობით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემაა ფულადი რესურსის წყაროს მოზიდვის ორ ძირითად საშუალებას შორის არსებული პრობლემები. წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში ფულის მოზიდვის ორი მექანიზმი - საბანკო სესხი და ფასიანი ქაღალდების ბაზარი ურთიერთსასარგებლო სინერჯიას ავლენს, ხოლო საქართველოში ფულადი რესურსის მოზიდვის ერთი მექანიზმი -საბანკო სესხი და მთლიანობაში კომერციული საბანკო სისტემა - მაქსიმალურად ცდილობს არ მისცეს გასაქანი ფულის რესურსის მოზიდვის მეორე მექანიზმს (რომელიც მთავარ კონკურენტად მიაჩნია) - ფასიანი ქაღალდების ბაზარს და საფონდო ინდუსტრიას. კვლევით დასტურდება, რომ მათ ეს წარმატებით გამოსდის, რადგან არსებულ ეტაპზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს დაკარგული აქვს თავისი მთავარი ფუნქცია - იყოს ფასიან ქაღალდებზე ფასწარმოქმნის საბაზრო ფუნდამენტი. სხვა პრობლემებს შორის დადგენილ და გაანალიზებულ იქნა ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას:

არატრანსპარენტულობა;

საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ზღუდავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენების სივრცეს;

საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით დაწესებული საკმაოდ მაღალი ინვესტირების მინიმალური ზღვარი;

ინფლაციური რისკისგან დამცველი ინსრუმენტის არ არსებობა;

შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გადაყიდვის გართულებული მექანიზმი და მეორადი ბაზრის არ არსებობა;

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ნებისმიერი მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ისეთი მექანიზმის, როგორიცაა სახაზინო სახლის (Treasury direct) არარსებობა, და;

საზოგადიების ინფორმირებულობის დაბალი დონე თუ რა არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი და მისი უპირატესობა სხვა ინვესტიციებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების შექმნა და ამოქმედება, რომელიც დაარეგულირებს არსებულ შეუსაბამობას, ინტერესებს და შექმნის წინაპირობებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაჯანსაღებისთვის. აღნიშნული საკითხებისა და მექანიზმების დადგენასა და კვლევას ეძღვნება მოცემული სადისერტაციო ნაშრომი.
2018-11-08T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/19ეკონომიკის მიტაცება და ეროვნულ სივრცეში მისი დაბრუნების შესაძლებლობები2018-11-05T09:51:49+00:00რამაზ ნამიჭეიშვილიnikoli700@yahoo.com
სიტყვა „კრიზისი“ ბერძნულია და ღვთის სამართალს ნიშნავს. ვინც კრიზისებს ხელოვნურად ქნის, თვითონ აღმოჩნდებს უმძიმეს კრიზისში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურად შექმნილ კრიზსს იქვე მოყვება მისი შემოქმედის ღვთიური სასჯელი. კაცობრიობა კრიზისების საკმაოდ გრძელი ისტორიის მოწმეა. თანამედროვე სამყაროს კრიზისი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებითა და კომპლექსურობით. დღევანდელი სამყაროს კრიზისი უკედეგანოდ გლობალურია და კომპლექსურად ყოვლისმომცველი. იგი ნეოლიბერალური ეპოქის ინოვაციაა. ნეოლიბერალიზმი ბოროტი აზროვნების გვიანდელი ჩანაფიქრია, რომელმაც მე-20 საუკუნეში გაიღვიძა და უმრავლესობის აზროვნებაში დაიდო ბინა მზაკვარი უმცირესობის მეცადინეობით. დააჯერეს და დაიჯერეს, რომ ეკონომიკის მართვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ადამიანები თვითონ მოაგვარებენ წარმოების პრობლემებს ინდივიდუალური თავისუფლების საფუძველზე. სახელმწიფო უნდა გათავისუფლდეს ეკონომიკის მეურვეობისაგან, ადამიანებზე მზრუნველობისაგან. სახელმწიფოს საქმე არ არის ეკონომიკის დარგების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. მან მხოლოდ ეკონომიკის ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო საქმესა და საგარეო ურთიერთობეზე უნდა იზრუნვოს. ასეთ ნაფიქრალს ეკონომიკური თეორია დაარქვეს და ავტორებს ნობელის პრემიებიც მიანიჭეს. ეკონომიკური ზღაპარიც არსებობს. „დღეს ჩიკაგოს ეკონომისტები, თეორიულად რომ დაასაბუთონ გლობალიზაცია და მსოფლიო ფინანსური ორგანიზციების პოლიტიკა, კაცობრიობას ტვინს უმღვრევენ: სახელმწიფო და მუნიციპალური მთავრობები არ უნდა ჩაერიონ ეკონომიკაში. რეალურად ჩიკაგოს მერი საზოგადოებრივი ფონდების მილიონობით დოლარს ხარჯავს ინკუბატორების შექმნაზე მეცნიერებატევადი წარმოებისთვის“
2018-11-05T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/13ფინანსები და საბანკო საქმე2018-10-22T06:54:58+00:00David Aslanishvilieloshvilinsona@yahoo.com
დღეისათვის ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ განიხილება საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის და საკრედიტო ბაზრის გამართული ფუნქციონირების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. აღნიშნული საკითხი აქტუალურია, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების. მათ შორის საქართველოს ეკონომიკის შემდგომი აღმავლობისათვის, რადგან ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი საკრედიტო ბაზრის ფაქტორების გამოვლენა შესწავლა და ზემოქმედების მექანიზმის გაანალიზება.
2018-10-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/15საქართველოს სახელმწიფო ვალის სექიურიტიზაციის მაგალითი2018-10-22T07:42:47+00:00დავით ასლანიშვილი nikolixi700@yahoo.com
მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არალიკვიდური აქტივების „გარდაქმნა" (სექიურიტიზაცია) და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნება ჩვეულებრივი და მისასალმებელი ტენდენციაა. სამწუხაროდ, საქართველოს სინამდვილეში წარმატებული „სექიურიტიზაცია" უფრო გამონაკლისი, ვიდრე პრაქტიკა. ამ მხრივ ჩვენი კვლევის საგანი ამ მაგალითის წარმატებული შედეგი - ეროვნული ბანკის მიმართსახელმწიფო ვალის - 832 მლნ ლარის „სექიურიტიზაცია".მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არალიკვიდური აქტივების „გარდაქმნა" (სექიურიტიზაცია) და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნება ჩვეულებრივი და მისასალმებელი ტენდენციაა. სამწუხაროდ, საქართველოს სინამდვილეში წარმატებული „სექიურიტიზაცია" უფრო გამონაკლისი, ვიდრე პრაქტიკა. ამ მხრივ ჩვენი კვლევის საგანი ამ მაგალითის წარმატებული შედეგი - ეროვნული ბანკის მიმართსახელმწიფო ვალის - 832 მლნ ლარის „სექიურიტიზაცია". უნდა აღინიშნოს, რომ გამოშვებული სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სახელმწიფო წინაშე აღმოჩნდა მთელი რიგი გარანტირებული სავალო ურთიერთობები, რომელთა გასტუმრება დროში გაჭიანურდა და მრავალი მათგანი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. სხვა ვალების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან განუხრელად იზრდებოდა მთავრობის დავალიანება ეროვნული ბანკისადმი და მან 2006 წლის 15 მარტისთვის შეადგინა 832.84ნ.323 ლარი შეადგინა. ამ ვალის დაგროვების ისტორია უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის არსებობას, რის გამოც 1994 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად იყენებდა საქართველოს ეროვნული ბანკის სესხს. ანუ ცივილური გზის ნაცვლად, რომელიც გულისხმობს ოპერაციებს ღია ბაზარზე და ინვესტორებთან ურთიერთობას, საქართველოში ადგილი ჰქონდა ფაქტიურად ფულად ემისიას (მონეტარული დაფინანსება). 2006 წლის 20 მარტს კი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა "შეთანხმება საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ", რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება დაფარულ უნდა იყოს 2030 წლის 16 მარტამდე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად - სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა - სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან. ობლიგაციაზე გადასახდელი კუპონის წლიური განაკვეთი 2006, 2007 და 2008 წლებში განისაზღვრა 13%-ით, ხოლო სავალალო ვალდებულებაზე გადასახდელი პროცენტი 2006 წელს წლიური 7%-ის, 2007 და 2008 წლებში 6%-ის ოდენობით. 2008 წლის შემდგომ წლებში ობლიგაციებზე კუპონის განაკვეთის და სავალო ვალდებულებებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა ხორციელდება მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ, ერთობლივად, საბაზრო პროცენტების გათვალისწინებით. აღნიშნული შეთანხმებით და ამ ფასიანი ქაღალდების ემისიებით და დაფარვებით მთლიანად გაიწერა ვალის დაფარვის გრაფიკი და საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუჩნდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ანუ დავალიანებამ, რომელიც აქამდე უბრალოდ აღრიცხული იყო ეროვნული ბანკის ბალანსზე, შეიძინა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა და ფუნქცია. ამასთან, ობლიგაციები არაა ის ერთადერთი დადებითი, რაც ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეთანხმებითაა მიღწეული. ამ გზით შეიცვალა მთავრობისა და ეროვნული ბანკის დამოკიდებულება - ამიერიდან მთავრობის ეროვნული ბანკიდან პირდაპირი დაფინანსება არ ხდება. ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია.ეს საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ცენტრალური ბანკის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ითვლება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შემადგენელ ნაწილად და პირიქით - როდესაც პირდაპირი დაკრედიტება აკრძალულია ეს არის კანონმდებლობით დაფიქსირებული ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ საქართველოში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
2018-10-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/16რიკარდოს ექვივალენტი ანუ სახელმწიფო ვალისწარმოშობისა და პრაქტიკული დანიშნულების2018-10-22T10:32:23+00:00David Aslanishvili დავით ასლანიშვილიeloshvilinoana@yahoo.com
Our research describes the essence of the state debt and its purpose. When the state borrows money, it promises you to pay. To make this payment (payments), the state increases the bargain (if required) to pay this debt along with many other current payments. The economic effect in this regard is due to the fact that the tax payer perceives the future taxes. The measurement of the perception is difficult and neither the economists nor the other professors are able to form a precise and realized perfection formula.

Our analysis is a decisive factor in the time and level of consciousness of the population on this issue (the threat) and what it is to determine the effect of financial borrowing on bond loans.

This hypothesis is known as the Ricardian equivalent (Ricardian equivalent of the famous economist David Ricardo). Ricardo first considered this issue in his work.

We have a hypothesis that the population does not recognize the introduction of new taxes or the increase of existing ones, despite the current deficit in reality. In this situation, if the initial stage of the payout is partially replaced by the state loan, it will create a sense of the current life and improvement of the population's income. This hypothesis is accompanied by a rational decision - community members begin to spend more money. However, the final result will be that the state taxpayer must be tied to the amount that the state will fully lend to the existing debt, with interest accrued on it. There will be an unexpected effect here: since the society does not expect the increase of the bargain, each member will have to cut costs even when the payoff is paid.

The theoretical aspect and practical scenario discussed by us gives us the following conclusion: A deficit is needed when the economy is in place with an economic downturn and economic crisis. This view is based on the fact that the resource received by the government securities emissions will cover the reduced budget and, at the same time, the reduction of the rate of pay, which will ease the economic condition of the wider population of the population.
2018-10-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/18დასავლეთ საქართველოს ავტოქთონური ვაზის ჯიშების ფენოლური ნაერთები2018-10-22T11:22:34+00:00მაია ხარაძეeloshvilinona@yahoo.comazმაია ვანიძეnikoli700@yahoo.comალეკო კალანდიაnikoli700@yahoo.com
მონოგრაფია ეძღვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ავტოქთონული ჯიშებისა და მისგან წარმოებული ღვინის ქიმიური შედგენილობის შესწავლას კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით. მათი ქიმიური შედგენილობის კორელაციური დამოკიდებულების განსაზღვრას ჯიშობრივ და ნიადაგურ-კლიმატურ ფაქტორებზე. მონოგრაფია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო და აგრარული, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებების სპეციალისტებისათვის, მსგავსი პროფილის საწარმოებში მომუშავე მუშაკების, დაინტერესებული პირების, ფერმერების, მეწარმეებისა და სტუდენტებისათვის.
2018-10-22T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/7თანამედროვე საკრედიტო ბაზარი და ინსტიტუტები2018-09-18T09:59:29+00:00ქრისტინე ომაძეnikoli700@yahoo.com
თანამედროვე მსოფლიოში ფინანსური სისტემის ფუნქციონირების რეალიზაციის გაბატონებულ მექანიზმს წარმოადგენს საფინანსო ბაზარი, რომლი შემადგენელი ნაწილიცაა საკრედიტიო ბაზარი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაზარი არის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველთა და გამყიდველთა კონტაქტში შესვლას და გარიგების განხორციელებას.
2018-09-19T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/27ორიგინალური სამკურნალო პრეპარატები საქართველოს ფლავონოიდშემცველი მცენარეებიდან2019-07-03T07:46:27+00:00ეთერი ქემერტელიძეnikoliaaaa700@yahoo.comმაგდა ალანიაnikossli70ss0@yahoo.comქეთევან შალაშვილიnikssoli70ss0@yahoo.comთამარ საღარეიშვილიnikoli7sss00@yahoo.comნანა ქავთარაძეnikssoli7sss00@yahoo.com
წიგნში წარმოდგენილია ავტორთა საკუთარი კვლევების შედეგები საქართველოში გავრცელებული, მედიცინაში გამოყენებისათვის ნებადართული მცენარეებიდან ორიგინალური სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიმართულებით. კერძოდ, განხილულია:

Astragalus falcatus - ის ფოთლებისა და ყვავილებისაგან გამოყოფილი ინდივიდუალური ფლავონოიდური გლიკოზიდის რობინინის საფუძველზე მომზადებული ჰიპოაზოტემიური პრეპარატი „ფლარონინი“;

ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი საშუალება „ცარუბოლი“, რომელიც მცენარე Paliurus spina-christi - ის ნაყოფების ლიპიდებში ხსნადი ფენოლური ნაერთების ჯამს წარმოადგენს;

ანტივირუსული ჰერპესის საწინააღმდეგო მოქმედების მალამო „როდოპესი“ მცენარე Rhododendron ungernii - ის ფოთლების ფლავონოიდების საფუძველზე;

სისხლძარღვების ფუნქციის გამაუმჯობესებელი, ნოოტროპული, ფსიქომასტიმულირებელი „გინკგო-ბათი“ საქართველოში მოზარდი Ginkgo biloba - ის ფოთლებიდან;

„სატურინი“ ტიპი 2 დიაბეტის პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება Satureja hortensis - დან.

წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული მცენარე Pueraria hirsuta Matsum. -ის ფოთლებიდან მიღებული ანტიურემიული მოქმედების ნატურალური პრეპარატის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. აღწერილია ბიოლოგიურად აქტიური ფლავონოიდები Trifolium L.- ის სახეობებიდან და Alnus barbata C. A. Mey. - ს „გირჩებიდან“. წიგნი განკუთვნილია მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შესწავლის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის.
2016-07-03T00:00:00+00:00საავტორო უფლებებიhttps://monographs.4science.ge/index.php/ss/catalog/book/73მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური ანალიზის საფუძვლები2022-03-10T22:23:15+00:00ზურაბ ქომეთიანიnikoli700@yahoo.comგვანცა ჭკადუაg.chkadua@biomedicine.org.geნინელი სხირტლაძეn.skhirtladze@biomedicine.ge
At the beginning of the last century the kinetic theory for single-sited enzyme system was formulated and the technique of their full kinetic analysis was refined. Its essence consisted in the transformation of hyperbolic function into a rectilinear dependency, that is characteristic of only single-sited systems. Later on, however, it was found that many enzymes because of their multi-site feature are characterized by curve-linear kinetic dependency.
This necessitated to formulate principles for kinetic analysis of such curves and to work out new kinetic parameters. In spite of multiple attempts made in this direction this goal has not been achieved. The monograph is concerned with theoretical basis for deciphering the molecular mechanism for the multi-sited enzyme systems, and relying on experimental data, statistically valid methods for the determination of fundamental kinetic parameters is set forth.
2007-03-11T00:00:00+00:00საავტორო უფლებები